საცობები იმის გამო შეიქმნა, რომ ზამთრის საბურავები არ უყენიათ – კალაძე პარალიზებულ თბილისზე

260

წინა სტატია

დედაქალაქის მერის, კახი კალაძის თქმით, თოვლის გამო თბილისში გადაადგილება შეფერხებულია. როგორც კალაძე ამბობს, ქალაქში გზის ჩახერგვა იმ მანქანებმა გამოიწვია, რომლებსაც ზამთრის სეზონის საბურავები არ უყენიათ.

“დედაქალაქში გაგვითოვდა, შესაბამისად, გუშინ ღამიდან მოყოლებული თბილსერვისის ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა, ახლაც აგრძელებს მუშაობას, მიმდინარეობს ტექნიკური მარილის მოყრა, გზებზე გაწმენდითი სამუშაოები პარალელურად გამგეობები ჩაერთვებიან შიდა საუბნო გზების გაწმენდაზე. გვაქვს კონკრეტული ლოკაციები, სადაც შეიქმნა საცობები, ავტომობილების გამო, რომლებსაც ზამთრის სეზონის საბურავები არ უყენიათ ჩაიხერგა”,-თქვა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში გაწმენდის სამუშაოები გუშინ ღამიდან ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დაახლოებით, 200 ტონა ტექნიკური მარილი დაყარა.