პარლამენტმა, პირველი მოსმენით, ღია სივრცეებში პირბადის ტარებასთან დაკავშირებულ ჯარიმებზე საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო. 77-ხმით მხარი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებებს დაუჭირეს, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, პანდემიის დროს ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისათვის. კანონპროექტით დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა - ჯარიმა 50 ლარის ოდენობით, პანდემიის და ეპიდემიის დროს ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით...
პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი დადგენილება, რომელიც ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, 78 ხმით მიიღეს. საგამოძიებო კომისია სამი თვის ვადით შეიქმნა. დადგენილების მიღებიდან 3-დღის ვადაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები უნდა განსაზღვროს და დასამტკიცებლად ბიუროს წარუდგინოს. აღსანიშნავია, რომ რეგლამენტის გათვალისწინებით, დროებით საგამოძიებო კომისიაში...
რეგიონებში სწრაფი განვითარების ხელშეწყობა რჩება ჩვენს უმთავრეს ამოცანად, როგორც ჩვენი მოსახლეობის საკეთილდღეოდ, ისე ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის სრულყოფილი ინტეგრაციისთვის,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც მაია ცქიტიშვილმა “მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ეკონომიკური განვითარებისა და ტურიზმის ხელშეწყობისთვის წელს 300 კმ-მდე შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშოები დასრულდება. „2021 წელს გავაგრძელებთ რეგიონების დამაკავშირებელი გზების მშენებლობას - ბაღდადი-აბასთუმანის, ხულო-ზარზმის, საჩხერე-ონის, ლენტეხი-მესტიის, თბილისი-შატილის...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი საერთაშორისო ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება. როგორც მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულს სხდომაზე, “მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, 2024 წლისთვის ნ 200კმ ახალი ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა დასრულდება. „2021 წელს სამინისტროს ბიუჯეტი რეკორდულ 2,367 მილიონ ლარს შეადგენს. ამ რესურსის უდიდესი ნაწილი მოხმარდება საერთაშორისო ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას. ჩემთვის საამაყოა ის, რომ ვმუშაობთ გამორჩეული...
ჩვენს უცვლელ პრიორიტეტად რჩება რეგიონებში გამართული წყალმომარაგების უზრუნველყოფა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც მაია ცქიტიშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გასულ წელთან შედარებით რეგიონებში წყალმომარაგების გაუმჯობესებას 348 მლნ ლარით მეტი მოხმარდება. „2019 და 2020 წლებში წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების გაუმჯობესებისთვის 500-მდე მლნ ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ და მხოლოდ 2020 წელს დასრულებული პროექტების შედეგად 322 ათას ადამიანს გავუუმჯობესეთ წყალმომარაგების...
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 512 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 68 ფიზიკური პირი დააჯარიმა. მათივე ინფორმაციით, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში...
ქუთაისში ახალმა მუნიციპალურმა ავტობუსებმა მუშაობა დაიწყეს, თუმცა, ამ დრომდე არ არის დასრულებული ავტოპარკის მშენებლობა, რომელიც ბიუჯეტს 2 642 776 ლარი უჯდება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. ქუთაისის მერიამ კომპანიას, რომელიც ტენდერის გზით შეარჩია, სამუშაოები ორჯერ გადაუვადა, რის გამოც ხელშეკრულებით გათვალისწინებული 8 თვის ნაცვლად, პროცესი მეათე თვეა მიმდინარეობს. პირველ შემთხვევაში მშენებელს ამის ობიექტური მიზეზი ჰქონდა, რადგან კორონავირუსის გამო სამშენებლო სამუშაოები შეჩერებული იყო,...
ქუთაისში, სადაც ელექტრომობილების გამოშვება 2020 წლიდან უნდა დაწყებულიყო, ჯერ ქარხანაც არ აშენებულა. მშენებლობის პროცესი 2022 წლამდე გადავადდა. ამის შესახებ "ქუთაისიპოსტს" ქარხნის მშენებლობაზე პასუხისმგებელი კომპანია "აი გრუპის" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გიორგი ფურელიანმა განუცხადა. საწარმოს მშენებლობის გადავადების მიზეზად პანდემია სახელდება, რის გამოც, როგორც ფურელიანი ამბობს, ჩინეთიდან მშენებლობის კონსულტანტების ჩამოსვლა შეფერხდა. "ეკონომიკის სამინისტრომ დაგვიდასტურა ვადების გადავადება. იმედია, პანდემია მალე ჩაივლის და გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ თითქმის მზად...
მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლის კრებების და კონსულტაციების გამართვა დაიწყო. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. პირველი გასვლითი შეხვედრა 16 თებერვალს სოფელ საბირქენდში, ალგეთში, ტაზაკენდში, დამია გიორარხში, ახლო ლალოში, დამიაში, კიროვკაში, კაჩაგანში, კირეჩ-მუღანლოში, თაქალოსა და ხანჯიგაზლოში ტარდება. მერიის თანამშრომლები მოსახლეობასთან შეხვედრებს სამ ჯგუფად ატარებენ. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბარისას მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ნინო დეკანოიძე ამბობს, სოფლებში, სადაც თავად იმყოფებოდა, ძირითადად გარე...
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ საკვები პროდუქტების შესყიდვისათვის ცხრა ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. ტენდერების მიხედვით, მათში გამარჯვებული კომპანიები ვალდებული იქნებიან მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანებას საკვები პროდუქტები 2021 წლის განმავლობაში ეტაპობრივად, მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, მიაწოდონ. ბაგა-ბაღების გაერთიანების მიერ გამოცხადებული ცხრა ტენდერის საერთო ღირებულება 180 660 ლარია. გთავაზობთ პროდუქტებისა და მათი შესყიდვის სავარაუდო ღირებულების ჩამონათვალს: ქინძის, კამის, ოხრახუშის და კვერცხის შესყიდვა – 5...
2021 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა ნარჩენების შემგროვებელ ორ მანქანას შეიძენს. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „სუფთა მარნეულის“ ხელმძღვანელმა ლერი მუმლაძემ განაცხადა, რომ ორი ახალი სპეციალური ტექნიკა იმ სოფლებზე გადანაწილდება, სადაც „სუფთა მარნეული“ ჯერ არ მუშაობს. "სპეცმანქანებს, ნაგავმზიდებს, შევიძენთ რომელიც იმ სოფლებს მოემსახურება, სადაც ჯერ არ შევსულვართ. ჯერ არ ვიცი რომელი სოფლები იქნება, ეს დამოკიდებულია მანქანებზე, რამდენი კუბი ექნება და...
სოფელ ქუთლიარში სკოლის ეზოში მოწყობილი სპორტული მოედნის დემონტაჟი 2019 წელს განხორციელდა. მიზეზი სოფელში ახალი სკოლის მშენებლობა იყო. სტადიონის დემონტაჟი ადგილობრივებმა გააპროტესტეს, თუმცა ყოფილი მერი ზაურ დარგალი მათ დაპირდა, რომ სკოლის აშენების შემდეგ, სოფელში საფეხბურთო მოედანიც მოეწყობოდა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. სკოლის მშენებლობა უკვე დასასრულს უახლოვდება. სტადიონის მშენებლობა კი ჯერ არ დაწყებულა. საკითხის გასარკვევად გამოცემა სოფელი ქუთლიარის ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელს ბახტიარ ჰურიანოვს...
დეფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტში, კვორუმის არარსებობის მიუხედავად, ბიუჯეტი დაამტკიცეს, ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.სხდომას 18 დეპუტატი ესწრებოდა, თუმცა 34-წევრიან ,,პარლამენტის'' სხდომას მინიმუმ 23 დეპუტატი უნდა დასწრებოდა. კვორუმის არარსებობის გამო, მიღებულ გადაწყვეტილებას ე.წ. პარლამენტის ვიცეთავმჯდომარე პეტრე გასიევი ასე განმარტავს: "პარლამენტის რეგლამენტს არ აქვს იურიდიული ძალა, რადგან თავის დროზე, ის სათანადოდ არ იქნა დამტკიცებული, არ იყო გამოქვეყნებული სახელმწიფო მედიაში, კერძოდ, გაზეთ ,,სამხრეთ...
წინა სტატია დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხს განიხილავს. საკითხის განსახილველად 24 საათი აქვს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს 16 თებერვალს მიმართა. პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა...
წინა სტატია დედაქალაქის მერის, კახი კალაძის თქმით, თოვლის გამო თბილისში გადაადგილება შეფერხებულია. როგორც კალაძე ამბობს, ქალაქში გზის ჩახერგვა იმ მანქანებმა გამოიწვია, რომლებსაც ზამთრის სეზონის საბურავები არ უყენიათ. "დედაქალაქში გაგვითოვდა, შესაბამისად, გუშინ ღამიდან მოყოლებული თბილსერვისის ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა, ახლაც აგრძელებს მუშაობას, მიმდინარეობს ტექნიკური მარილის მოყრა, გზებზე გაწმენდითი სამუშაოები პარალელურად გამგეობები ჩაერთვებიან შიდა საუბნო გზების გაწმენდაზე. გვაქვს კონკრეტული ლოკაციები, სადაც შეიქმნა საცობები, ავტომობილების გამო, რომლებსაც ზამთრის...
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ ყურადღება ვანდალიზმის გახშირებულ ფაქტებზე გაამახვილა. მერმა აღნიშნა, რომ ხშირ შემთხვევაში ასეთი სამწუხარო ფაქტები ახლად რეაბილიტირებულ სკვერებსა და პარკებში ფიქსირდება და მოსახლეობას მოუწოდა მეტი ყურადღება გამოიჩინონ და მერიას ვანდალიზმთან ბრძოლაში დახმარება გაუწიონ. „ნამდვილად გულდასაწყვეტია, რომ 2020 წელს 168 მისამართზე აღინიშნა ვანდალიზმის მთელი რიგი შემთხვევა, რომელიც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. აქ მინდა საზოგადოებას დახმარება და მხარდაჭერა ვთხოვო ამ მიმართულებით, იმიტომ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ