რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტების და მოძრაობის სქემას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
მარშრუტი #1
გასვლა -მშენებელთა ქუჩა–ფიროსმანის ქუჩა-კოსტავას გამზირი-მეგობრობის გამზირი-შარტავას გამზირი-ლეონიძის ქუჩა-თოდრიას ქუჩა;
დაბრუნება-კლდიაშვილის ქუჩა-მეგობრობის გამზირი-კოსტავას გამზირი-ფიროსმანის ქუჩა-მშენებელთა ქუჩა;
მარშრუტი #2
გასვლა – რუსთაველის ქუჩა-კოსტავას გამზირი-მეგობრობის გამზირი-თოდრიას ქუჩა-მესხიშვილის ქუჩა-აღმაშენებლის გამზირი-ქუთაისის ქუჩა-შარტავას გამზირი;
დაბრუნება - მეგობრობის გამზირი-კოსტავას გამზირი-გაგარინის ქუჩა-დავით გარეჯის ქუჩა-ბალანჩივაძის ქუჩა;
მარშრუტი #3
გასვლა -შარტავას გამზირი-მეგობრობის გამზირი-კოსტავას გამზირი (მეტალურგიული ქარხნის სამმართველო)-რუსთაველის ქუჩა (რკინიგზის სადგური);
დაბრუნება -კოსტავას გამზირი-მეგობრობის...
2 წლის წინ მთავრობის მიერ დაანონსებული სპორტული კომპლექსის მშენებლობა ბენდელიანის ქუჩაზე მაისში დაიწყება. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ჩინურმა კომპანიამ „ნანთონ სანძიენ ჯორჯიამ“ გაიმარჯვა.
როგორც „ლაივპრესს“ კომპანიის წარმომადგენელმა დავით ცირდავამ განუცხადა, ტენდერი გასული წლის სექტემბრის ბოლოს დასრულდა, თუმცა გარკვეული დრო დასჭირდა პროექტის დამფინანსებელ, „აზიის განვითარების ბანკთან“ დეტალების დაზუსტებას. მათ შორის...
სამოქალაქო მოძრაობამ "სამეგრელოს ხმა" სარჩელი შეიტანა ზუგდიდის მერიის წინააღმდეგ. საქმე ეხება ენგრუ-ქაღალდ კომბინატში ცემენტის ქარხნის მშენებლობას. მოძრაობის ხელმძღვანელ თენგიზ ჯგუშიას თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გააუქმა შარშანდელი განკარგულება საწარმოს დემონტაჟის, რაც არასწორია. თავის დროზე კი, როგორც განმარტა, მერიას არაფერი მოუმოქმედებია, გარდა 4 ათას ლარიანი ჯარიმისა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
"შარშან უნდა შესულიყო საწარმო ექსპლუატაციაში, და ეს რომ შეჩერებულია, მოსახლეობის დამსახურებაა. მერიას ამ...
22 აპრილს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, რამდენიმე სოფლის დეპუტატის მხრიდან, სერიოზული დავა მოჰყვა სოფლის მხარდამჭერ პროგრამაზე საუბარს. ამის შესახებ გურიანიუსი წერს.
საკითხის ირგვლივ ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელმა გოჩა აბაშმაძემ ისაუბრა.
რამდენიმე სოფლის დეპუტატმა (ნატანები, გურიანთა, დვაბზუ) განაცხადა, რომ მათ სოფელში ხალხს სულ სხვა მოთხოვნები ჰქონდა და აქ პრიორიტეტების გვერდის ავლით არის დაფიქსირებული, რა უნდა გაკეთდეს.
-იქნებ, გამაგებინოთ. დვაბზუში დავიბადე და იქ საექიმო ამბულატორია არ არის...
„ახალგაზრდების ჩართულობის გააქტიურება და სოციალური ინტეგრაციის გაძლიერება“ - ამ სახელწოდებით გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა.
„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ ცნობით, „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“, CISU-სა და დანიის ახალგაზრდული წითელი ჯვრის მხარდაჭერით 2019 წლიდან ახორციელებს პროექტს “ახალგაზრდების ჩართულობის გააქტიურება და სოციალური ინტეგრაციის გაძლიერება”.
„პროექტის მიზანია ოთხ სამიზნე მუნიციპალიტეტში, კერძოდ, დმანისში, ბოლნისში, მარნეულისა და საგარეჯოში ახალგაზრდების მობილიზება და მათი ჩართულობის წახალისება, როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესში,...
ბათუმში, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, თამარ მეფის გამზირის მესამე შესახვევში ახალი სპორტული მოედანი ეწყობა. პარალელურად, დაგეგმილია კიდევ ერთი სპორტული მოედნის რეკონსტრუქცია. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
ბათუმის ვიცე-მერის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითრება პრიორიტეტულია.
„მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას. ასევე, მოსახლეობის საჭიროებისა და შემოსული განცხადებების გათვალისწინებით, აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში ვახორციელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის, სანიაღვრე სისტემებისა...
გონიოში მიწის დაკანონების მოთხოვნით გამართულ აქციაზე, მოქალაქეებმა გონიო-ბათუმის დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზა პროტესტის ნიშნად გადაკეტეს. ისინი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორშაბათამდე ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კარვების გაშლით იმუქრებიან.
აქციის მონაწილეების თქმით, 2008 წელს გონიოს ციხის მიმდებარედ მიწის ნაკვეთები დაურეგისტრირდათ, თუმცა მალევე ჩამოართვეს. მათი თქმით, მოქალაქეების ნაწილმა მიწის ნაკვეთები სასამართლოს გზით დაირეგისტრირა, ნაწილი კი დღემდე იბრძვის.
"ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ამ საკითხზე...
თბილისის მერიის ინიციატივით, საქართველო ევროკავშირის ქსელში - Eurodesk გაწევრიანდა. გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც მიმდინარე წლის 22 აპრილს გაიმართა, 32 დამსწრე ქვეყნიდან ერთხმად დაუჭირა მხარი ქსელში საქართველოს გაწევრიანებს, რომელსაც თბილისის მერია წარმოადგენს.
საქართველოში Eurodesk-ის ეროვნული კოორდინატორის პოზიციაზე თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი, გოგი ჩიქოვანი აირჩიეს.
,,Eurodesk-ი საქმიანობას წარმართავს 35 ქვეყანაში წარმოდგენილი ეროვნული ოფისებისა...
ხობის მუნიციპალიტეტში დამშრობ სისტემას რეაბილიტაცია უტარდება. სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები ჭალადიდის დამშრობ მასივზე მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას შპს „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სოფელ ქვალონში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან ჯამში 7,5 კმ სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის შემკრები და კოლექტორული არხები იწმინდება. ჩატარებული სამუშაოები მუნიციპალიტეტში 100 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს. დამშრობ ქსელზე მიმდინარე სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს ივნისში დასრულდება.
,,გარემოს...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსიის პრევენციის მიზნით ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ განიხილება. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ახლა, მთავარია არსებული შეზღუდვების შესრულება.
„პანდემიიდან გამომდინარე ეკონომიკა ბევრგან გაჩერებულია. მდიდარი ქვეყნები უძლებენ, ჩვენთან რთულია. ამიტომ, ახლა, ჩვენ „დანის პირზე გავდივართ“. არც ეკონომიკა უნდა დავკეტოთ სრულად, როგორც შარშან, თუმცა გაზაფხულზე კარგად ვმართეთ ყველაფერი, მეორე მხრივ - ვაქცინაცია უნდა გავააქტიუროთ. ამიტომ, დამატებით შეზღუდვებზე ამ...
პრიორიტეტების ჩამონათვალში გორის მოსახლეობა ნომერ პირველ პრობლემად მიუსაფარი ცხოველები საკითხ აყენებს.
კვლევა პროექტის „გორის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პრიორიტეტების კვლევა“ ფარგლებში განხორციელდა.
კვლევის მიხედვით მიუსაფარი ძაღლების პრობლემა გამოკითხულთა 14%-ს აწუხებს.
აღნიშნულ კვლევაში 800 მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, სადაც დანაჩენ პრიორიტეტებად ინფრასტრუქტურული პროექტებია აქტუალური.
ბორჯომში, რუსთაველის ქუჩის სანაპიროზე სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. ბულვარის სიგრძე 2076 მეტრი იქნება.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, სკვერის ტერიტორიაზე ჩატარდება დემონტაჟის სამუშაოები, ტერიტორიაზე განთავსდება გარე-განათება, მოეწყობა ფეხით სავალი ბილიკები და ველობილიკი, ტერიტორიაზე განთავსდება საბაღე სკამები, საბავშვო ატრაქციონები, სასმელი წყლის ბიუვეტი და ასევე, სკვერი გამწვანდება.
„დაგეგმილ სამუშაოებს ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი, ქალაქ ბორჯომში მერის წარმომადგენელი ნანა ჭალიძე, ინფრასტრუქტურის განვითარების...
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ვიზიტორთა მიღება განახლდა. ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელი ზაზა რამინაშვილის თქმით, ვიზიტორთა მიღება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
"დღეს დავიწყეთ ვიზიტორთა მიღება, მალე აეროპორტიც უფრი დატვირთული იქნება, უცხოელი ტურისტებიც მოვლენ და ქართველებიც''-, ამბობს ზაზა რამინაშვილი.
ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელის თქმით, ზაფხულის სეზონზე ვიზიტორთა მიღების საათები გახანგრძლივდება 20:00 საათამდე.
ეპიდემიური ვითარებიდან გამდინარე ქუთაისის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის თითქმის...
მარნეულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის სათემო ცენტრებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას სოფელ წითელსოფლის სათემო ცენტრის ხელმძღვანელმა არამ აკოფიანმა განაცხადა, რომ სოფელ ალგეთის სათემო ცენტრთან მემორანდუმის გაფორმების მიზეზი ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა და ორი სოფლის მოსახლეობის დაახლოებაა.
„მემორანდუმი გაფორმდა შარშან ზაფხულში, მაგრამ შემდეგ კორონავირუსის პანდემია დაიწყო და ვერაფრის გაკეთება მოვასწარით. მემორანდუმი გულისხმობს თანამშრომლობას, საერთო პროექტების დაწერას. სოფელ ალგეთის და ჩვენი ცენტრიც...
6-8 მაისს, სასწავლო ცენტრი „Lingua”-ს ორგანიზებით მარნეულში სამდღიანი ბიზნეს კვირეული “მეცფესტი” ჩატარდება. პროექტის მიზანია ადგილობრივი მეწარმეებისა და მეწარმეობით დაინტერესებული პირების მხარდაჭერა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
სტარტაპკვირეულის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ქვეყანაში არსებული საგრანტო და ბიზნეს აქსელერაციის პროგრამებისა და შესაძლებლობების შესახებ. ჩატარდება სხვადასხვა თემატიკის შეხვედრები, მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ადგილობრივ და ქვეყნის მასშტაბით წარმატებულ სტარტაპერებსა და მეწარმეებს, ასევე მიიღონ...
22 აპრილს, მარნეულში ამერიკული კუთხე გახსნა. ამერიკული კუთხე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა გახსნა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
„უაღრესად მოხარული ვარ, რომ დღეს აქ მარნეულში გავხსენით ამერიკული კუთხე. ეს არის მეცხრე ამერიკული კუთხე საქართველოში. რა თქმა უნდა, თითოეული მათგანი წარმოადგენს ძალიან მჭიდრო და გრძელვადიან თანამშრომლობას ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან. ძალინ მოხარული ვარ, რომ მარნეულმა გამოიჩინა მზაობა და ერთგულება იმისთვის,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































