მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში საკმაოდ შემცირებულია კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო საზოგადოებას, რომ პირბადის ტარება და შესაბამისად მთავრობის მხრიდან ამის კონტროლი, აუცილებელი ღონისძიება და პრევენციაა, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პირბადის ტარება აუცილებელია და ამ მიმართულებით ყველამ ერთად უნდა იზრუნოს.
„ჩვენ შევამსუბუქეთ შეზღუდვები. ეს ყველა ღონისძიება ემსახურებოდა იმას, რომ მაქსიმალურად სწრაფად აღდგეს და გაიხსნას ეკონიმიკა. მეორეს მხრივ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ გაუარესდება სიტუაცია, იძულებულები გავხდებით, გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ. სწორედ ამის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა ელემენტარული მოთხოვნები დავიცვათ და რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი კონტროლი სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.