ბოშურში სპორტული მოედანი მოეწყო და 87 300 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
პროექტი, რომლის განხორციელებისთვისაც საჭირო თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელდა.
როგორც გორის მერიაში განმარტავენ, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სპორტული მოედნის მოწყობის შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივმა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით მიიღო.
მერიის ცნობით, სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში, მიმდინარე წელს 44 პროექტი განხორციელდება. პროგრამის 2021 წლის ბიუჯეტი 2 980 000 ლარია.