გორის მერია მოქალაქეს კომპენსაციის სახით სახლს ურემონტებს – “ნაცმოძრაობოს” ბრიფინგი

855

2017 წლიდან დღემდე, გორის მერიას, კომპენსაციის სახით, 110 000 ლარის გადახდა დაეკისრა. ამის შესახებ ინფორმაცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ვასილისა ჯაბახიძემ განაცხადა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

მისი თქმით, ეს არის გორის მუნიციპალიტეტიის მერიის ხელმძღვანელი პირების პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგი, რომლის საფასურის გადახდაც ხალხის ხარჯზე ხდება.

,,ბოლო სამი წლის განმავლობაში კონსტანტინე თავზარაშვილის უწყებამ 153 სასამართლო დავა აწარმოა, საიდანაც 23 სასამართლო დავა წააგო და 110 ათას ლარამდე თანხა მოსარჩელე მხარეებს გადაურიცხა.” – აღნიშნავს ჯაბახიძე. მან ამის დასტურად მერიიდან მიღებული ოფიციალური დოკუმენტი წარადგინა.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ირკვევა ისიც, რომ ერთ-ერთ მოქალაქეს მერია სახლს, კომპენსაციის სახით, გაურემონტებს, რაც 30 000 ლარი ჯდება.