გვინდა, რომ როგორც ვიღებთ კანონს 20 ივნისის მოვლენების ამნისტიაზე, ზუსტად იგივე გავაკეთოთ 7 ნოემბერთან და 26 მაისთან დაკავშირებით, კანონპროექტს ორშაბათს შევიტანთ პარლამენტში,- ამის შესახებ "გირჩის ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ამ დოკუმენტის მიზანი შერიგება იქნება, რადგან ამისთვის მხოლოდ 20 ივნისის ამნისტია არ არის საკმარისი და უფრო შორს წასვლაა საჭირო. "ჩვენ, "გირჩს" გვაქვს ინიციატივა და გვინდა ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებსაც...
გორის მუნიციპალური ტრანსპორტი 20 მაისიდან ფასიანი გახდა. მგზავრობის საფასური 50 თეთრია. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. საკრებულოს დადგენილების მიხედვით, უბილეთო მგზავრობა 20 ლარით დაჯარიმდება. აქვს თუ არა მგზავრს ბილეთი აღებული, მუნიციპალური ტრანსპორტის სააგენტოს მონიტორინგის სამსახური გააკონტროლებს. ავტობუსებში გადახდა ელექტრონულად ხდება თიბისი ბანკის ბარათის მეშვეობით, რომლის შეძენაც მგზავრებს ბანკის ფილიალებში ან მაღაზიებში “სპარი” და “დეილი” შეუძლიათ. ბარათის ღირებულება 2 ლარია.
ველისციხის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი სექტემბერში დაიწყება. სამუშაოებზე 28 მილიონ ლარამდე დაიხარჯება, რის შემდეგაც არქიტექტურული თვალსაზრისით გამორჩეული და მდიდარი ისტორიული წარსულის მქონე სოფელი ტურისტული ცენტრი გახდება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზი ავრცელებს.  პროექტი ითვალისწინებს 55-მდე სახლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას, საფეხმავლო ქუჩების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ველისციხის თეატრის, მოედნის და პარკის რეაბილიტაციას. პროექტის ხელმძღვანელი გია აბულაძე ველისციხეში იმყოფებოდა. მან მოსახლოებას პროექტის დეტალები გააცნო და ის ადგილები დაათვალიერა, რომლის რეაბილიტაციაც...
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 285 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 60 პირი დააჯარიმა, დაჯარიმებულთა შორის კი არიან მოქალაქეები, რომლებმაც 23 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. „ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის...
ხიდისთავში სასმელი წყლის სისტემის განახლება მიმდინარეობს. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ღირებულება 1 033 017 ლარია. პროექტის მიხედვით, მიმდინარეობს რკინა-ბეტონის ახალი წყალმიმღებისა და შიდაგამანაწილებელი ქსელის მოწყობა, ინდივიდუალური მრიცხველების მონტაჟი. „სამუშაოები ივნისის ბოლოს დასრულდება. სოფელი ხიდისთავი სასმელი წყლით ატენის ტერიტორიაზე არსებული სათავე ნაგებობიდან მარაგდებოდა. სოფელს, სადაც 1300 ოჯახი და 4000 მოსახლე ცხოვრობს, სასმელი წყლის პრობლემა წლებია აწუხებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ყველა ოჯახი...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგიონული საინვესტიციო ფორუმი გაიმართა, რომელზეც საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებმა რეგიონის საინვესტიციო პოტენციალსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ საზოგადოებას გურიის საინვესტიციო გარემოს განვითარების სტრატეგიული მიმართულებები გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გურიის მხარის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებმა საინვესტიციო პროფილები წარმოადგინეს, რომელთა შექმნაში მათ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ავსტრიისა და შვეიცარიის...
საქართველოს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის დღეს ხელი მოეწერა საგრანტო შეთანხმებას - „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“. აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ამ შეთანხმების შედეგად 5 წლის პერიოდში საქართველოსთვის $330 მილიონ დოლარამდე რესურსი გახდება ხელმისაწვდომი. როგორც ელჩმა შეთანხმების ხელმოწერამდე განაცხადა, ახალი საგრანტო შეთანხმება, შესაძლებელს გახდის, რომ ამერიკელმა ხალხმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით, 330 მილიონი აშშ დოლარი გამოყოს მომდევნო...
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებულ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე 3 პირი ამხილეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, რომლებიც იყვნენ იმერეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, დავალებული ჰქონდათ აღნიშნულ რეგიონში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობა. „სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას, მათ მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული დაკისრებული მოვალეობები, რამაც საშუალება მისცა კონტრაქტორ კომპანიას რეალურად შეესრულებინა ნაკლები მოცულობის სამუშაოები, ვიდრე...
დღეიდან პარლამენტი საარჩევნო კოდექსის განხილვას იწყებს. პროექტს, რომელზეც მმართველი გუნდი და ოპოზიცია შეთანხმდა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტის განხილვა შაბათს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზეც იგეგმება. მომავალ კვირაში კი მას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღებენ. დოკუმენტი რეკომენდაციებისთვის ვენეციის კომისიას უკვე გაეგზავნა. როგორც უმრავლესობაში განმარტავენ, კანონპროექტს მეორე მოსმენით იქამდე არ განიხილავენ ვიდრე მასზე ვენეციის კომისიის შეფასება...
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დევნილ ვეტერანთა ოჯახებისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, 120 ბინა ნაწილდება. „დევნილი ვეტერანებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით სპეციალურ პროექტს ვახორციელებთ. ამ ეტაპზე კომისია 120 ბინის განაწილების საკითხს განიხილავს, საიდანაც 60 ზუგდიდში, 60 კი ქუთაისში მდებარეობს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,...
საგამოძიებო კომისიის მუშაობა ფორმალური არ უნდა იყოს, მასში ოპოზიციის მუშაობაცაა საჭირო, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალიტებს განუცხადა. „ეს ინიციატივა წამოვიდა ხანგრძლივი კონსულტაციებისა და დისკუსიების შემდეგ. ამ კომისიის მნიშვნელობა ძალიან მნიშვნელოვანია შემგომი პროცესებისთვის“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
საარჩევნო რეფორმის დოკუმენტი რეკომენდაციებისთვის ვენეციის კომისიას გადაეგზავნა. საკანონმდებლო რეფორმაზე მსჯელობა საკომიტეტო ფორმატში ხვალ დაიწყება. 22 მაისს მასზე პირველი მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს. პლენარულ სხდომაზე კი მისი პირველი მოსმენით განხილვა 24 მაისის კვირაში იგეგმება. დოკუმენტის სამივე მოსმენით დამტკიცება 21 ივნისამდე იგეგმება.
თბილისის საკრებულომ ჩუღურეთის რაიონში მდებარე ერთ-ერთ ქუჩას 9 აპრილს დაღუპული გია ქარსელაძის სახელი მიანიჭა. კერძოდ, მისი სახელი ეწოდა ჩუღურეთის რაიონში, თამარ მამულაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ ერთ შესახვევს. საკრებულოს განკარგულება საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა. საკრებულომ თბილისის მერიას დაავალა, ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 1989 წლის 9 აპრილს თბილისში, კომენდანტის საათის გამოაცხადებიდან დაახლოებით 1 საათში, კაპიტანმა...
თუ ქვეყანა არ იქნება მწვანე ცირკულარში, ვერცერთი ტურისტული დანიშნულების მარშრუტში ჩვენი ქვეყანა ვერ მოხვდება, ამიტომ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ინფექციის გავრცელება შევბოჭოთ, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა. „ჩვენთან, ის სექტორი, სადაც სამუშაო ადგილები დაიკარგა, ეს იყო ტურიზმი და მასთან მიბმული ყველა ბიზნესი. ამიტომ, ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენს ქვეყანაში შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები და დაკარგული ადგილები კვლავ აღდგეს. თუ ქვეყანა არ იქნება მწვანე...
თბილისის განვითარების ფონდმა, პროექტ „ახალი ტფილისის“ მუზეუმების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაცია დაიწყო. თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მუზეუმის რეაბილიტაციის დასრულება 2022 წლის დეკემბერში იგეგმება. „აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომლის რეაბილიტაციაც ჩვენ დღეს დავიწყეთ. მინდა მადლობა გადავუხადო „მთლიანად ან ნაწილობრივ ფრანკოფონი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა ასოციაციას“, რომლის მხარდაჭერითა და თანადაფინანსებით ხორციელდება აღნიშნული პროექტი. სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც მიწისქვეშა...
26 მაისიდან, საქართველოს 93-ვე დაცული ტერიტორია ვიზიტორთა მიღებას განაახლებს. როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, მოგზაურთათვის ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი დაცული ტერიტორიები - მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი (სოფ. კინჩხა), სათაფლია, პრომეთეს მღვიმე და ნავენახევის მღვიმე 26 მაისიდან ვიზიტორებისთვის იხსნება. მათივე ინფორმაციით, სამუშაო დროები შემდეგნაირად განისაზღვრა: პრომეთეს მღვიმე : ყოველდღე 10:00 – 18:00 სათაფლიას მღვიმე: ყოველდღე 10:00 – 18:00 ნავენახევის მღვიმე: ყოველდღე 10:00...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ