გამყრელიძე: თუ ეპიდსიტუაცია უფრო გაუარესდა, საბჭო სხვადასხვა გამკაცრებაზე იმსჯელებს

739

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში საკმაოდ დაძაბულია. ამიტომ, თუ ეპიდვითარება კიდევ უფრო მეტად გაუარესდა, საკოორდინაციო საბჭო სხვადასხვა გამკაცრებაზე იმსჯელებს.

“ეპიდსიტუაცია საკმაოდ დაძაბულია ქვეყანაში, სულ უფრო და უფრო უარესდება. ახალ შემთხვევათა რაოდენობამ სერიოზულად იმატა, ბოლოს სადღაც 08:00-სთვის გვქონდა 794 ახალი შემთხვევა 25 000 ტესტიდან, მივდივართ იქითკენ, რომ მესამე ტალღა იყოს ქვეყანაში და არ გვინდა ეს იყოს. ამიტომ, ყველამ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები, რომ როგორმე თავი ავარიდოთ მესამე ტალღას. ყველა ეპიდაფეთქების, ე.წ. კლასტერების წყარო დიდი თავშეყრებია.

თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდა კიდევ უფრო მეტად, მაშინ საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს სხვადასხვა გამკაცრებაზე”, — განაცხადა გამყრელიძემ იმედთან.