შესყიდვების სააგენტოს გორის მერიასთან შენიშვნები აქვს

712

“საბჭო მიუთითებს გორის მერიის სატენდერო კომისიას, რომ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმებში დეტალურად აღწეროს კომისიის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება და მისი საფუძველი” , – აღნიშნული მითითება შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ გორის მერიას მას შემდეგ მისცა, რაც უწყების ტენდერი ერთ-ერთმა კომპანიამ გაასაჩივრა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

შპს “მალგიომ” მიიჩნია, რომ მერიამ ტენდერიდან უსამართლოდ მოხსნა, რის შემდეგაც კომპანიამ საჩივრით დავების საბჭოს მიმართა. აღნიშნულმა საბჭომ განიხილა საჩივარი და საბოლოოდ, ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

“შემსყიდველი ორგანიზაციის ვალდებულებას წარმოადგენს შეადგინოს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი, რომელშიც დაწვრილებით, დეტალურად იქნება ასახული სატენდერო კომისიის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება და მისი საფუძველი.საბჭო მიიჩნევს, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიამ უნდა გადასინჯოს 2021 წლის 28 აპრილის სხდომის ოქმი №3-ით მიღებული გადაწყვეტილება და შპს „მალგიო“-ს მიერ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის შეფასება განახორციელოს წინამდებარე სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებითა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით” , – ვკითხულობთ საბჭოს გადაწყვეტილებაში.

საქმე ეხება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წედისში სპორტული მოედნის სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერს