ტიკარაძე: ვგეგმავთ, ეტაპობრივად გადავიდეთ სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის რეჟიმზე

378

ჩვენთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების საკითხი, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, სამინისტრო გახდება ბევრად აქტიური, რათა მომავალი ექიმების მომზადების დონე იყოს სათანადოდ მაღალი.

„რეგულირების განახლებული მიდგომები საჭიროა როგორც რეზიდენტების, ისე პროგრამის მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის. პარალელურად ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ დაბერებად და დეფიციტურ დარგებზე, მათ შორის საექთნო საქმიანობაზე. ჩვენი მიზანია ეს პროფესიები გავხადოთ მეტად მოთხოვნადი, რათა საფრთხე არ შეექმნას კონკრრტულ მომსახურებებზე ხელმისაწვდომობას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.