“უცნაურია, ახლახანს გავხსენით და საშინელი როდის გახდა ეს გზა არ ვიცი”, – თქვა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ხევსურეთისკენ მიმავალ გზასთან დაკავშირებით.
ქარსელაძის თქმით, არ ფლობს ინფორმაციას ამჟამად ხევსურეთისკენ მიმავალ გზაზე გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები არის, თუ არარა.
“უცნაურია, ახლახანს გავხსენით და საშინელი როდის გახდა ეს გზა არ ვიცი. დილის ინფორმაციას ვერ გეტყვით, ისეთი ამინდები იყო და ისეთი წვიმა შეიძლება ახლა რაღაც კონკრეტული ხდება, მაგრამ, მნიშვნელოვანი ისაა, რომ აქ ძალიან დიდი ძალისხმევაა საავტომობილო გზების დეპარტამენტის, უშუალოდ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების, რეალურად, სტიქია როდესაც ხდება რეაგირება არის მყისიერი”, – თქვა ირაკლი ქარსელაძემ.
შეგახსენებთ, რომ შატილისკენ მიმავალი გზა რამდენიმე დღის წინ ჩაიხერგა. ადგილობრივების ინფორმაციით, ამის მიზეზი გზაზე ჩამოწოლილი მეწყერი გახდა, რამაც ინფრასტრუქტურა გაანადგურა.