თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, 51 იძულებით გადაადგილებულ პირს გრანტი გადაეცემა

525

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით იძულებით გადაადგილებულ პირებს ხელსაწყოებსა და ტექნიკას გადასცემს.

სააგენტოს ინფორმაციით, საგრანტო პროგრამაში მონაწილეობისთვის დევნილებსა და ეკომიგრანტებს პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა წარმოედგინათ. იძულებით გადაადგილებულმა პირებმა 2000 ლარის ღირებულების სახელობო იარაღები, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ თავად შეარჩიეს.

ამ ეტაპზე, კომისიამ, წინასწარ დადგენილ კრიტერიუმების შესაბამისად, 51 გამარჯვებული გამოავლინა.