საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები განსაზღვრა.
რეგისტრაციის ვადებისა და ეტაპების შესახებ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
2021-2022 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება.
“რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2021 წლის 15 მარტიდან 2021 წლის 26 მარტის ჩათვლით სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების...
მზად ვართ, კვირაში რამდენიმე შეხვედრა გავმართოთ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფთან, ჩავიდეთ რეგიონებში და უფრო მეტი ვისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცება, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერისგან მიიღეს დავალება, რომ გააძლიერონ კომუნიკაცია ჰესებთან დაკავშირებით, კერძოდ კი „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით.
„მე და ჩემმა კოლეგამ, ლევან დავითაშვილმა, მივიღეთ დავალება პრემიერ-მინისტრისგან, რომ გავაძლიეროთ კომუნიკაცია ზოგადად ჰესებთან...
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, აგრძელებს პროექტს „საქართველოს ველური ვაზის შესწავლა და დაცვა“.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამწლიანი პროექტის მიზანი ველური ვაზის ფორმების შესწავლა, გავრცელების თანამედროვე გეოგრაფიის დადგენა და დაცვაა.
„პროექტის ხელმძღვანელმა, დავით მაღრაძემ ორწლიანი მუშაობის შედეგები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებს, კავკასიის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებს და დარგის სპეციალისტებს, ონლაინ შეხვედრაზე გააცნო. როგორც პროექტის...
მთაწმინდის რაიონში, ვ. პეტრიაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, 4 500 კვ.მ ფართობზე დაიგება ორფენიანი ასფალტი, მოეწყობა ბორდიური, ტროტუარი და სანიაღვრე ქსელი.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს არსებული საფარის დემონტაჟი. სამუშაოები კი, მარტის შუა რიცხვებში დასრულდება.
„ჩვენთვის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა, რომელიც მთაწმინდის რაიონში აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა ამორტიზებული იყო. პროექტის დასრულების შემდეგ კი, ადგილობრივი მოსახლეობა...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სამინისტროებში სამუშაო შეხვედრები გამართა.
აჭარის მთავრობის ცნობით, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრისას, საუბარი შეეხო ისეთ მთავარ საკითხებს, როგორიცაა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და საპრივატიზაციო პოლიტიკის გააქტიურება.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, საჭიროა უფრო გაბედული და ეფექტიანი ნაბიჯები ეკონომიკის აღდგენისთვის.
„მნიშვნელოვანია სწორად დაგეგმილი საპრივატიზებო პოლიტიკის ეფექტურობა, მომიჯნავე დარგების გაძლიერება, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. კერძო სექტორთან ერთად უნდა შევძლოთ ეკონომიკის აღდგენა. აჭარას და ბათუმს აქვს...
ბათუმის მერიის შენობასთან ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრავი სამარშუტო მიკროავტობუსების მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ სამგზავრო ტარიფი გაიზარდოს.
როგორც ისინი აცხადებენ, უკვე მესამე დღეა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეწყვეტილი აქვთ.
მათი თქმით, მგზავრობისთვის დადგენილი 50 თეთრი მცირე თანხაა, რის გამოც მუშაობა არ უღირთ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საწვავი გაძვირდა და ამას ავტომობილის მოვლის ხარჯებიც ემატება.
აქციის პარალელურად, ათამდე მძღოლს ბათუმის მერიაში ხელისუფლების წარმომადგენლები ხვდებიან.
ქუთაისის მერია სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის პეტრე ადამაძის განცხადებით, სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, ქუთაისის მერიის მიერ საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ.
„ჩვენ, როგორც ანგარიშვალდებულ და პასუხისმგებლიან ადგილობრივ თვითმმართველობას, გვსურს მოსახლეობას მივაწოდოთ სანდო და ზუსტი ინფორმაცია, ქუთაისის მერიის მიერ გაწეული და დაგეგმილი ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ. საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მიზნით, ბოლო პერიოდში, სხვადასხვა მედიასაშუალებით...
საქართველოში კიდევ ერთი ეროვნული პარკის შექმნა იგეგმება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გურიის მთიანი ლანდშაფტის უნიკალური ბუნების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი, შვედეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, გურიის ეროვნული პარკის დაარსებისთვის პროექტს იწყებს.
„აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, ამ ეტაპისთვის დაგეგმილია სხვადასხვა სახის კვლევის...
დამატებითი დეტალები გვაინტერესებს ელექტრონულად ხმის მიცემასთან დაკავშირებით, რადგან სანამ არ გვეცოდინება დეტალები, ვერ წარმოვადგენთ ჩვენს რეკომენდაციებს, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მათ აქვთ დამატებითი რეკომენდაციები, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას ეხება.
„ზოგადად, „სამართლიანი არჩევნების“ პოზიციაა, რომ იმისთვის, რათა საარჩევნო რეფორმას ჰქონდეს მაღალი ნდობა და ლეგიტიმაცია საზოგადოებისგან, უნდა იყოს იმ დიალოგის ნაწილი, რომელზეც...
მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ პარლამენტი, ისევე როგორც საკონსტიტუციო რეფორმის დროს, დღესაც მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ის, რომ კერძო სექტორმა ვერ შეძლო ამ ინვესტიციის სრულად მოზიდვა, არ გვაძლევს საფუძველს, რომ ანაკლიის პორტი - ჩვენი ქვეყნის მომავლის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტი გვერდით გადავდოთ.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება მოვისმინეთ პრემიერმინისტრის...
დღეს ჩვენ დავამტკიცებთ მთავრობის სხდომაზე საკითხს, რომელიც ეხება სახელმწიფო კომისიის შექმნას, რომელიც უახლოესი 3 თვის განმავლობაში იმუშავებს ეკონომიკური განვითარების გეგმაზე და პირველ დოკუმენტს მაისის ბოლოს წარმოადგენს, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კომისიაში მონაწილოებას მიიღებს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის კერძო სექტორის წარმომადგენლები და მაღალი დონის ექსპერტები.
„ჩვენი ამოცანა იქნება, რომ რაც შეიძლება სწრაფად, თითოეული...
შემუშავდა კრიტერიუმები, რომელთა შესაბამისადაც ანტიკრიზისული გეგმის და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქებისა და ეკონომიკის სტიმულირებისთვის ამოქმედდა სუბსიდირების პროგრამა თბილისში მდებარე მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ფინანსური დახმარება ობიექტებისთვის განისაზღვრება 5 ათასი ლარით, ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში კი დაფინანსება...
„მრავალეროვანი საქართველო“ საქართველოს პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ საარჩევნო ცვლილებათა შესახებ განცხადებას ავრცელებს.
საერთო-სამოქალაქო მოძრაობის შეფასებით, პოლიტიკური პარტიებისთვის შეზღუდვების შემოღება საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ სტაბილურობას და არ უწყობს ხელს პოლიტიკური პარტიების სათანადოდ წარმოდგენას საარჩევნო კომისიებში.
„მრავალეროვანი საქართველო“ მოუწოდებს ხელისუფლებას, განაგრძოს მუშაობა კანონპროექტის გასაუმჯობესებლად და დასახვეწად.
საერთო-სამოქალაქო მოძრაობა ასევე ყველა ბარიერგადალახულ პოლიტიკურ პარტიას მიმართავს, ჩაერთონ საარჩევნო ცვლილებათა საპარლამენტო განხილვებში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო გარემოს...
გლდანში კონსტანტინე ლესელიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით,
"გლდანის რაიონის გამგეობა გზის კაპიტალურ მოწესრიგებას რამდენიმე ქუჩაზე ახორციელებს. მათ შორის, კონსტანტინე ლესელიძის ქუჩაზე (VI და VIII მიკრორაიონების გამყოფი), სადაც სამუშაოების ფარგლებში, ეწყობა სანიაღვრე ქსელი და 10 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება", - განმარტავენ მერიაში.
მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშოების ფარგლებში, ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, ბორდიურები და LED განათებები დამონტაჟდება.
პროექტისთვის, რომელსაც...
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში საკმაოდ შემცირებულია კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო საზოგადოებას, რომ პირბადის ტარება და შესაბამისად მთავრობის მხრიდან ამის კონტროლი, აუცილებელი ღონისძიება და პრევენციაა, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პირბადის ტარება აუცილებელია და ამ მიმართულებით ყველამ ერთად უნდა იზრუნოს.
„ჩვენ შევამსუბუქეთ შეზღუდვები. ეს ყველა ღონისძიება ემსახურებოდა იმას, რომ მაქსიმალურად სწრაფად აღდგეს...
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტის ასაშენებლად ინვესტორის შესარჩევად უახლოეს დღეებში ტენდერი გამოცხადდება, - ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობა ყოველთვი გამოხატავდა მხარდაჭერას ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის მიმართ. პრემიერმა აღნიშნა, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტმა კონსტიტუციაში შეიტანა ანაკლის ღრმაწყლოვანი პორტი, როგორც განსაკუთრებული პრიორიტეტი.
„არაერთხელ გადავადდა ძირითადი და სხვადასხვა ვალდებულება. მათ შორის ძირითადი ვალდებულება გადავადდა სამჯერ. ასევე მთავრობამ გამოისყიდა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































