კასპის მუნიციპალიტეტში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა მკვეთრად მატების გამო, პოლიციის სამი საგუშაგო მოეწყო, ბოლო 24 საათში მხოლოდ შვიდი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ კასპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ნონიაშვილმა განაცხადა.
"სტაბილური მდგომარეობა ნარჩუნდება. ბოლო 24 საათში გაიტესტა 106 პირი, აქედან სულ შვიდი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. აღნიშნული შემთხვევებიდან, ორი ქვემო ჭალა-იგოეთი კლასტერიდანაა. ვაგრძელებთ დაკვირვებას, გრძელდება პოლიციის პუნქტებზე თერმოსკრინინგი.
სოფლებში, სადაც ინფიცირების...
ბევრი სიახლე გვაქვს, გასულ წელს, პანდემიის პირობებში, შიდა ტურიზმმა კარგად აჩვენა საკუთარი თავი და ვფიქრობთ, რომ წელს კიდევ უფრო მეტი აქტივობა იქნება. ბუნებრივია, ყველგან დაცული იქნება ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები, - ამის შესახებ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნუგზარ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძის განცხადებით, რეგიონში სამი ახალი ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი იხსნება.
"შიდა ქართლში ტურისტული სეზონი ოფიციალურად მაისიდან გაიხსნება, ამ პერიოდისთვის, ყველა ის ობიექტი,...
კახა კალაძე თბილისის ცენტრალური პარკის მშენებლობის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება. თბილისის მერის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში მიზანმიმართულად მიმდინარეობს პროექტთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელება, თითქოს ტერიტორიაზე ეწყობა სივრცეები რესტორნებისთვის და „პარკის ჩაბეტონება“ მიმდინარეობს.
„კონცეფცია მიმართულია იმისკენ, რომ ისე დაიყოს ეს კონკრეტული დიდი სივრცე, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს დასვენების, გართობის შესაძლებლობა. ამ წუთში მიმდინარეობს პროექტის დეტალებზე მუშაობა, ჯერ დასრულებული არ არის. არ...
ავტორი: ეკატერინე ბასილაია
12 აპრილს მცხეთაში ამხანაგობა "აქოლისის” მიერ წარმოდგენილი ქალაქ მცხეთის განვითარების კონცეფციის საჯარო განხილვა უნდა გაიმართოს. წლებია, გენგეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს და ამ ხნის განმავლობაში ქალაქში მორატორიუმი მოქმედებს, რის გამოც გაჩერებულია ქალაქი, ეს კი ადგილობრივებში დიდ პროტესტს იწვევს. მცხეთის მერი ამბობს, რომ ეს არ არის ქალაქის განვითარების სამომავლო გეგმა, ეს უფრო სამომავლო ბიზნესგეგმაა და, თუ კონცეფციაში არაფერი შეიცვლება, საკრებულო...
4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც მთელს მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც უარესდება.
აღინიშნა, რომ ქვეყანაში დაფიქსირებული შემთხვევების მატების დინამიკა საყურადღებოა და როგორც ხელისუფლების,...
"ქართული ოცნების" კიდევ ერთ დეპუტატს, ნოდარ ტურძელაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ტურძელაძე ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
"მეგობრებო, მიუხედავად ერთწლიანი სიფრთხილისა და რეგულაციების მკაცრი დაცვისა, გუშინ ჩემთვის გაკეთებული PCR ტესტის პასუხი დადებითია. ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ და იზოლაციაში ვაგრძელებ მკურნალობას", - წერს ვაკის მაჟორიტარი.
სკოლების დისტანციურ სწავლაზე გადასვლა დამოკიდებულია ყოველდღიურ სტატისტიკურ მონაცემებზე, თუ დინამიკაში გაიზრდება, ან შემცირდება, საკოორდინაციო საბჭო ამის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.
დგებუაძემ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ყველა რეგულაციის დაცვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა თითოეულმა მოქალაქემ უნდა გამოიჩინოს.
„განათლების სამინისტრო ყოველდღიურად აკეთებს განცხადებას კოვიდ სიტუაციასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, დავიცვათ...
თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, დღეს ივერთუბანში, 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა არმიის მიერ მშვიდობიანი მიტინგის დარბევის შედეგად დაღუპული გმირის, თამუნა დოლიძის სახელობის ქუჩა გაიხსნა.
თბილისის საკრებულოს ცნობით, ქუჩის გახსნას კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ამაშუკელი, საქართველოს პარლამენტის წევრი რიმა ბერაძე, ასევე თამუნა დოლიძის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.
მიხეილ ამაშუკელმა 9 აპრილის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა იმ ადამიანის ღვაწლი, ვინც...
ჟურნალისტებისთვის ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გადაადგილება სატელეფონო ზარზე იქნება დამოკიდებული. მედიის წარმომადგენელმა შენობაში შესვლა პრესსამსახურს უნდა შეუთანხმოს. მანამდე იმავე პრესსამსახურის თანამშრომელს უნდა განუმარტოს ვიზიტის მიზეზი, დაუსახელოს რესპონდენტის ვინაობა, რომელთან ინტერვიუც წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული და ამოიწეროს ელექტრონული საშვი. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
ჟურნალისტი, რომლის საქმიანობაშიც გადამწყვეტია ინფორმაციის ოპერატიულად მიღება, შენობაში შესვლას მხოლოდ ამ პროცედურის გავლის და შესაბამისი ნებართვის მიღების შემთხვევაში...
ქუთაისში მცხოვრები ფიზიკური პირები დასუფთავების მოსაკრებელს არ გადაიხდიან.
მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მოსაკრებელის შეღავათი მოსახლეობის დახმარების მიზნით დაწესდა.
მათივე ცნობით, ვისაც უკვე გადახდილი აქვთ, 2021 წლის დეკემბრის, იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეების დასუფთავების მოსაკრებელი, გადახდილი თანხა პირად სააბონენტო ბარათზე აესახებათ.
"დეკემბრის, იანვრის, თებერვლის და მარტის თვეების დასუფთავების გადასახადი ქუთაისის მოსახლეობას ჩამოეწერება. ამის შესახებ სულ მალე მიიღებს ქალაქის საკრებულო შესაბამის დადგენილებას. მათ, ვინც...
ხაშურის სოფელ ქემფერში სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, სამუშაოები 2022 წელს დასრულდება.
ახალი საჯარო სკოლა 84 მოსწავლეზე იქნება გათვლილი. მოეწყობა 7 საკლასო ოთახი 2 ცვლისთვის.
დაპროექტებულია 20 მოსწავლეზე გათვლილი ლაბორატორიული ოთახი, რომელიც ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. პროექტით ასევე გათვალისწინებულია ბუფეტი, ბიბლიოთეკა, სამასწავლებლო და ადმინისტრაციული პერსონალის სათავსები.
ამჟამინდელი სკოლა 1979 წელს აშენდა. სწავლობს 39 ბავშვი. სკოლის რეალიბილიტაციისთვის 1,8...
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლები: ზემო და ქვემო თელეთი, წალასყური, მუხრანთელეთი, ახალწყალი და კუმისი მიმდინარე წლის ბოლოს 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წყალსადენის მშენებლობის პროცესს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, გუბერნატორის მოადგილე ზვიად ჭუნაშვილი და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.
სამშენებლო სამუშაოებს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, შპს „ბილდინგ დეველოპერი“ ახორციელებს.
წყალსადენის მშენებლობის დასრულების შემდეგ 10...
7 აპრილს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 10 აპრილის 00:00 საათიდან, 11 აპრილის 00:00 საათამდე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვება. განკარგულებას ხელს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.
შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს, საოკუპაციო ხაზთან, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდინარე ენგურმა 4 ცხედარი გამორიყა. გარდაცვლილების ნათესავების ინფორმაციით, გალის მკვიდრები...
საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებებისა (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.) და მასობრივი გასართობი ღონისძიების გამართვის მიზნით ფართის გადაცემა/დათმობა იკრძალება, - შესაბამისი ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა.
ინფორმაცია საზოგადოებას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ დღეს ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა. მისი თქმით, დადგენილება ფართის მფლობელს ავალდებულებს, მიიღოს ყველა გონივრული ზომა, მათ...
მთავრობამ სასოფლო-სამეურნეოს მიწის რესურსების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება მიიღო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული დადგენილება ითვალისწინებს მიწის ბალანსის შედგენას, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვას და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას.
მონაცემთა ერთიან ბაზაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიხედვით მოხდება, სადაც აღირიცხება მათი საკადასტრო მონაცემებიც.
დადგენილების თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის...
თბილისის მერმა კახა კალაძემ მის მოადგილესა და „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებელთან ერთად, რომელიც ვაშლიჯვარში გააქტიურებულ მეწყრულ ზონაში საინჟინრო სამუშაოებს ახორციელებს, აღნიშნული ტერიტორია და იქ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
კახა კალაძემ დაინტერესებულ სპეციალისტებს, რომელებიც მეწყრული პროცესების შესწავლისა და მათი მართვის პროცესში ჩართულობის სურვილს გამოთქვამენ, თანამშრომლობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ არეულობას ფერდობზე ვერ დაუშვებს.
„არავის წინააღმდეგ არ გამოვდივართ. როდესაც იტყუები, მოსახლეობა შეგყავს შეცდომაში და...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































