ხობის მუნიციპალიტეტში დამშრობ სისტემას რეაბილიტაცია უტარდება

366

ხობის მუნიციპალიტეტში დამშრობ სისტემას რეაბილიტაცია უტარდება. სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები ჭალადიდის დამშრობ მასივზე მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას შპს „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სოფელ ქვალონში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან ჯამში 7,5 კმ სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის შემკრები და კოლექტორული არხები იწმინდება. ჩატარებული სამუშაოები მუნიციპალიტეტში 100 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს. დამშრობ ქსელზე მიმდინარე სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს ივნისში დასრულდება.

,,გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.