გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტროტუარებზე ფილების გამოცვლა ცენტრალური გამზირიდან დაიწყო. სამუშაოებისთვის 837 000 ლარია გათვალისწინებული. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
სამუშაოები განხორციელდება შემდეგ მონაკვეთებზე:
სტალინის გამზირზე დასავლეთით – ამილახვრის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთზე, ხოლო აღმოსავლეთით ჭავჭავაძის გამზირიდან კოსტავას ქუჩამდე მონაკვეთზე;
ჭავჭავაძის გამზირზე ჩრდილოეთით – გელდიაშვილის ქუჩიდან წერეთლის ქუჩამდე მონაკვეთზე, ხოლო სამხრეთით – სტალინის გამზირიდან რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთზე.
პროექტის მიხედვით, მოეწყობა ბეტონის ფილები, ბაზალტის ბორდიურები, გარკვეულ მონაკვეთებზე საჭიროების გათვალისწინებით მოაჯირები.
ტროტუარების სარეაბილიტაციო მონაკვეთების საერთო ფართობი 8184,75 მ2. სამუშაოები 4 თვეში უნდა დასრულდეს.