კულუმბეგოვი: თუ საქართველოს მწვანე ზონის სტატუსი არ ექნება, ჩვენი ქვეყანა ვერცერთ ტურისტული დანიშნულების მარშრუტში ვერ მოხვდება

768

თუ ქვეყანა არ იქნება მწვანე ცირკულარში, ვერცერთი ტურისტული დანიშნულების მარშრუტში ჩვენი ქვეყანა ვერ მოხვდება, ამიტომ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ინფექციის გავრცელება შევბოჭოთ, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა.

„ჩვენთან, ის სექტორი, სადაც სამუშაო ადგილები დაიკარგა, ეს იყო ტურიზმი და მასთან მიბმული ყველა ბიზნესი. ამიტომ, ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენს ქვეყანაში შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები და დაკარგული ადგილები კვლავ აღდგეს.

თუ ქვეყანა არ იქნება მწვანე ცირკულარში, ვერცერთი ტურისტული დანიშნულების მარშრუტში ჩვენი ქვეყანა ვერ მოხვდება, ამიტომ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ინფექციის გავრცელება შევბოჭოთ და 2022 წლის ბოლოდან იქნება თუ 2023 წლის გაზაფხულიდან, ქვეყანამ სრულფასოვანი ცხოვრება გაგარძელოს“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.