გორში კომბინატის დასახლებაში მდებარე სოციალურ საცხოვრისში პირობები გაუარესდა. სარდაფი ფეკალიებით დაბინძურებული წყლით გაივსო. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. საცხოვრისში მყოფი ოჯახები დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, ქვეწარმავლები, მღრღნელები და მწერები მომრავლდნენ და ინფექციური დაავადებები გავრცელდა. გორის მერიამ 5 მიუსაფარი ოჯახი სოციალურ საცხოვრისში 2018 წელს გადაიყვანა.  აღნიშნულ ოჯახებს ორწლიანი ხელშეკრულებები გაუფორმა და ბინების გასაღებები გადასცა. გორის მერიის ცნობით, ახალმოსახლე ოჯახები სოციალურად დაუცველთა კატეგორიას...
კახა კალაძე არის დედაქალაქის ყველა დროის ერთ - ერთი საუკეთესო მერი - გუნდის სურვილია, რომ სწორედ მისი ლიდერობით გავიმარჯვოთ თვითმმართველობის არჩევნებში - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე - სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. კითხვაზე, აქვთ თუ არა კომუნიკაცია უშუალოდ კახა კალაძესთან, თალაკვაძე პასუხობს, რომ გუნდის ლიდერებს ერთმანეთთან ყოველდღიური კომუნიკაცია აქვთ. "როგორც კი კახა კალაძე მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს გახდება საჯაროდ ცნობილი. ამ მომენტისთვის, როცა კონსულტაციები ახლახანს დაიწყო თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით,...
ბოშურში სპორტული მოედანი მოეწყო და 87 300 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტი, რომლის განხორციელებისთვისაც საჭირო თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელდა. როგორც გორის მერიაში განმარტავენ, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სპორტული მოედნის მოწყობის შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივმა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით მიიღო. მერიის ცნობით, სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში, მიმდინარე წელს 44 პროექტი განხორციელდება. პროგრამის 2021 წლის ბიუჯეტი 2 980 000 ლარია.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორს, კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა. თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე, დედაქალაქში EBRD-ის მხარდაჭერით დაგეგმილ პროექტებსა და ხელშეკრულებების კონკრეტულ ვადებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მუნიციპალური ტრანსპორტისა და მყარი ნარჩენების მართვის სისტემების განახლების პროექტებზე. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა EBRD-ის რეგიონულ დირექტორს, დედაქალაქში სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის...
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 490 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 90 ფიზიკური და 1 პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ...
დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თბილისსა და ქუთაისში ბინების შეისყიდვა იგეგმება, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს. შესყიდვა სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში განახორციელებს. დევნილთა სააგენტოს ცნობით, საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ, კონკურსში მონაწილე სამშენებლო კომპანიებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა. უწყების ინფორმაციით, საკონკურსო პირობების თანახმად, სააგენტო საცხოვრებელ ფართებს, საორიენტაციოდ 24 თვის ვადაში ჩაიბარებს. „მიმდინარე წელს, მენაშენეების პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული...
სასწავლო წლის დაწყების და დასრულების ვადები განათლების მინისტრის შესაბამისი ბრძანებითაა განსაზღვრული. დღეს მოქმედი დოკუმენტით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად განსაზღვრულია 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების თარიღად – 15 ივნისი. იმ შემთხვევაში, თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი დაიწყება 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს, ხოლო თუ 15 ივნისი ემთხვევა დასვენების დღეს, სასწავლო წლის დასრულების თარიღად განისაზღვრება...
წინა სტატია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის ინფორმაციით, დმანისში დაპირისპირების ფაქტზე, რამდენიმე პირი დააკავეს. როგორც ლილუაშვილმა განაცხადა, დაძაბულობა, რაც მოსალოდნელი იყო, განიმუხტა. „მყისიერად მოხდა გამოძიების დაწყება და დაკავებულია რამდენიმე პირი. რაც შეძლო პოლიციამ, ყველაფერი გააკეთა. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ყველა ზომა გატარდა, მათ შორის დაკავება. ჯგუფებთან მუშაობდა, როგორც შსს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, გუბერნია. უფრო მეტი დაძაბულობა, რაც მოსალოდნელი იყო, განიმუხტა“, -...
ჩვენ ახლა გავდივართ პიკს. გარკვეულწილად, ვართ პიკის დაღმავალ ფერდზე. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად ამისა, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელი კვლავაც მაღალია. „ერთ-ერთი სერიოზული ინდიკატორი, რაც არის სიკვდილიანობის მაჩვენებელი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მაღალ ნიშნულზეა. მოგეხსენებათ, სიკვდილიანობა ორი-სამი კვირით მიჰყვება ეპიდსიტუაციის პიკს. იზრდება სიკვდილიანობა პიკური პერიოდიდან ორი...
წინა სტატია შემდეგი სტატია შინაგან საქმეთა მინისტრი აღიარებს რომ გუშინ დმანისში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ადგილზე სამართალდამცავების რაოდენობა საკმარისი არ იყო და სიტუაციის დროულად ვერ განმუხტეს. "ცუდი სიტუაცია იყო გეთანხმებით, რა თქმა უნდა, სწრაფად შეიქმნა ქაოსური სიტუაცია. გუშინდელი დღის შემდეგ იყო გაძლიერებული პოლიცია, მეტი ძალები იყო შემოყვანილი, თუმცა ეს ძალები არ აღმოჩნდა საკმარისი, რაც იყო, 150-200 კაცამდე იყო, რეალურად თუ არის 20 კაცი...
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის თანადაფინანსებით სოფელ ლიხაურში, ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. ოზურგეთის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ პროექტს, შ.პ.ს „გზამშენი 18“ აწარმოებს. მათივე ცნობით, სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 390 329 ლარს შეადგენს.
წინა სტატია შემდეგი სტატია „ჯორჯიან მანგანეზსა“ და სოფელ შუქრუთის მოსახლეობას შორის შეთანხმება შედგა, – ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ადგილობრივები კომპენსაციებს რამდენიმე თვეში სრულად მიიღებენ. შეთანხმების მიხედვით, ხვალიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანია „შუქრუთი პლიუსი“ მოსახლეობასთან ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმებას უკვე ოფიციალურად დაიწყებს. კვლევების მიხედვით, მოსახლეობა კატეგორიების მიხედვით დაიყო. პირველ კატეგორიაში 36 ოჯახი მოხვდა და საკომპენსაციო თანხამ ორი მილიონ 300 ათასი ლარი შეადგინა. კომპენსაციებით ადგილობრივები წელიწადსა და სამ თვეში...
წინა სტატია დღეიდან ზუგდიდის მერის მოვალეობას კონსტანტინე კაკავა შეასრულებს. ის მერის მეორე მოადგილეა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ვიცემერის თანამდებობაც ვაკანტურია, მას მოუწევს მერის მოვალეობების შესრულება. შეგახსენებთ, რომ  ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ გადადგომის გადაწყვეტილება დღეს მიიღო, ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. შენგელია გადადგომის მიზეზად "ქართული ოცნების " გუნდის შემადგენლობის ცვლილებას ასახელებს. გიორგი შენგელია ზუგდიდის მერი 2019 წელს, რიგგარეშე არჩევნების შემდეგ გახდა. 
დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი - ავტობუსები, თბილისის მეტრო და მიკროავტობუსები მგზავრებს 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათამდე მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. რაც შეეხება საბაგირო გზებს, მერიის ინფორმაციით, კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზები 10:00-დან 22:00 საათამდე, ხოლო ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 08:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს. „უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ე.წ. კომენდანტის საათის ცვლილებიდან გამომდინარე, დედაქალაქში მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვებიც იცვლება. დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი...
ქუთაისის და გორის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ბარათით იქნება შესაძლებელი. ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის, გორის მუნიციპალიტეტის  ტრანსპორტის სააგენტოს და თიბისის თანამშრომლობის შედეგად, სიახლე ქუთაისში 17 მაისიდან, გორში კი -  20 მაისიდან ამოქმედდება. მგზავრები გადახდას შეძლებენ, როგორც ქალაქის სატრანსპორტო ბარათით, ისე თიბისის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათით. ქალაქის სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია გორისა და ქუთაისის თიბისის ფილიალებში, ასევე, გორსა და ქუთაისში მდებარე „სპარის“ და „დეილის“ ქსელურ მარკეტებში. სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს...
2017 წლიდან დღემდე, გორის მერიას, კომპენსაციის სახით, 110 000 ლარის გადახდა დაეკისრა. ამის შესახებ ინფორმაცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ვასილისა ჯაბახიძემ განაცხადა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. მისი თქმით, ეს არის გორის მუნიციპალიტეტიის მერიის ხელმძღვანელი პირების პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგი, რომლის საფასურის გადახდაც ხალხის ხარჯზე ხდება. ,,ბოლო სამი წლის განმავლობაში კონსტანტინე თავზარაშვილის უწყებამ 153 სასამართლო დავა აწარმოა, საიდანაც 23...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ