იმერეთის რეგიონში პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაში ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ წყალტუბოში თანამედროვე სტანდარტების კოლეჯი შენდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარამდეა.
„სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში საკმაოდ დაძაბულია. ამიტომ, თუ ეპიდვითარება კიდევ უფრო მეტად გაუარესდა, საკოორდინაციო საბჭო სხვადასხვა გამკაცრებაზე იმსჯელებს.
"ეპიდსიტუაცია საკმაოდ დაძაბულია ქვეყანაში, სულ უფრო და უფრო უარესდება. ახალ შემთხვევათა რაოდენობამ სერიოზულად იმატა, ბოლოს სადღაც 08:00-სთვის გვქონდა 794 ახალი შემთხვევა 25 000 ტესტიდან, მივდივართ იქითკენ, რომ მესამე ტალღა იყოს ქვეყანაში და არ გვინდა ეს იყოს. ამიტომ,...
წინა სტატია
საქართველოს მთავრობის მომდევნო 10-წლიანი სტრატეგია 2021 წლის 31 მაისს უკვე მზად უნდა იყოს. ამის შესახებ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში არის საუბარი.
დოკუმენტის თანახმად, "ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო" შეიქმნა, რომელიც მთავრობის სრული შემადგენლობით არის დაკომპლექტებული. ამავე საბჭოს წევრები იქნებიან სებ-ის პრეზიდენტი, თბილისის მერი და ავტონომიური ერთეულების თავმჯდომარეები.
"განვითარების და რეფორმების საბჭოს მიზანია, არაუგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა,...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ 12 ოჯახს სახლს შეუსყიდის.
აღნიშნულ ოჯახებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებელი ფართის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ეკომიგრანტ ოჯახებ, სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, 25 000 ლარის ფარგლებში, შეუძენს.
მათი ინფორმაციით, 2021 წელს, სააგენტო უსაფრთხო გარემოში 200-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს განასახლებს.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 260-მდე დევნილ ოჯახს გადასცემს.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, ბინების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მიიღო.
სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, დირექტორის მოადგილეები და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად ხვდებიან იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, რომლებსაც საცხოვრებელი ფართების განაწილების პროცესთან...
შემდეგი სტატია
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს შეიქმნა, რომელიც, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის შესაბამისად, ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმას შეიმუშავებს.
ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოს საქართველოს მთავრობის მეთაური უხელმძღვანელებს.
განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრები იქნებიან მინისტრები, დეპუტატები და სხვა ოფიციალური პირები. განვითარების და რეფორმების საბჭო უფლებამოსილია, შექმნას სამუშაო ჯგუფები და ქვეჯგუფები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში,...
დუშეთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტი საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
სამუშაოების მიმდინარეობას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ოთხსართულიანი შენობის მშენებლობა, რომელიც ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
შენობაში განთავსდება მისაღები, ადმინისტრაციის ოთახები, საკონფერენციო დარბაზი, სასადილო, სამრეცხაო, ძიუდოს და კალათბურთის...
"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)" ახალი კვლევის თანახმად, კითხვაზე, „რომელ პარტიას მისცემდით ხმას მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს", გამოკითხულთა 35% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 18% ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობს“ მისცემდა, 3%-მა „ევროპული საქართველო“ დაასახელა, 3%-მა კი - „სტრატეგია აღმაშენებელი“.
გამოკითხულთა 2%-მა „გირჩი მეტი თავისუფლება“ - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დაასახელა, ასევე, გამოკითხულთა 2%-2%-მა დაასახელა:„ლეიბორისტული პარტია“, „მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი“ და „პატრიოტთა ალიანსი“; გამოკითხულთა 1%-მა განაცხადა,...
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 45% რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მხარს უჭერს.
როგორც კვლევაშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურთ, რომ მათ მიერ არჩეულმა პოლიტიკოსებმა განაგრძონ საპარლამენტო საქმიანობა, მოსახლეობის აზრი ორად იყოფა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ: მოქალაქეების 45% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ხოლო 45% ამის წინააღმდეგია.
ამავე კვლევის თანახმად, მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეუთანხმებლობის ფონზე, მოქალაქეების...
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, კითხვაზე, უჭერთ თუ არა მხარს ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას, კატეგორიულად არ ეთანხმება მოქალაქეების 42%, მეტ-ნაკლებად არ ეთანხმება გამოკითხულთა 18%.
ოპოზიციის ბოიკოტირებას გადაჭრით ეთანხმება 15%, მეტ-ნაკლებად ეთანხმება 11%.
კითხვაზე პასუხი არ აქვს/არ იცის გამოკითხულთა 14%-მა.
კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის...
"ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღების მეორე ეტაპი დაიწყო და 28 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, პროგრამა გულისხმობს ე.წ იაფ სახლში იზოლირებული, კეთილმოწყობილი ბინების გადაცემას დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შერჩეული ოჯახებისთვის, 15 წლის განმავლობაში, ბინის თვითღირებულების ქირის სახით დაფარვისა და ბინის საბოლოო გამოსყიდვის უფლებით.
ბათუმის მერის მოადგილის განცხადებით, პირველ ეტაპზე 248 განაცხადიდან, შეირჩა 116. ლელა სურმანიძის განმარტებით, მიმდინარეობს საბოლოო შერჩევის...
ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრები ოჯახები ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. მოქალაქეები დღეს დასახლებაში შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. ამბობენ, რომ წვიმის დროს გზები იტბორება, ბავშვები ეზოში გასვლას ვერ ახერხებენ. მზიან ამინდში კი აუტანელი მტვერია. ამის შესახებ აჭარის მაუწყებელი წერს.
მათივე თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად მერიას და მთავრობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა, მდგომარეობა არ შეცვლილა.
''ცუდი ამინდის დროს გაუსაძლისი მდგომარეობაა, გზასთან ახლოს ვინც ცხოვრობს, ეს ტალახი...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამების ფარგლებში, მარტის თვეში 201 580 ლარის დაფინანსება გასცა. აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა დახმარება 570 ბენეფიციარს გაუწია.
97 020 ლარი, 119 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო. მედიკამენტების შესაძენად 123 ბენეფიციარი 33 506 ლარით დაფინანსდა.
ონკოლოგიური დაავადებების მქონე 35 პაციენტი 24 069 ლარით დაფინანსდა.
სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს მრავალშვილიანმა ოჯახებმა, შშმ პირებმა, ახალდაქორწინებულებმა, ახალშობილებმა და სხვა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში 20-მდე სოციალური პროგრამა...
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ყველა ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოვა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის შერჩევითი პრინციპით ხელმისაწვდომი იქნება.
„რაც შეეხება ჩვენს მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორც იცით, მათთვის ჩვენ ხელმისაწვდომი გავხადეთ ვაქცინაციის პროცესი და რა თქმა უნდა, ყველა ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოვა, მათთვისაც შერჩევითი პრინციპით იქნება ხელმისაწვდომი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე: „გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა კიდევ ვერ ახერხებს კარანტინის გარეშე გადმოსვლას...
ხარაგაულის თვითმმართველობამ ძირულას ხეობის სოფლების მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურების თანადაფინანსებისთვის ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას "ჩემი ხარაგაული" ავრცელებს.
ტენდერი 7 200 ლარზეა გამოცხადებული. წინადადებების მიღება 10 აპრილს დაიწყება და 12 აპრილს დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მგზავრები ხევიდან ხარაგაულის მიმართულებით კვირაში ორჯერ უნდა გადაიყვანოს.
ორშაბათსა და ოთხშაბათს ტრანსპორტი ნადაბურიდან 07:30 საათზე უნდა გამოვიდეს, ხარაგაულიდან ხევის მიმართულებით 13:00 საათზე დაბრუნდეს.
მგზავრობის ღირებულება 1 ლარი იქნება, ხოლო შიდა გადაადგილება...
ახალგაზრდობის სააგენტომ მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის რეფორმა მე–13 მუნიციპალიტეტში, ყვარელში დაიწყო, რაც ადგილზე ახლაგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას გულისხმობს.
ყვარელი 30 მუნიციპალიტეტიდან ერთ–ერთია, რომელშიც სააგენტომ „მუნიციპალური ახლაგაზრდული პოლიტიკის რეფორმა” დაიწყო. რეფორმის ფარგლებში, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მერიის თანმშრომლობით, ადგილზე “ახალგაზრდების გამოწვევების, საჭიროებების, რესურსებისა და ინტერესების” კვლევა ჩატარდება, როგორც თვისებრივი ისე რაოდენბორივი მეთოდოლოგიით. აღნიშულ კვლევას დაეფუძნება, ადგილზე ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა. ხოლო, მუნიციპალიტეტებში...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































