დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით იძულებით გადაადგილებულ პირებს ხელსაწყოებსა და ტექნიკას გადასცემს. სააგენტოს ინფორმაციით, საგრანტო პროგრამაში მონაწილეობისთვის დევნილებსა და ეკომიგრანტებს პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა წარმოედგინათ. იძულებით გადაადგილებულმა პირებმა 2000 ლარის ღირებულების სახელობო იარაღები, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ თავად შეარჩიეს. ამ ეტაპზე, კომისიამ, წინასწარ დადგენილ კრიტერიუმების შესაბამისად, 51 გამარჯვებული გამოავლინა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მოქალაქეებს, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს, მეორე ეტაპისთვის დარეგისტრირება თავიდან მოუწევთ. გაბუნიას განმატებით, ქვეყანა „ასტრაზენეკასა“ და ფაიზერის“ დამატებით დოზებს აპრილსა და ივნისში ელოდება. „ვაქცინაციის მეორე ეტაპი მოქალაქეებს ყველაზე ადრე 15 მაისს უწევთ. „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, 2 კვირა უნდა გავიდეს, 15 მარტს დაიწყო ვაქცინაციის პროცესი. ხელახალი რეგისტრაცია იქნება საჭირო, რადგან მოქალაქემ რიგი თავისი სურვილის მიხედვით უნდა ამოარჩიოს და...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადადის. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რისკების თავიდან აცილების მიზნით, პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის, მიუხედავად იმისა, რომ ის „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია. "აღნიშნული პროცესის პარალელურად, პრეზიდენტი PCR ტესტს არსებული პროტოკოლის შესაბამისად იკეთებს", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში პრემიერთან კონტაქტის გამო გადავიდა. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, გეგმური ტესტირების შედეგად, კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა.
ახალი რეგულაციები ბათუმში გარევაჭრობისთვის. განისაზღვრა სავაჭრო დახლებისა და ტროტუარის ან სხვა საზოგადოებრივი სივრცის ტერიტორიაზე სარეალიზაციო ნივთების განთავსების დასაშვები პარამეტრებიც. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.  1 მაისიდან კვების ობიექტებს ღია სივრცეში სერვისზე გადასახდელიც ინდივიდუალურად განესაზღვრება. გარევაჭრობის ადგილების განსაზღვრისას მერიამ უნდა გაითვალისწინოს: „ქალაქის განვითარების ინტერესები; მოსახლეობის სიმჭიდროვე; სატრანსპორტო ნაკადი; საზოგადოებრივი სივრცეების გამტარუნარიანობა; საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება; საგზაო მოძრაობის წესები; ეკოლოგიური მდგომარეობა; საზოგადოების სხვა ინტერესები. საკრებულოს...
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში დასაქმებული თანამშრომლების და შრომის ანაზღაურების ხარჯების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. როგორც კვლევაშია აღნიშნული, 35 მუნიციპალიტეტის მონაცემების მიხედვით, მათ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა ყოველწლიურად დაახლოებით 5%-ით იზრდება. კვლევის თანახმად, შესწავლილი მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების სახელფასო ფონდების საერთო მოცულობა ყოველწლიურად დაახლოებით 14%-ით იზრდება. „ცაგერის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში დასაქმებულია 1,000 მდე თანამშრომელი, მაშინ როდესაც მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მხოლოდ 8,800 პირს შეადგენს. 2020...
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ „აჭარის სატყეო სააგენტოს“ ხულოს სატყეო ადმინისტრაციის თანამშრომელი და ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნულმა პირებმა, ხე-ტყის ჭრის კანონიერების დამადასტურებელი მონაცემების გადაცემის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 1 280 ლარი, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება“ , - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის...
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, კლინიკებისთვის ტარიფების ახალი ნაკრები ივნისის თვისთვის განისაზღვრება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ამ ეტაპზე განსაკუთრებით აქტიური მუშაობა ტარიფების თვალსაზრისით ოფთალმოლოგიისა და ნეიროქირურგიის მიმართულებით მიდის და გრძელდება კონსულტაციები კლინიკებთან. „კლინიკების ტარიფებთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს, პროცესი არის ძალიან ინტენსიური, რამდენიმე ძირითადი მიმართულებით მიდის მუშაობა. კლინიკებთან კონსულტაციები გრძელდება. მე ვფიქრობ, სადღაც ივნისისთვის დამატებით უკვე ნაკრები ტარიფების...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტროტუარებზე ფილების გამოცვლა ცენტრალური გამზირიდან დაიწყო. სამუშაოებისთვის 837 000 ლარია გათვალისწინებული. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. სამუშაოები განხორციელდება შემდეგ მონაკვეთებზე: სტალინის გამზირზე დასავლეთით - ამილახვრის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთზე, ხოლო აღმოსავლეთით ჭავჭავაძის გამზირიდან კოსტავას ქუჩამდე მონაკვეთზე; ჭავჭავაძის გამზირზე ჩრდილოეთით - გელდიაშვილის ქუჩიდან წერეთლის ქუჩამდე მონაკვეთზე, ხოლო სამხრეთით - სტალინის გამზირიდან რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთზე. პროექტის მიხედვით, მოეწყობა ბეტონის ფილები, ბაზალტის ბორდიურები,...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის საკითხთა შემსწავლელი კომისია, პირველ სხდომაზე შეიკრიბა და ექვსი განცხადების დაკმაყოფილების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ზუგდიდში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ, სხვადასხვა პათოლოგიის მქონე ბავშვებს ფიზიკურ-გამაჯანსაღებელ წყლის თერაპიას წელს პირველად დაუფინანსებენ. „ორი ოჯახი ჩაერთო სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვის მატერიალური დახმარების ქვეპროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი (შშმ, სსმ,...
„კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების სამ სოფელში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოქმედებს. ოზურგეთის სოფელ შრომაში, ასევე, ლანჩხუთის სოფლებში, ჭყონაგორასა და ჩოჩხათში, შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი, საჭიროების შემთხვევაში კი ტესტირებაც. აღნიშნულ სოფლებში მოქალაქეთა შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არც სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები არ წესდება. „რამდენიმე ადგილზე განთავსებულია საკონტროლო პუნქტი. მიმდინარეობს თერმოსკრინინგი. ასევე, მიმდინარეობს კარდაკარის პრინციპით...
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის ბექა ფერაძის ინფორმაციით, სახლებისა და სხვა სივრცეების ღონისძიებისთვის გაქირავება იკრძალება. ამის შესახებ მან საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა. მისი თქმით, ცვლილებების თანახმად, ფართის იჯარით გაცემისას გამქირავებელი ვალდებული იქნება, დამქირავებელს ხელშეკრულებაში ჩაუდოს პირობა, რომ აღნიშნული ფართის გამოყენება არ უნდა მოხდეს სოციალური ღონისძიების გამართვის მიზნით. მისივე თქმით, მსგავსი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, თუ გამქირავებლისთვის ცნობილი გახდება, რომ დამქირავებელი ფართს სოციალური ღონისძიების გასამართად იყენებს, ის...
წინა სტატია ქუთაისის მერია,  ჟურნალისტს ბუბა ჩივაძეს, რომელიც გუშინ ადმინისტრაციულ შენობაში დააკავეს, მერის კაბინეტში შეჭრაში ადანაშაულებს. მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჟურნალისტი არ დაემორჩილა მერიის თანამშრომლის გაფრთხილებას საშვის ამოწერის შესახებ და წინააღმდეგობა გაუწია დაცვის პოლიციას. "მერიის შენობის მოქალაქეთა მისაღებში შემოსულ ჟურნალისტ ბუბა ჩივაძეს საშვის გაცემაზე უფლებამოსილმა პირმა სთხოვა ამოეწერა საშვი, რის შემდეგაც მიეცემოდა შენობაში გადაადგილების უფლება. ის არაერთხელ იქნა გაფრთხილებული საშვის ამოწერის აუცილებლობის...
video
ქალაქ გურჯაანში კულტურის ცენტრის წინ მდებარე სკვერის გამწვანება დაიწყო. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. ამჟამად თანამშრომლები ბაღში ყვავილების დასარგავად ნიადაგს ამზადებენ და სპეციალურ მიწას ყრიან, რათა ნერგებმა ადვილად გაიხაროს. დირექტორის ინფორმაციით, დაგეგმილია როგორც ერთწლიანი, ასევე მრავალწლიანი და მარადმწვანე მცენარეების დარგვა. უკვე მოწყობილია სარწყავი სისტემა. გამწვანების მიზანი ქალაქ გურჯაანის გალამაზებაა. შეგახსენებთ, რომ კულტურის ცენტრის წინ ბაღი პირველად შარშან გამწვანდა.
საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, გეგმური ტესტირების შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, პრემიერმინისტრი თავს კარგად გრძნობს, იგი თვითიზილაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.
შპს გრანდ ემსა და გორის მერიას შორის სასამართლო დავა დასრულდა, გადაწყვეტილება 28 აპრილს გამოცხადდება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. საქმე ეხება გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონს, რომელიც შპს-ს დირექტორის, მიხეილ ლურსმანაშვილის თქმით, 2010 წელს სახელმწიფომ ჩამოართვა. ამჟამად სასამართლოში მოპასუხე მხარე, როგორც სამართალმემკვიდრე გორის მერიაა. უწყებას პირდაპირი შესყიდვის წესით, იურიდიული მომსახურების შეძენა სურს, რისთვისაც 4900 ლარი აქვს გათვალისწინებული. ხელშეკრულების მიხედვით, შემსყიდველი ვალდებულია  მომსახურების ღირებულება აანაზღაუროს შპს...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 600 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს. საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, განაცხადი 6000-ზე მეტ დევნილ ოჯახს აქვს შევსებული. გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიენიჭა. სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში დევნილ ოჯახებს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა ეძლევათ. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, წინასწარი ქულები გადაფასდება, რის შემდგომაც განახლებული სია გამოქვეყნდება. ბინების რაოდენობისა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ