"ხურდა ფულის აპარატები არ არის მიზანშეწონილი" , - ასე უპასუხა გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ზურაბ ჯირკველიშვილმა რადიო "მოზაიკას" გადაცემაში "თვითმმართველობის დრო" დასმულ კითხვას, ავტობუსებში ნაღდი ფულით გადახდის სისტემასთან დაკავშირებულ საკითხზე. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. ​მოსახლეობის მხრიდან, ხშირად დასმულ კითხვებს შორის არის სწორედ აღნიშნული საკითხი - იგეგმება თუ არა გორის მუნიციპალურ ტრანსპორტში ნაღდი ფულით გადახდის სისტემის ამოქმედება.   სააგენტოს დირექტორის, ზურაბ ჯირკველიშვილის განმარტებით, აღნიშნულმა გადახდის...
წინა სტატ პარლამენტმა, 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, პირველი მოსმენით განიხილა ოპოზიციის ამნისტიის პროექტი. დოკუმენტს მხარი მხოლოდ 17-მა დეპუტატმა დაუჭირა, 61-მა კანონმდებელმა კი, ხმა მის წინააღმდეგ მისცა. შესაბამისად, პროექტი ჩავარდა და საკანონმდებლო ორგანო მუშაობას „ქართული ოცნების“ კანონპროექტზე გააგრძელებს. ამნისტიის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ კანონპროექტს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი 9 ივნისს დაუჭირა.
პარლამენტმა 80-ხმით, 27-წინააღმდეგი პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო.საკანონმდებლო პაკეტზე კენჭისყრა მეორე მოსმენით გაიმართა. საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და კანონით განსაზღვრულ რიგ პრივილეგიებს კარგავს. ამ მიმართულებით ცვლილებები “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონსა და "საარჩევნო კოდექსში" ხორციელდება. საკანონმდებლო პაკეტი “ქართული ოცნების“ ინიციატივაა, რომელიც პარლამენტს გასული წლის დეკემბერში წარედგინა, პირველი მოსმენით მალევე მიიღეს და დასკვნისთვის ვენეციის...
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში შიდა საუბნო გზების მოასფალტება და სანიაღვრე არხების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. მათივე ცნობით, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, როსტომ სესიაშვილი სოფელ ახალსოფელში იმყოფებოდნენ და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. „აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და საერთო ღირებულება 1 558 310 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ სოფელ ახალსოფელში საუბნო გზები...
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – სერგი ხიდეშელი, მერიის სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელთან ერთად, ქალაქ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტების ჯამური ღირებულება – 1494000 ლარია. “სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაციის და წმენდა შემსრულებელი – შპს „ ენდი როუდი”. ჯამური ღირებულება – 160001 ლარი. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მდინარე რიონიზე ( ნაპირსამაგრის მოწყობა) შემსრულებელი...
რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, სკვერში, პარკსა და სტადიონზე კორპუსს ვეღარავინ ვეღარ ჩადგამს, - ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ გააკეთა, რომელმაც პარლამენტს სამშენებლო ამნისტიის პროექტი წარუდგინა. ბითაძემ ისიც განაცხადა, რომ დეველოპერი რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს და რა შემოწირულობაც არ უნდა გააკეთოს, სამშენებლო წესების დარღვევაზე ყველა დაჯარიმდება. “სამშენებლო კანონმდებლობაში...
ხარაგაულში სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში სოლომონ მეფის ქუჩის ნაწილის რეაბილიტაცია იგეგმება. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. პროგრამის ფარგლებში სამუსიკო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან რკინიგზის სადგურის ხიდამდე უნდა განახლდეს სავაჭრო ობიექტების, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კერძო მფლობელობაში არსებული უსახური შენობების ფასადები. ხარაგაულის საკრებულოს სხდომაზე ფრაქციის „თვითმმართველობა ხალხისათვის“ თავმჯდომარე ინგა მაღრაძე დაინტერესდა, ვინ, სად და როგორ შეარჩია ამ პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტად ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე შენობების იერ-სახის მოწესრიგება....
ჩვენ ქალაქში არ უნდა იყიდებოდეს კოეფიციენტები და ეს ჩვენ სწორედ კახა კალაძის ადმინისტრაციის პირობებში ავკრძალეთ, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანმა. მისი თქმით, სამშენებლო ამნისტია ეხება მშენებლობებს, რომლებსაც აქვს დარღვევები, თუმცა ეს დარღვევები არ ახდენს ზეგავლენას მის უსაფრთხოებასა და მდგრადობაზე. „ჩვენი ქალაქი უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, ამ განუკითხავი მშენებლობის შედეგად ნამდვილად დაზარალდა. პირველი სკოლის უკან...
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით ივლისში იგეგმება, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის დაასახელონ მერობის კანდიდატები, მათ შორის თბილისის მერობის კანდიდატი. პარლამენტში, ჟურნალისტებტან საუბრისას პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ კანდიდატების დასახელებას აქვს თავისი სამართლებრივი ვადები "ივლისში ვაპირებთ, რომ დავიწყოთ საჯაროდ დასახელება. ყველა კანდიდატი, ყველა მუნიციპალიტეტში იქნება ისეთი, რომელიც გაიმარჯვებს ოქტომბრის არჩევნებში", - თქვა პაპუაშვილმა. ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა მათ შორის თბილისის მოქმედი მერი,...
ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა დაიწყო.რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მონაკვეთი ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ჩქაროსნულ გზატკეცილად მოდერნიზების პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 5 ხიდის, 5 გვირაბის მშენებლობა და 1 ხიდის რეაბილიტაცია. მათ შორისაა საქართველოში ყველაზე დიდი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბის მშენებლობა, რომელიც მსოფლიოს უნიკალურ გვირაბებს...
"დაპატიჟება, არის ერთი და იგივე ავტობუსში მგზავრის მიერ ელექტრონული გადახდის საშუალებით სამგზავრო ტარიფით განსაზღვრული ღირებულების რამდენჯერმე გადახდის შესაძლებლობა" , - ასე განმარტავს გორის მუნიციპალიტეტის მერია მუნიციპალურ ტრანსპორტში ერთი ბარათით რამდენიმე ბილეთის აღების შესაძლებლობას. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. ეს იმას ნიშნავს, რომ მგზავრს შეუძლია შემხვედრ ნაცნობს თუ ახლობელს თავისი ბარათით აუღოს ბილეთი. "ერთსა და იმავე ავტობუსში მეორე და შემდგომი გატარებისას, მგზავრი იხდის ბილეთის...
აჭარის უმაღლესი საბჭოს 13 დეპუტატმა კენჭისყრის შედეგად, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ კვლავ პარმენ ჯალაღონია აირჩიეს. კენჭისყრაში პროტესტის ნიშნად მონაწილეობა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს და დამოუკიდებელ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს არ მიუღია. ოპოზიციას მიაჩნია, რომ 2020 წლის არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობას პარმენ ჯალაღონიაც მონაწილეობდა. თავის მხრივ, პარმენ ჯალაღონიამ განაცხადა, რომ არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდა, რაც საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციებმაც აღიარეს. "ჩვენ ყოველთვის ღია ვიყავით და არც...
საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს გაიწვევს. საუბარია მარტის თვეში ინიცირებულ კონსტიტუციურ კანონში შესატან ცვლილებების პროექტზე, რომელიც საარჩევნო ბარიერის 5%-დან 3%-მდე შემცირებას და ასევე საპარლამენტო ფრაქციის შექმნისთვის 4-დეპუტატის განსაზღვრას ითვალისწინებს. აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები “ქართულ ოცნებასა“ და “მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა, თუმცა მასთან დაკავშირებით საყოველთაო-საჯარო განხილვებიც არ გამართულა. როგორც “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა განმარტა, პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების ახალი პროექტი...
პარლამენტის პლენარული სხდომა სამშენებლო ამნისტიის პროექტის განხილვით განახლდა.საკანონმდებლო პაკეტის განხილვა 10 ივნისის სხდომაზე დაიწყო და დღეს გრძელდება. სამშენებლო ამნისტიის ინიციატივა პირველი მოსმენით არის წარდგენილი. საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, ამნისტია ყველა ტიპის მშენებლობას შეეხება - პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც ნაწარმოებია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და მშენებლობა დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე. თუ დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრი, ექსტერიერი ან ინტერიერი, მიჯნის ზონა, განაშენიანების...
აჭარის უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომა ხმაურით გაიხსნა. დეპუტატებმა აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევას კენჭი უნდა უყარონ, თუმცა ოპოზიციის წევრები მოითხოვენ, რომ კენჭისყრამდე კანდიდატს კითხვები დაუსვან. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ უსკო-ს მოქმედ თავმჯდომარეს არჩევნების გაყალბებაში დიდი წვლილი მიუძღვის და მის მიმართ შეკითხვებია. „უსკოს მოქმედმა თვმჯდომარემ, პარმენ ჯალაღონიამ როგორ ჩაატარა არჩევნები ვნახეთ. 120 შემაჯამებელი ოქმიდან 97-ში არის დისბალანსი. როცა...
საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიამ საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს კახეთის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სავანეთის რეგიონების მუნიციპალიტეტებს. ამ პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ პროექტები შეიმუშაონ და კონკურსზე წარადგინონ. წინადადებების მოწონების შემთხვევაში პროექტები ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. 2021 წელს, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის პრიორიტეტებია: ურბანული განახლება – ინტეგრირებული აქტივობები ურბანულ ტერიტორიებზე; უნიკალური პოტენციალის გამოყენებით ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; ინტეგრირებული ადგილობრივი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ