ატენის ერთ-ერთ უბანში გზის რეაბილიტაციისთვის 500 000 ლარზე მეტი დაიხარჯება

270

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, ერთ-ერთი უბნის “გარდატენი” გზის რეაბილიტაციისთვის 579 800 ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

სამუშაოები გასული წლის ნოემბერში დაიწყო და ხელშეკრულების მიხედვით, მიმდინარე წლის მაისამდე უნდა დასრულდეს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 1027 მეტრია.

პროექტის მიხედვით, მოასფალტდება ტრანსპორტის სავალი ნაწილი, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები.