გლდანის რაიონის გამგეობა ჯაბიძის ქუჩაზე მდებარე ახალ სპორტულ მოედანთან სკვერს აწყობს. სამუშაოები 1 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე მიმდინარეობს.
“სამუშაოების შედეგად, მოეწყობა ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი ზონები. მოსასვენებელი პავილიონები. დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ასევე, სასმელი წყლის სოკო. განხორციელდა გამწვანების სამუშაოები – დაირგვება ხეები და დაითესება ბალახი.
აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 183 890 ლარამდე არის გათვალისწინებული. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,არაგვი ბიზნეს ჯგუფი“ ახორციელებს”, – განმარტავენ გამგეობაში.