გორში ჭალის დასახლებაში და სოფელ ტინისხიდში სკვერები მოეწყობა

431

გორში ჭალის დასახლებაში და სოფელ ტინისხიდში სკვერების მოწყობა იგეგმება. მერიამ შესაბამისი სამუშაოებისთვის ტენდერი უკვე გამოაცხადა.

ჭალის დასახლებაში სკვერის მოსაწყობად მერიამ 69 825 ლარი გაითვალისწინა, ხოლოდ ტინისხიდისთვის, 26 700 ლარი.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, სკვერში იქნება ფანჩატური, ასევე გამწვანება და ატრაქციონები, როგორიცაა ორმაგი საქანელა, აიწონა-დაიწონა, ასევე კალათბურთის ფარები.

ტენდერებზე წინადადებების მიღება 17 მაისს სრულდება, რის შემდეგაც, მერია გამარჯვებულ კომპანიებს გამოავლენს.