ველისციხის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი სექტემბერში დაიწყება. სამუშაოებზე 28 მილიონ ლარამდე დაიხარჯება, რის შემდეგაც არქიტექტურული თვალსაზრისით გამორჩეული და მდიდარი ისტორიული წარსულის მქონე სოფელი ტურისტული ცენტრი გახდება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზი ავრცელებს.
პროექტი ითვალისწინებს 55-მდე სახლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას, საფეხმავლო ქუჩების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ველისციხის თეატრის, მოედნის და პარკის რეაბილიტაციას.
პროექტის ხელმძღვანელი გია აბულაძე ველისციხეში იმყოფებოდა. მან მოსახლოებას პროექტის დეტალები გააცნო და ის ადგილები დაათვალიერა, რომლის რეაბილიტაციაც იგეგმება. პროექტის ინიციატორი პარლამენტში გურჯაანი, სიღნაღი, საგარეჯო, დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დებუტატი დავით სონღულაშვილია.