გურჯაანში ატმის სეზონისთვის 20 ახალი სამაცივრე მეურნეობა გაიხსნება

372

წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში 20 ახალი სამაცივრე მეურნეობა შენდება. მათი უმრავლესობა გრანტითა და შეღავათიანი აგროკრედიტით კეთდება. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ბიუროს წარმომადგენლის განმარტებით, ატმის სეზონისთვის სამაცივრე მეურნეობების უმრავლესობა გაიხსნება. მისი ვარაუდით, სამაცივრე მეურნეობები ხელს შეუწყობს ხილის ექსპორტს კახეთიდან სხვადასხვა ქვეყნებში.