წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში 20 ახალი სამაცივრე მეურნეობა შენდება. მათი უმრავლესობა გრანტითა და შეღავათიანი აგროკრედიტით კეთდება. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ბიუროს წარმომადგენლის განმარტებით, ატმის სეზონისთვის სამაცივრე მეურნეობების უმრავლესობა გაიხსნება. მისი ვარაუდით, სამაცივრე მეურნეობები ხელს შეუწყობს ხილის ექსპორტს კახეთიდან სხვადასხვა ქვეყნებში.
მე არ გადამიწყვეტია, მაგრამ თუ ოპოზიციური ფართო სპექტრი ჩათვლის, რომ ჩემი კონტრიბუცია მნიშვნელოვანი იქნება ამ არჩევნებზე, რა თქმა უნდა, მე უკან არ დავიხევ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რითაც თბილისის მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
ნიკა მელიას განმარტებით, თუ სოფლად კანდიდატები და მერობის კანდიდატები ყველა ოპოზიციას თავისი ეყოლა, კლიმატი არ იქნება საბრძოლო.
„მაღალი დონის კოორდინაცია უნდა იყოს, მაინცდამაინც რატომ მიმდინარეობს საუბარი...
შემდეგი სტატია
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა თანამდებობა დატოვეს. აღნიშნულის შესახებ განცხადება მერის მოადგილეებმა ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე გააკეთეს.
როგორც მერის ყოფილი მოადგილეები აცხადებენ, ისინი გიორგი გახარიას გუნდთან ერთად გააგრძელებენ მუშაობას და თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადებიან.
„მინდა, გაცნობით, რომ პირდაპირ გვთხოვენ თანამდებობის დატოვებას. ჩვენთვის თანამდებობა თვითმიზანი არააა და არც ახლა გამოვეკიდებით ამას. ჩვენ ვტოვებთ თანამდებობას. მინდა, ვუთხრა მმართველ პარტიას,...
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 276 ფაქტი გამოვლინდა.
როგორც bm.ge-ს შს სამინისტროდან აცნობეს, პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევისთვის 69 პირი დააჯარიმა.
გარდა ამისა, გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, 1029 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 178 ფაქტი გამოვლინდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო...
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 13 მაისს, 09:00 საათზე, პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპს იწყებს, რომელიც 5 ივნისს, 18:00 საათზე დასრულდება.
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე http://registration.emis.ge და მას ბავშვის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს.
იხილეთ საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქცია.
ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
რეგისტრაციის ბოლო...
წინა სტატია
სთუკი რამეზე ნაკლებად მიფიქრია აქ - მიფიქრია მერობის კანდიდატობაზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ, თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ის ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს მოგვიანებით გასცემს.
"სანამ ვიქნებით ბოლომდე გულწრფელები, მართლები ვიქნებით და გავიმარჯვებთ. სიმართლე გითხრათ, თუკი რამეზე ნაკლებად მიფიქრია აქ - მიფიქრია მერობის კანდიდატობაზე", - განაცხადა მელიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რუსთავის მე-12...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ახლადგათავისუფლებული ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ მისი პარტიის პარლამენტში შესვლაზე გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა და ეს გადაწყვეტილება კონსულტაციების შემდეგ უნდა მიიღონ. რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას მანვე თქვა, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს "პრაგმატული და რაციონალური".
"მჭიდრო კონსულტაციები გაიმართება ბლოკ ნაციონალური მოძრაობის ფარგლებში, უშუალოდ პარტიაში, მეგობრებთან და ასევე არასაპარლამენტო პარტიის ლიდერებთან, იმ პარტიებთან, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ. ამას დაჭირდება არაერთი დღე...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია რუსთავის ციხიდან გათავისუფლდა. მან საპატიმრო დაწესებულება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა. მოსამართლემ მელიას აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეცვალა.
რუსთავის ციხესთან მელიას თანაპარტიელები და მხარდამჭერები დახვდნენ. ადგილზე პოლიტიკოსის მამა ანზორ მელიაც იმყოფება, რომელმაც ფორმულასთან საუბარში აღნიშნა, რომ ევროკავშირმა გირაოს გადახდით მელია ტყვეობიდან იხსნა.
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ იმსჯელეს. ამის საფუძველი...
ასაწონი ნამცხვარი, შოკოლადი, ქლიავის ჩირი, კურაგა, ჩურჩხელა და ,,სანდორას” წვენი – ამ პროდუქტებით სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, რეგიონული განჳითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ირაკლი ქარსელაძეს გაუმასპინძლდა. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
პარტია “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა ლელა ქებურიამ რადიო თბილისთან განაცხადა, რომ ყველა ხელშეკრულებას ხელს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია აწერს და პროდუქტების ჯამური ღირებულება სამიათას ლარამდე მერყეობს.
ცნობისთვის, ზუგდიდში 3 დღის...
ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს განიხილავს. როგორც "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ერთ-ერთი საკითხი რაზეც მხარეები შეთანხმდნენ არის ის, რომ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ ID ბარათებით იქნება შესაძლებელი.
"ერთი კონკრეტული შედეგი შემიძლია გითხრათ, რაზეც უკვე შევთანხმდით. ძველი პირადობის მოწმობებით არჩევნებში მონაწილეობა აღარ იქნება, ანუ მხოლოდ ID ბარათებით იქნება. რაც ძალიან მაგარი მიღწევაა - ეს 1 საათის მუშაობის შედეგია....
გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის მიერ გაშენებული ბაღიდან, ასამდე ძირი ნერგია დაკარგული. კულტურის ცენტრის დირექტორის, ვალერი შოშიაშვილის განმარტებით, ქურდობის ფაქტი უკვე ორჯერ მოხდა. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
“ბაღი გამწვანების სამსახურთან ერთად გავშენეთ. ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4500 ლარი დაიხარჯა. თავდაპირველად 1 მაისს შემდეგ კი, 4 მაისს, ნარგავები დაიკარგა. ვფიქრობ, რომ ფაქტი ღამით მოხდა. პილიციას უკვე მივმართეთ”- განაცხადა შოშიაშვილმა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ფაქტი ადგილზე დამონტაჟებულმა...
2021 წლის „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში მარნეულის 45 სოფელში გარეგანათება მოეწყობა. აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი რაც მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ, 6 მაისს, სოფლებში გარეგანათების მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გამარტივებული შესყიდვა განახორციელა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
ადგილობრივი თვითმმართველობა შპს „დიზაინი 2008“-ს მარნეულის 45 სოფელში გარე განათების მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისათვის 24 400 ლარს გადაუხდის. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო...
გორში მელიქიშვილისა და პაპიტაშვილის ქუჩის მიმდებარედ საფეხბურთო ხელოვნურსაფარიანი მინიმოედნის მოწყობა იგეგმება.
მერიამ შესაბამისი ტენდერი, რომლის ღირებულებაც 74 270 ლარია, უკვე გამოაცხადა. მერიის გადაწყვეტილებით, ტენდერში მონაწილეობისთვის აუცილებელია პრეტენდენტს ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება.
ტენდერის მიხედვით, სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 60 კალენდარული დღე.
მერიამ ტენდერი 6 მაისს გამოაცხადა, წინადადებების მიღება 17 მაისს სრულდება.
შედეგი სტატია
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა.
სხდომას არ ესწრებოდა თავად ბრალდებილი ნიკა მელია, ვინაიდან ის სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე მოსამართლის გადაწყვეტილებით გაძევებულია.
სასამართლოს მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.
ბრალდების მხარე ნიკა...
შიდა ქართლში რუსული ოკუპაცია გრძელდება - სამიზნე ამჯერად კასპის მუნიციპალიტეტია. საოკუპაციო ძალებმა სოფელ გორაკას მიმდებარედ, ბორდერიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყეს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ინფორმაციით, სამუშაოები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდიარეობს. რუსმა სამხედროებმა ტყე უკვე გაკაფეს, ხეებზე კი სპეციალური ნიშნულები გააკეთეს.
"ჩვენ უკვე შიშის ზონაში ვიმყოფებით, ორკაპას ციხის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ადგილობრივი მოსახელობა წლებია ვეღარ ჩამოდის რადგან მაღალია გატაცების საშიშროება. ოკპანტებმა...
"უცნაურია, ახლახანს გავხსენით და საშინელი როდის გახდა ეს გზა არ ვიცი", - თქვა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ხევსურეთისკენ მიმავალ გზასთან დაკავშირებით.
ქარსელაძის თქმით, არ ფლობს ინფორმაციას ამჟამად ხევსურეთისკენ მიმავალ გზაზე გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები არის, თუ არარა.
"უცნაურია, ახლახანს გავხსენით და საშინელი როდის გახდა ეს გზა არ ვიცი. დილის ინფორმაციას ვერ გეტყვით, ისეთი ამინდები იყო და ისეთი წვიმა შეიძლება ახლა რაღაც...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































