გორში მელიქიშვილისა და პაპიტაშვილის ქუჩის მიმდებარედ საფეხბურთო მოედანი მოეწყობა

701

გორში მელიქიშვილისა და პაპიტაშვილის ქუჩის მიმდებარედ საფეხბურთო ხელოვნურსაფარიანი მინიმოედნის მოწყობა იგეგმება.

მერიამ შესაბამისი ტენდერი, რომლის ღირებულებაც 74 270 ლარია, უკვე  გამოაცხადა. მერიის გადაწყვეტილებით, ტენდერში მონაწილეობისთვის აუცილებელია პრეტენდენტს ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება.

ტენდერის მიხედვით, სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 60 კალენდარული დღე.

მერიამ ტენდერი 6 მაისს გამოაცხადა, წინადადებების მიღება 17 მაისს სრულდება.