დოლიძე: „სამართლიან არჩევნებს“ აქვს რეკომენდაციები, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას ეხება

382

დამატებითი დეტალები გვაინტერესებს ელექტრონულად ხმის მიცემასთან დაკავშირებით, რადგან სანამ არ გვეცოდინება დეტალები, ვერ წარმოვადგენთ ჩვენს რეკომენდაციებს, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მათ აქვთ დამატებითი რეკომენდაციები, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას ეხება.

„ზოგადად, „სამართლიანი არჩევნების“ პოზიციაა, რომ იმისთვის, რათა საარჩევნო რეფორმას ჰქონდეს მაღალი ნდობა და ლეგიტიმაცია საზოგადოებისგან, უნდა იყოს იმ დიალოგის ნაწილი, რომელზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და რომელზეც ჩვენი ევროპელი კოლეგები მოგვიწოდებენ. ვფიქრობთ, რომ თუ ეს რეფორმა იქნება იმ დიალოგის ნაწილი და ვისაუბრებთ სისტემურ საარჩევნო რეფორმაზე, მზად ვართ, რომ უფრო ამბიციური რეკომენდაციები წარვადგინოთ ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.