გლდანში კონსტანტინე ლესელიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

570

გლდანში კონსტანტინე ლესელიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით,

“გლდანის რაიონის გამგეობა გზის კაპიტალურ მოწესრიგებას რამდენიმე ქუჩაზე ახორციელებს. მათ შორის, კონსტანტინე ლესელიძის ქუჩაზე (VI და VIII მიკრორაიონების გამყოფი), სადაც სამუშაოების ფარგლებში, ეწყობა სანიაღვრე ქსელი და 10 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება”, – განმარტავენ მერიაში.

მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშოების ფარგლებში, ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, ბორდიურები და LED განათებები დამონტაჟდება.

პროექტისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს ,,დინ გრუპი“ ასრულებს, 827 508 ლარია გათვალისწინებული.