ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე „კომენდანტის საათის“ მოხსნის სანაცვლოდ გარკვეულ პირობას აყენებს.
როგორც ტიკარაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ის არ თვლის, რომ მხოლოდ "კომენდანტის საათია" პრობლემაა.
„ტრანსპორტი და მაღაზიები, ვადასტურებ, რომ არის პრობლემა. უბრალოდ, არ გვაქვს ალტერნატივა. ჩვენ რომ „კომენდანტის საათი“ გადავწიოთ 10:00 საათზე, მაშინ 8:00 საათზე იგივე მდგომარეობა იქნება ტრანსპორტში და მაღაზიებში. აქედან გამომდინარე, გამოსავლები სხვა ჭრილში უნდა ვეძებოთ...
ცესკოს ინფორმაციით, ცესკოში განხორციელებულ რეორგანიზაციაზე და მიმდინარე აქტივობებზე ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შესაბამისად, სიცრუეა გავრცელებული, რომ ცესკოს მდივნის უფლებამოსილება გაიზარდა და მდივნის აპარატის დაქვემდებარებაში გადავიდა სამი ყველაზე დიდი დეპარტამენტი, მათ შორის ერთ-ერთი არარსებული.
„დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელდა მცდარი და ცრუ ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე აქტივობებთან დაკავშირებით. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რაციონალური და ეფექტიანობაზე ორიენტირებული რეორგანიზაცია, რომელიც კომისიაში...
პრემიერმინისტრის ინიციატივით დაწყებული „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 160 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები გამოცხადდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ტენდერები, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა, მოიცავს დასავლეთ საქართველოს ოცდათოთხმეტივე (34) მუნიციპალიტეტს.
მათი განმარტებით, გამოცხადებული 8 ტენდერიდან, თითოეულის მოცულობა 20 მილიონი ლარია.
„ტენდერების შედეგად, გამოვლინდება საპროექტო და სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მოამზადებენ სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული...
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 4 თვეში 121 725 ლარი ჩამოაწერა.
სემეკის ინფორმაციით, სემკმა საჯარო სხდომაზე, მოქალაქეებსა და ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის, არსებული დავები განიხილა.
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2021 წლის იანვრიდან დღემდე 19 საჯარო სხდომა გამართა, სადაც 146 საკითხი განიხილა. მათ შორის,...
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფი დაამტკიცეს - ქუთაისის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება არ გაიზრდება და 40 თეთრი იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ მგზავრობის ღირებულების რეალური ტარიფი გაცილებით მეტია და 60 თეთრამდე აღწევს, ქუთაისის მერიამ და საკრებულომ გამოძებნა დამატებითი ფინანსები და შეძლო, რომ ქუთაისის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა არ გაძვირებულიყო.
მათივე ცნობით,...
ე.წ. კომენდანტის საათის წინ ან უკან გადაწევაზე საუბარი არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ტრანსპორტის გადატვირთვასთან დაკავშირებით უფრო ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას.
„ტრანსპორტის გადატვირთვასთან დაკავშირებით, ნამდვილად ვთვლით, რომ ტრანსპორტი გადატვირთულია. ჩვენი სურვილია, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტსა და მეტროს შესაძლო რესურსი გაიზარდოს. თუმცა, ამ ეტაპისთვის ე.წ. კომენდანტის საათის წინ, ან უკან გადაწევაზე...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, იმ პირებისთის, რომლებსაც ვაქცინის ორი დოზა ექნებათ გაკეთებული, შესაძლოა ''კომენდანტის საათი'' და სხვა შეზღუდვები მოიხსნას.
ამირან გამყრელიძის თქმით, შეღავათების დასაწესებლად უწყების წარმომადგენლები გეგმავენ საკოორდინაციო საბჭოში ინიციატივით შევიდნენ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, ეს ვაქცინაციის სტიმულირებისთვისაც კარგი ნაბიჯი იქნება.
"ამაზე ჩვენ ვმუშაობთ, რამდენიმე პუნქტი, რაც საერთაშორისო გამოცდილებით არის - ე.წ. კომენდანტის საათის დროს თავისუფალი გადაადგილება, იგივე უცხოეთში...
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი მზა ბეტონის შესასყიდად, სკვერების მოსაწყობად და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 968 000 ლარს დახარჯავს. საკითხი დღეს დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
საკითხის მომხსენებლის განმარტებით, პროგრამის მიხედვით დაფინანსდება მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტები.
დეპუტატებმა დღეს ასევე დაამტკიცეს შ.პ.ს. „ფერა გრუპის“ განაშენიანების რეგულირების გეგმის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც კომპანია სოფელ განთიადში ყოფილი ბათუმის ნავთობ გადამაუშავებელი ქარხნის დამხმარე სამეურნეო უბნების სასაწყობო ტერიტორიაზე...
ხულოში საკრებულოს სხდომა ჩატარდა, რომელსაც ბოიკოტის გამო "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები არ ესწრებოდნენ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
დღის წესრიგით გათვალისიწნებულ საკითხებიდან დეპუტატებმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები დაამტკიცეს. ითქვა, რომ მილიონი ლარი, რომელიც მუნიციპალიტეტმა წელს ტრანსფერის სახით მიიღო, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე დაიხარჯება.
პრიორიტეტებს შორისაა შიდა საუბნო გზებზე ბეტონის საფარის დაგება და გარეგანათების მონტაჟი. დეპუტატებმა ასევე გენდერული საბჭოს საქმიანობის შესახებაც იმსჯელეს.
ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ საზოგადოებრივი ადგილების თვითნებური შეზღუდვის ფაქტზე ობიექტების გაფრთხილება დაიწყო. ადმინისტრაციულმა ზედამხედველობამ პირველი კლასის კონსტრუქციისა და მაგიდა-სკამების განთავსებისთვის შესაბამისი ნებართვის წარმოდგენის მოთხოვნით წერილობით უკვე 80-მდე დაწასებულებას მიმართა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში ობიექტები ადმინისტრაციული სამართალთარდარღვევის ფაქტზე 150 პრიმა ერთი მუხლის მე-3 ნაწილით დაჯარიმდებიან, რაც გულისხმობს ჯიხურების, დახლების, ან სხვა მსუბუქი კონსტრუქციის თვითნებურ განთავსებას და ითავლისწინებს ჯარიმას ფიზიკურ პირზე 500,...
წინა სტატია
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 177 ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10) - ე მუხლის შესაბამისად 102 პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11) - ე მუხლის შესაბამისად 923 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 152 ფაქტი გამოვლინდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.
პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20...
15 მაისის ჩათვლით სენაკი-ფოთი-სარფის გზაზე სამუშაოების წარმოების გამო გზის სავალი ნაწილი შევიწროვდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის კმ76+126 - კმ76+500 გამავალ მონაკვეთზე წყლის აცილების მიზნით საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების წარმოების პერიოდში,...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ცენტრსა და სოფლებში ბევრი ფუნქციადაკარგული და უსახური შენობაა. მათი დიდი ნაწილი კერძო საკუთრებაა, ნაწილი კი სახელმწიფოს ბალანსზე ირიცხება. ინფორმაციას "ჩემი ხარაგაული" ავრცელებს.
მფლობელობის მიუხედავად, ეს მოძველებული და მოუვლელი შენობები წლების განმავლობაში იშლებიან.
უკვე მეორეხარისხოვანი ხდება ის ფაქტი, რომ ისინი ქუჩის იერსახეს ამახინჯებენ. უმთავრესი მაინც ისაა, რომ ადამიანების სიცოცხლეს ექმნება საფრთხე. შენობებიდან მინები, ბათქაში, ქვები და სხვა სამშენებლო მასალა ცვივა. აქედან გამომდინარე,...
გლდანის რაიონის გამგეობა ჯაბიძის ქუჩაზე მდებარე ახალ სპორტულ მოედანთან სკვერს აწყობს. სამუშაოები 1 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე მიმდინარეობს.
"სამუშაოების შედეგად, მოეწყობა ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი ზონები. მოსასვენებელი პავილიონები. დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ასევე, სასმელი წყლის სოკო. განხორციელდა გამწვანების სამუშაოები - დაირგვება ხეები და დაითესება ბალახი.
აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 183 890 ლარამდე არის გათვალისწინებული. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,არაგვი...
მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ ზონაში ჩატარდა გადაუდებელი საპრევენციო სამუშაოები ფერდის სტაბილიზაციისთვის, რამაც შედეგი გამოიღო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ამჟამად მიმდინარეობს ფერდის გამაგრების პროექტისთვის კვლევითი სამუშაოები, რათა საბოლოოდ მოხდეს მეწყრული პროცესების შეჩერება.
„როგორც იცით, ამ კონკრეტულ მეწყრულ ზონაში ჩატარდა გადაუდებელი საპრევენციო სამუშაოები ფერდის სტაბილიზაციისთვის, რამაც შედეგი გამოიღო. ეს დაადასტურეს გერმანიიდან მოწვეულმა ექსპერტებმა, რომლებიც ჩართულები არიან ამ...
ჩვენთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების საკითხი, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, სამინისტრო გახდება ბევრად აქტიური, რათა მომავალი ექიმების მომზადების დონე იყოს სათანადოდ მაღალი.
„რეგულირების განახლებული მიდგომები საჭიროა როგორც რეზიდენტების, ისე პროგრამის მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის. პარალელურად ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ დაბერებად და დეფიციტურ დარგებზე, მათ შორის საექთნო საქმიანობაზე. ჩვენი მიზანია ეს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































