25-26 მაისს ღამის საათებში გორის გვირაბებში მონაცვლეობით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 25 მაისის 23:00 საათიდან 26 მაისის 02:30 საათამდე გვირაბის თბილისი-სენაკის, ხოლო 26 მაისის 02:30 საათიდან 05:00 საათამდე გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებებზე, იკრძალება...
„ახალგაზრდობის სააგენტო“, „გადავარჩინოთ ბავშვები“, „კონრად ადენაუერის ფონდი“ და „საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაცია“ ევროკავშირის პროგრამის „უნარები დასაქმებისთვის“ (Skills4Jobs) ფარგლებში პროექტს, „უნარები წარმატებისთვის“ ახორციელებენ, რაც ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის მშენებლობას და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას შეუწყობს ხელს. „ახალგაზრდობის სააგენტოს" ინფორმაციით, პროექტში ჩართული უწყებებისა და შერჩეული მონაწილეების გაცნობისა და შემდგომი თანამშრომლობის გზების დასახვის მიზნით, დღეს შეხვედრა, გურიის რეგიონში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გაიმართა. „პროექტის ფარგლებში, სააგენტომ საქართველოს 4...
ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის  რეაბილიტაციის დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 1 კილომეტრია. პროექტის ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 2,5 მილიონ ლარს შეადგენს. "გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა დაადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. გზა, რომელიც სოფელს სენაკი–ფოთი–სარფისსაავტომობილო მაგისტრალთან აკავშირებს,  წლებისგანმავლობაში ამორტიზირებული იყო დამოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემებსუქმნიდა. პარალელურად შავღელეში საჯარო  სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 2 მილიონ193 ათას ლარს შეადგენს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანა ივნისის შუა რიცხვებიდან „კოვაქსის“ საშუალებით, 43 ათას დოზა „ასტრაზენეკას“ მიიღებს, ივნისი ბოლოსკენ კი ნახევარ მილიონ დოზა „სინოფარმის“ შემოტანის პროცესი დაიწყება. ამასთანავე, როგორც გამყრელიძემ განმარტა, „კოვაქსის“ პლატფორმიდან მესამე და მეოთხე კვარტალში ქვეყანა 1 400 000-მდე დოზა ვაქცინას მიიღებს. „ჩვენ ველოდებით, რომ ივნისის შუა რიცხვებში მივიღებთ „ასტრაზენეკას“ შემდგომ პარტიას „კოვაქსის“ საშუყალებით, ეს...
პროექტების შერჩევის საკონკურსო კომისიის სხდომაზე, რომელიც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა, ჭიათურაში ჩოგბურთის კორტის მოწყობისა და მისთვის ისტორიულ- სამუზეუმო დატვირთვის მინიჭების მიზნით, საუკეთესო დიზაინის გამოვლენისა და შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების საკითხი განიხილეს. ინფორმაციას ჭიათურის მერია ავრცელებს. მიმწოდებელი (საპროექტო სამუშაოების განმახორციელებელი) ვალდებულია, მოამზადოს ჩოგბურთის კორტის რეაბილიტაციის და მიმდებარე ტერიტორიისათვის ისტორიულ-სამუზეუმო ფუნქციის მინიჭება. ჩოგბურთის კორტი უნდა მოეწყოს ისტორიულ ადგილზე (ერისთავის ქუჩა); განხორციელდეს კორტის მიმდებარედ არსებული...
“სულ მალე თელავის აეროდრომის გაფართოებაზე ტენდერი გამოცხადდება”- ამის შესახებ BM.GE-ის კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი შიოშვილმა განუცხადა. როგორც შიოშვილი ამბობს, საავიაციო უნივერსიტეტს, გაფართოებული მიმინოს აეროდრომის პროექტი უკვე მზად აქვს. შიოშვილის თქმით, აეროდრომი, შიდა ფრენებს განახორცილებს, რაც ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის. “მიმინოს აეროდრომით დღესაც სარგებლობს საავიაციო უნივერსიტეტი, ის ახორციელებს ტერიტორიის ზედამხედველობას. მათ აქვთ სურვილი, რომ უფრო მეტად გააფართოონ აეროპორტი, რომ შიდა...
"საბჭო მიუთითებს გორის მერიის სატენდერო კომისიას, რომ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმებში დეტალურად აღწეროს კომისიის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება და მისი საფუძველი" , - აღნიშნული მითითება შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ გორის მერიას მას შემდეგ მისცა, რაც უწყების ტენდერი ერთ-ერთმა კომპანიამ გაასაჩივრა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. შპს "მალგიომ" მიიჩნია, რომ მერიამ ტენდერიდან უსამართლოდ მოხსნა, რის შემდეგაც კომპანიამ საჩივრით დავების საბჭოს მიმართა....
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ქალაქ ახალციხესა და მიმდებარე სოფლებში გარეგანათების მოწყობაზე ახალციხის მერიამ ტენდერი სულ 313 813 ლარზე გამოაცხადა. ქალაქ ახალციხის ქუჩებზე ჩოლოყაშვილზე, ნიკოლაძეზე, ნათენაძესა და ივანე ახალციხელზე, ასევე სოფლებში: აგარაში, ფერსაში, კლდეში, ჭვინთასა და მუგარეთში გარეგანათების მოწყობის სამუშაოების უზრუნველყოფაზე ტენდერი 111 327 ლარზეა გამოცხადებული. გარეგანათება მოეწყობა ასევე, ჭაჭარაქში, მინაძეში, ურაველში, წყორძაში, ხეოთსა და ღრელში. აღნიშნული ტენდერი 91 864 ლარზეა გამოცხადებული. ასევე,...
შუახევში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, სამუშაო პროცესს, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე სოფელ ინწკირვეთში გაეცნო. ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში, შიდა სასოფლო გზების მშენებლობა – რეაბილიტაციაზე 1 000 000 ლარამდე დაიხარჯება. მოეწყობა 15 კმ ბეტონის საფარი და 5 უბანში გაყვანილი იქნება ახალი სამანქანე გზა. გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება,...
გორში, სპორტის სასახლე 5 წელია შენდება, თუმცა, ჯერ ოფიციალურად ვერცერთი უწყება ვერ ადასტურებს, რატომაა ობიექტი ამ დრომდე უფუნქციოდ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. გორი-კასპის მაჟორიტარი, ჯერ კიდევ დეპუტატობის კანდიდატად ყოფნისას, აცხადებდა, რომ კოვიდ რეგულაციების შემსუბუქებისთანავე შენობა გაიხსნებოდა და შესაბამისი დატვირთვით დაიწყებდა მუშაობას, თუმცა დღეს აღარც პროცესის გაჭიანურების მიზეზებზე საუბრობენ და არც ის იციან, როდის გადაეცემა სახელმწიფოსგან გორის მერიას დასრულებული ობიექტი. სპორტკომპლექსის მშენებლობისთვის 8 მლნ 800 ათასი...
გლდანის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ამჯერად, გიორგიწმინდის დასახლებაში, ჭავჭავაძის ქუჩის მონაკვეთზე გზის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მათივე ცნობით, ჭავჭავაძის ქუჩაზე ასფალტის საფარი აქამდე არ არსებობდა. აღნიშნულ მონაკვეთზე მოწესრიგდა წყალარინების ქსელი. ახლა კი, დაახლოებით, 2 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. პროექტისთვის დაახლოებით, 153 000 ლარი დაიხარჯება. მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი ადგილზე გაეცნო.
ქუთაისში ე.წ საღორიის ტყეში საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, განსახორციებელი სამუშაოები დაიგეგმა. ამის შესახებ ნიუპრესი წერს. ე.წ საღორიის ტყეში არსებულ მდგომარეობასა და განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, საკანონმდებლო ორგანოს, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს, ქუთაისის მუხნარში არსებული მდგომარეობა და განხორციელებული ღინისძიებები ადგილზე გააცნო. „ე.წ. „საღორიის ტყეში” უნიკალური კორომის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სპეციალისტების...
თითქმის 3-თვიანი პატიმრობის შემდეგ გოგი წულაიამ პოლიტიკური პარტიის შექმნა დააანონსა. წულაია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ბრძოლას საპატიმროდან აპირებს. რა ერქმევა ახალ პარტიას, ჯერ არ ამბობს, თუმცა აცხადებს რომ უახლოეს დღეებში დარეგისტრირდება, თავად იქნება თავმჯდომარე და ადგილობრივი თვითმმართველობისთვის საკუთარ კანდიდატურას ქუთაისში დააყენებს. სამართალდამცველებმა წულაია 17 მარტს დააკავეს. მას შემდეგ, რაც შსს-ს ინფორმაციით, მან ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა. წულაია დარწმუნებულია, რომ ის ბიძინა ივანიშვილის პირადი...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, რიყეზე მდებარე ე.წ. დოქების საკმაოდ ძვირადღირებული ობიექტის გაყიდვა მარტივი არ აღმოჩნდა, როგორც ეს ღია და გამჭვირვალე აუქციონებმაც აჩვენა. მისი თქმით, ეს ობიექტი უკანასკნელი 8-9 თვის განმავლობაში ინტენსიურად გადის აუქციონზე, თუმცა თანხა, რაც ის დაუჯდა ბიუჯეტს და სახელმწიფოს, ძალიან შორს არის იმ საბაზრო ფასისგან, რომელიც მასში შეიძლება დღეს გადაიხადოს ინვესტორმა. „ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, „დოქებად“ წოდებულ...
თბილისის წიგნის ოცდამესამე საერთაშორისო ფესტივალი 2021 წელს, 24 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით, ფიზიკური სახით გაიმართება. წიგნის მოყვარულებს ფესტივალი ტრადიციულად ექსპო ჯორჯიას პავილიონებში უმასპინძლებს. მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო, შარშან თბილისის წიგნის ოცდამეორე ფესტივალი პირველად ჩატარდა ონლაინ ფორმატში. წელს კი, არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა, ღონისძიების ტრადიციულ ფორმატში დასაბრუნებლად, შეიმუშავა უსაფრთხოების საგანგებო პროტოკოლი და ყველა შეზღუდვის მკაცრად გასაკონტროლებლად დამატებითი სამუშაოები ჩაატარა. ფესტივალზე...
კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სამინისტროში ახალი სტრუქტურა ჩამოაყალიბა. სამინისტროს ინფორმაციით, გაუქმდა ყველა სამმართველო და, სტრუქტურული ერთეულების გამსხვილების შედეგად, 11 დეპარტამენტი ჩამოყალიბდა. "გაუქმდა კულტურის დეპარტამენტი და მის ბაზაზე შეიქმნა ორი სტრუქტურული ერთეული - შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობის დეპარტამენტი და კულტურაზე ხელმისაწვდომობის დეპარტამენტი. სპორტის დეპარტამენტის ბაზაზე კი ცალკე ჩამოყალიბდა მასობრივი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი, რაც ამ დარგში სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულება უნდა გახდეს....

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ