თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე, არაგვის ხიდზე, ერთ სამოძრაო ზოლზე მოძრაობა 2 კვირით შეიზღუდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე მდ. არაგვის ხიდზე (მარცხნივ) დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც 2 კვირის განმავლობაში ერთ სამოძრაო ზოლზე, სენაკი-თბილისის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება.