დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, იმ პირებისთის, რომლებსაც ვაქცინის ორი დოზა ექნებათ გაკეთებული, შესაძლოა ”კომენდანტის საათი” და სხვა შეზღუდვები მოიხსნას.
ამირან გამყრელიძის თქმით, შეღავათების დასაწესებლად უწყების წარმომადგენლები გეგმავენ საკოორდინაციო საბჭოში ინიციატივით შევიდნენ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, ეს ვაქცინაციის სტიმულირებისთვისაც კარგი ნაბიჯი იქნება.
“ამაზე ჩვენ ვმუშაობთ, რამდენიმე პუნქტი, რაც საერთაშორისო გამოცდილებით არის – ე.წ. კომენდანტის საათის დროს თავისუფალი გადაადგილება, იგივე უცხოეთში მგზავრობისას შესაბამისი დოკუმენტი… რამდენიმე ინიციატივაზე ვმუშაობთ, რომელსაც წინასწარ ვერ გავახმოვანებ, რომ მოსახლეობას ჰქონდეს მეტი დაინტერესება, რომ სწრაფად და სრულად იქნას აცრილი.
ვინც ორჯერ არის აცრილი მაგალითად უცხოეთში გარეთ პირბადის გარეშე შეუძლია გასვლა.
ამაზე ვფიქრობთ, ვმუშაობთ და მომავალი კვირის განმავლობაში, უკვე, დაახლოებით, 15 მაისამდე დაგვიგროვდება 14 000-მდე სრულად, ორჯერადად აცრილი მოქალაქე და ამ ადამიანებს მეტი სტიმული და შეღავათი უნდა ჰქონდეთ ქვეყნისგან” – განაცხადა გამყრელიძემ.