მერობის 64 კანდიდატია წარსადგენი და სათანადო დროს საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„მერობის კანდიდატების დასახელება როგორც წესი ხდება 2-3 თვით ადრე. ჯერ არის საკმარისი დრო დამატებით ვიმსჯელოთ გადაწყვეტილებებზე . მერობის 64 კანდიდატია წარსადგენი და სათანადო დროს საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბორჯომში, ცენტრალური საფეხბურთო მოედნის სრული რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, პროექტის მიხედვით აშენდება თანამედროვე სტანდარტების შენობა, სადაც სხვადასხვა ფუნქციური ზონები მოეწყობა ადმინისტრაციისა და საფეხბურთო გუნდებისათვის.
მათივე ცნობით, გაკეთდება ახალი ტრიბუნები, რომელიც გადაიხურება. ასევე, შეიცვლება საფეხბურთო მოედნის საფარი და დამონტაჟდება განათება.
"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა მოედნის დასრულებული პროექტი ბორჯომის მერიას გადასცეს. პროექტი მერის მოვალეობის...
ურბანული განახლების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბორჯომსა და ბაკურიანში ცენტრალური ადგილების სრული რეაბილიტაცია მოხდება. ინფორმაციას ბორჯომის ტელევიზია ავრცელებს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ცენტრალური ბიუჯეტიდან, პროგრამისთვის გამოყოფილი 500 მილიონი ლარიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში 16 მილიონი დაიხარჯება.
პარალელურად ბორჯომში დაიწყება კოსტავას სახელობის მოედნის სრული რეაბილიტაცია, შეიცვლება შენობების ფასადები და ასფალტის საფარი. ამავე პროექტის ფარგლებში დაბა ბაკურიანში ცენტრალური პარკის და მიმდებარე ტერიტორიის სრული განახლება...
ბორჯომში სააკაძის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.
როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის მიხედვით მოეწყობა დასასვენებელი და საბავშვო სივრცე, განთავსდება სკამები და ფანჩატური, დამონტაჟდება გარეგანათება. ასევე, სკვერში ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
სკვერის მოწყობა ივნისის პირველ ნახევარში დასრულდება. პროექტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ბორჯომის მერიის დაფინანსებით ხორციელდება.
ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე მინდვრის ჰიბრიდული საფარის მოწყობა დასრულდა.სამუშაოები წამყვანმა ბრიტანულმა ფირმა"Sispitches”-მა, კომპანია „ანაგის“ ფინანსებით უზრუნველყო.
მაღალტექნოლოგიური, კლიმატური პირობებისადმი მდგრადი საფარი გამოყენებულია ისეთ ცნობილ სტადიონებზე, როგორიცაა: მილანის „სან-სირო“ და ბარსელონას „ნოუ კამპი“.
ბათუმის სტადიონი უეფა-ს მე-4 კატეგორიისაა და 20 ათას მაყურებელს იტევს, ის 2020 წელს გაიხსნა და დინამო ბათუმმა ორი მატჩის ჩატარებაც მოასწრო.
ცნობილია, რომ ბათუმში 2023 წელს ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის რამდენიმე და...
ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, საქართველოს მთავრობამ სპეციალური ვებ-გვერდი https://Provax.ge შექმნა.
ვებ-გვერდზე ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს პასუხები მისთვის საინტრესო კითხვებზე, მათ შორის, თუ რატომ უნდა ჩაიტაროს COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ასევე, როგორ უნდა დარწმუნდეს ვაქცინის უსაფრთხოებაში, რა შემთხვევაში არ შეიძლება ვაქცინაციის ჩატარება, როგორია კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტურობა, უნდა აიცრან თუ არა ბავშვები და ორსულები, საჭიროა თუ არა სპეციალური მომზადება ვაქცინაციის პროცესისთვის.
ვებ-გვერდზე აგრეთვე...
"გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული "გირჩს", მაგრამ ჩემი პოზიცია გირჩის შიგნით იქნება ის, რომ გირჩს აქვს თავისი გზა. შეიძლება განვიხილოთ ჩემი კანდიდატურა თბილისის მერობაზე, - დედაქალაქში მერობის შესაძლო ერთიანი კანდიდატის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.
"ხმები ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების არ ჯამდება. პირობითად "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს "გირჩის" მხარდამჭერების მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს არ დაუჭერს, ისევე როგორც, მე რომ დავდექი...
წინა სტატია
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 305 ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 92 პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 1 072 ფიზიკური...
პრემიერმინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ ზუგდიდში ჩატარებულ სხდომაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრა მუნიციპალიტეტის ურბანული განახლების არეალები შეარჩია, ესენია:
ზუგდიდი – ცენტრალური მოედანი და ბულვარის მიმდებარე ტერიტორია;
აბაშა – რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია;
სენაკი – ჭავჭავაძის #23-თან არსებული სკვერი და შენობა, რუსთაველის ქუჩაზე არსებული პარკი;
წალენჯიხა – გამსახურდიას და თამარ მეფის ქუჩები;
მესტია – ცენტრალური ნაწილი (თამარ მეფის ქუჩა,...
ბათუმში, ბარცხანის ხიდის რეკონსტრუქცია დაიწყო. ასევე, იწყება გოგოლის ქუჩისა და გოგოლის ხიდის რეაბილიტაციაც. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება. პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარს შეადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ბარცხანის ხიდისა და გოგოლის ქუჩის მიმართულებით სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია.
ბათუმში გრიშაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ასფალტის საფარის დაგება და ტროტუარების მოწყობა მიმდინარეობს.
"პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა სანიაღვრე ქსელი, ასევე, დაგეგმილია დამატებით 4 ქუჩის კეთილმოწყობა. სამუშაოების ღირებულება 1 მილიონ 700 ათას ლარს აღემატება", - განმარტავენ მერიაში.
რეგიონების მსგავსად, შესაძლოა, ვაქცინაცია დაჯავშნის და წინასწარი რეგისტრაციის გარეშე თბილისშიც გახდეს ხელმისაწვდომი. ამის შესახებ NCDC-ის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედიავებინარზე განაცხადა.
"რეგიონებში დავუშვით ცოცხალი რიგების არსებობა. ადამიანებს შეუძლიათ მივიდნენ, ჩადგნენ ცოცხალ რიგში და აიცრან. ასევე ვფიქრობთ, რომ თბილისშიც იყოს რამდენიმე დაწესებულება, სადაც წინასწარი ჩაწერის გარდა, ადამიანებს ექნებათ საშუალება, მიბრძანდნენ და ცოცხალი რიგის საშუალებით აიცრან", - აღნიშნა გამყრელიძემ.
ამასთან, მისივე თქმით, უკვე მიმდინარეობს...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე იმ პროექტების ნაწილს ასახელებს, რომელიც „განვითარებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით განხორციელდება.
როგორც ქარსელაძემ ზუგდიდში პროგრამასთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტების უმეტესობა წლის ბოლომდე დასრულდება.
„ძალიან საინტერესო განხილვა გვქონდა. საინტერესო არეალები და მდებარეობები იქნა წარმოდგენილი. ესენია: ზუგდიდის შემთხვევაში ცენტრალური ბულვარი, დადიანების სასახლემდე მისასვლელი; ხობში - ახალი პარკი, ხობის წყალთან ჩასასვლელი; ფოთში -ცეტრალური...
პრემიერმინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ სხდომა ამჯერად ქალაქ ზუგდიდში გამართა.
ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მალხაზ თორია, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და რეგიონის 9 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„კომისიამ იმსჯელა მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილ წინადადებებზე და შეარჩია ის არეალები, რომელთა...
გორში ჭალის დასახლებაში და სოფელ ტინისხიდში სკვერების მოწყობა იგეგმება. მერიამ შესაბამისი სამუშაოებისთვის ტენდერი უკვე გამოაცხადა.
ჭალის დასახლებაში სკვერის მოსაწყობად მერიამ 69 825 ლარი გაითვალისწინა, ხოლოდ ტინისხიდისთვის, 26 700 ლარი.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, სკვერში იქნება ფანჩატური, ასევე გამწვანება და ატრაქციონები, როგორიცაა ორმაგი საქანელა, აიწონა-დაიწონა, ასევე კალათბურთის ფარები.
ტენდერებზე წინადადებების მიღება 17 მაისს სრულდება, რის შემდეგაც, მერია გამარჯვებულ კომპანიებს გამოავლენს.
ქუთაისში, ავტოპარკის მშენებლობაზე პასუხისმგებელი კომპანია, სამუშაოების დასრულების ვადის მეექვსედ გახანგრძლივებას ითხოვს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
შპს "სქაიჰაუსს", ხელშეკრულების მიხედვით, ავტოპარკის მოწყობა 8 თვეში უნდა დაესრულებია, თუმცა, სამუშაობი ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს.
ვადის რამდენჯერმე გახანგრძლივების მიუხედავად, უცნობია, როდის გაიხსნება ქუთაისის ავტოპარკი, რომელიც ბიუჯეტს 2 695 875 ლარი უჯდება.
ქუთაისის მერია კომპანიისთვის სამუშაოების კიდევ ერთხელ გადავადებაზე უკვე მსჯელობს. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილე მირზა ხიდაშელი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































