ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პორტალი - „ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებები“ (European Best Destinations) იმ ქალაქების რეიტინგს აქვეყნებს, რომლებიც ვაქცინირებული მოგზაურებისთვის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს წარმოადგენენ. ამ რეიტინგში (Best Destination for vaccinated travelers 2021) პირველ ადგილს საქართველოს დედაქალაქი იკავებს. თბილისის გარდა, რეიტინგში მოხვდნენ ისეთი ტურისტული მიმართულებები, როგორებიცაა: კოპენჰაგენი, კეფალონია, სევილია, ათენი, სტოკჰოლმი, კანარის კუნძულები, მადეირა, ბათუმი (მე-4 ადგილი) და სხვა. ორგანიზაცია ასევე, აქვეყნებს 2021 წლის...
წინა სტატია შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, სამართალდაცავებმა ნიკა მელიას დაკავების დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან სერვერები „ოფიციალურად ამოიღეს“, - ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა. „სერვერები ოფიციალურად იყო ამოღებული. ეს არ იყო ისე, როგორც გამოვარდნენ და თქვეს - მოიპარეს გაიტაცეს, გამოგლიჯეს და წაიღეს. ეს ოფიციალურად ამოვიღეთ. ვნახეთ, იქ პოლიციის წინააღმდეგ ძალადობა მოხდა. ამოვიღეთ, დავათვალიერეთ ვიდეოფაილები და უკან ვუბრუნებდით. ვუთხარით, წაიღეთ. წერილობითაც მივმართეთ...
თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელთა ნაწილს ხელფასები ეზრდება. აღნიშნული საკრებულოს სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს. თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის, რევაზ სოხაძის თქმით, ხელფასები მხოლოდ რიგით თანამშრომლებს ეზრდებათ და ანაზღაურების ზრდა თანამდებობის პირებისთვის გათვალისწინებული არ არის. „ხელფასები ეზრდება ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების ნაწილს, რომლებიც წლებია მუშაობს. მგონია, რომ მნიშვნელოვანია ეს პროცესი სხვა სამსახურებშიც დაიწყოს, რადგან ეს ადამიანები უდიდეს შრომას...
ახალი, ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობის, ტარიფის ცვლილებას, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებულ ქსელში 1-ელი აპრილიდან ჩაერთვება და 80 თეთრის ნაცვლად, 50 თეთრი იქნება, საკრებულომ მხარი დაუჭირა. აღნიშნულს "საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით დედაქალაქის მთავრობის 2021-2023 წლების სამუშაო პროგრამა" ითვალისწინებს. როგორც „ინტერპრესნიუსს" ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ განუცხადა, გადახდის ინტეგრირებული სქემა კომპანია „სისტრამ" მოამზადა და გულისხმობს, რომ ერთხელ აღებული ბილეთით მგზავრს საათ-ნახევრის განმავლობაში...
რიყის დოქები განმეორებით აუქციონზეც ვერ გაიყიდა. რიყის დოქების გასაყიდად გამოცხადებული ღია ელექტრონული აუქციონი, რომელიც 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, დღეს დასრულდა. აუქციონი ჩაიშალა, რადგან ყიდვის სურვილი არავინ გამოთქვა. ცნობისთვის, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რიყის დოქები, მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობის მიზნით, გასაყიდად ელექტრონულ აუქციონზე 2021 წლის 4 თებერვალს გამოიტანა. პირველ აუქციონთან შედარებით რიყის დოქების საწყისი ღირებულება 71 250 000 ლარამდე შემცირდა. თავდაპირველად, აღნიშნული უძრავი ქონება 2020...
დიდუბის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას სხვადასხვა მისამართზე ახორციელებს. ერთ-ერთი პროექტი დიღმის მასივის პირველი კვარტალის მე-13 და მე-14 კორპუსებთან მიმდინარეობს. კონტრაქტორი კომპანია 2 400 კვ.მ ფართობზე ასფალტის დაზიანებული ფენის დემონტაჟს ახორციელებს და ასფალტის დასაგებად მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს. პროექტის ღირებულება 90 000 ლარს შეადგენს. მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ლევან ჯღარკავა მოადგილესთან, ზურაბ უგულავასთან ერთად გაეცნო. აღნიშნულ მისამართზე დიდუბის გამგეობამ მიწისქვეშა კომუნიკაციები მოაწესრიგა....
წინა სტატია ვარძიის მუზეუმ–ნაკრძალში ელექტრომობილებს მიმდინარე თვეში ჩაიყვანენ, მანამდე ისტორიული კომპლექსის მიმდებარედ ავტოფარეხი მოეწყობა. „ელექტრომობილებს სპეციალური პირობები სჭირდებათ, ამისთვის ვემზადებით, კეთდება ავტოფარეხი, სადაც დამტენი და სამრეცხაო მოეწყობა. მანქანები ჯერ ვერ ჩამოვიყვანეთ, რადგან  ცივი კლიმატის გამო ელემენტები გაფუჭდება“, - განაცხადა ვარძიის მუზეუმ–ნაკრძალის დირექტორმა კახა ზაზაძემ. ორი 16 ადგილიანი ელექტრომობილი ვარძიის კომპლექსის ვიზიტორებს ქვედა ტერასიდან ზედა ბაქანზე გადააადგილებს. მგზავრობის ფასი ორი ლარია.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.15 მარტს კი, საგაკვეთილო პროცესი სკოლებში ჩვეულებრივ განახლდება. შეგახსენებთ, რომ 2020-2021 სასწავლო წელი პირველკლასელებისთვის 27 მაისს, მე-12 კლასელებისთვის 20 მაისს, დანარჩენი კლასებისთვის კი 15 ივნისს დასრულდება.
დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წელს „ერუშეთის ეროვნულ პარკში“ ექვსი თანამშრომელი დასაქმდება, მათ შორის დაინიშნება პარკის დირექტორიც. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. მათივე ცნობით „ერუშეთის ეროვნულ პარკი“ ამ ეტაპზე ჩამოყალიბების პროცესშია. „2021 წელს, დაგეგმილია ექვსი თანამშრომლის დასაქმება, მათ შორის დირექტორის, დაცვის უფროსისა და რეინჯერების. ასევე მიმდინარე წელს იგეგმება ახალი თანამშრომლების გადამზადება და საჭირო ტექნიკით და აღჭურვილობით უზრუნველყოფა. დასრულდება ტერიტორიების მიღება-ჩაბარების პროცესი,...
ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველო“ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელებისათვის ქართულ ენაზე მონაწილეობითი დემოკრატიის სკოლის სასწავლო პროგრამის განხორციელებას იწყებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, მსმენელები შეძლებენ უნარების განვითარებას და მიიღებენ სათანადო ცოდნა-გამოცდილებას, რათა, ერთი მხრივ, ეფექტურად ჩაერთონ პარტიულ პოლიტიკაში, კონკრეტულად კი 2021 ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის და მოახერხონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, ხოლო, მეორე მხრივ, შეძლონ კარიერული სვლა საჯარო სექტორში, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე. „აღნიშნული პროგრამა...
ფოთის მუნიციპალიტეტსა და ევროკავშირს შორის არსებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, ფოთში მოსაცდელი სივრცე მოეწყო, რომელიც მზის პანელებით არის აღჭურვილი. პროექტი – „მოსაცდელი სივრცე – მზის პანელებით“ ა.ა.ი.პ ინოვაციური ტექნოლოგიების მიერ განხორციელდა. „პროექტი მიზნად ისახავს ფოთში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის პოპულარიზაციას და მუნიციპალიტეტს შეუწყობს ხელს, ევროკავშირის ინიციატივის „მერების შეთანხმების“ ფარგლებში ენერგოეფექტურობის მხრივ დასახული მიზნის მიღწევაში“, – ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათივე ცნობით, ფოთში 80...
მრჩება შთაბეჭდილება, რომ 2008 წლიდან დღემდე გელათის სამონასტრო კომპლექსზე გარკვეული ექსპერიმენტი მიმდინარეობს, - ამის შესახებ განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გელათის მონასტერთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე ადეკვატური და კომპეტენტური პასუხის გაცემა მოუწევს. „გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული კითხვები ძეგლთა დაცვის სააგენტოს ეკუთვნის. ჩვენ საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში მათ მუდმივად ვუსვამთ ბევრ მწვავე კითხვას....
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პლენარულ სხდომაზე მომსახურების სააგენტოში დანერგილი სერვისების შესახებ ისაუბრა და დეპუტატებს დაგეგმილი პროექტები გააცნო. მინისტრის თქმით, პანდემიის პირობებში, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული სპეციალურ რეჟიმზე გადავიდა, შენობებში განთავსდა დამცავი მინის ბარიერები და მოეწყო რიგის მაკონტროლებელი ჯებირები. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სააგენტოში ახალი სერვისები დაინერგა. „2020 წლის ოქტომბრიდან, დაინტერესებულ პირებს საშუალება მიეცათ, დისტანციურად, სააგენტოში მოსვლის...
პარტია ლელოს გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ახალი ინვესტორი ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტიციას არ ჩადებს. ასე ეხმაურება იგი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, პორტისთვის ახალი ინვესტორის შერჩევის პროცესის დაწყების შესახებ. ჯაფარიძის თქმით, მსგავსი განცხადებებს ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ პიარისთვის აკეთებენ. "უკვე იყო მცდელობა ინვესტიციის მიტაცების, ექსპროპრიაციის, პლუს, მიმდინარეობს დავა. რა თქმა უნდა, ამ პირობებში, ამ პროექტში ინვესტირებას არანაირი ახალი ინვესტორი არ გააკეთებს. ამ ტიპის განცხადებები,...
რუსთავის მერია
ძველ რუსთავში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება. რუსთავის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია რუსთაველის და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. ასევე, დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება ტროტუარები, მოეწყობა ბორდიურები და სარწყავი სისტემა, განახლდება გარე განათების ქსელი. რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2,4 მილიონი ლარია. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება. როგორც...
აჭარაში წყლის სისტემის განვითარების პროექტისთვის ტენდერი გამოცხადდა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას ევალება ხუთ მუნიციპალიტეტში  წყალმომარაგების მილსადენების რეკონსტრუქცია ყველა სახლის დაერთებებისა და წყალმრიცხეველების ჩათვლით. 15 რეზერვუარის, 10 სათავე ნაგებობის, 5 წყლის გამწმენდი ნაგებობის, 3 სატუმბი სადგურის აშენება და რეაბილიტაცია. სოფლებსა და დაბებში წყლის სისტემის რეაბილიტაცია გერმანიის ფინანსური თანაშრომლობით  KfW-ს პროექტის ფარგლებში იგეგმება. დაინტერესებულ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობა 21 თებერვლის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ