გორის მუნიციპალური ტრანსპორტი 20 მაისიდან ფასიანი გახდა. მგზავრობის საფასური 50 თეთრია. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
საკრებულოს დადგენილების მიხედვით, უბილეთო მგზავრობა 20 ლარით დაჯარიმდება.
აქვს თუ არა მგზავრს ბილეთი აღებული, მუნიციპალური ტრანსპორტის სააგენტოს მონიტორინგის სამსახური გააკონტროლებს.
ავტობუსებში გადახდა ელექტრონულად ხდება თიბისი ბანკის ბარათის მეშვეობით, რომლის შეძენაც მგზავრებს ბანკის ფილიალებში ან მაღაზიებში “სპარი” და “დეილი” შეუძლიათ. ბარათის ღირებულება 2 ლარია.