გორის მერიამ ავტობუსის მგზავრებისთვის “დაპატიჟების პერიოდი” განსაზღვრა

742

“დაპატიჟება, არის ერთი და იგივე ავტობუსში მგზავრის მიერ ელექტრონული გადახდის საშუალებით სამგზავრო ტარიფით განსაზღვრული ღირებულების რამდენჯერმე გადახდის შესაძლებლობა” , – ასე განმარტავს გორის მუნიციპალიტეტის მერია მუნიციპალურ ტრანსპორტში ერთი ბარათით რამდენიმე ბილეთის აღების შესაძლებლობას. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

ეს იმას ნიშნავს, რომ მგზავრს შეუძლია შემხვედრ ნაცნობს თუ ახლობელს თავისი ბარათით აუღოს ბილეთი.

“ერთსა და იმავე ავტობუსში მეორე და შემდგომი გატარებისას, მგზავრი იხდის ბილეთის სრულ ღირებულებას „დაპატიჟების პერიოდის“ ფარგლებში. „დაპატიჟების პერიოდად“ ერთი და იგივე ავტობუსში განისაზღვრება 15 წუთი.“- განმარტავენ მერიაში.

უწყების ცნობით, პირისთვის, რომელიც მგზავრობს მუნიციპალური ავტობუსებით, პირველი მგზავრობის საფასურის გადახდის შემდეგ, ერთი საათის განმავლობაში აღნიშნული ავტობუსებით განხორციელებული შემდგომი მგზავრობები უფასოა.

“შეღავათით სარგებლობის ერთსაათიან პერიოდში განმეორებითი მგზავრობისას მგზავრმა კვლავ უნდა გაატაროს ელეტრონული გადახდის საშუალება ელეტრონული გადახდის სპეციალურ მოწყობილობაზე და ავტობუსში მოქმედი გადახდის სისტემა უზრუნველყოფს ნულოვანი ტარიფის დაანგარიშებას – სისტემა დაიანგარიშებს წინა ფასიანი მგზავრობის დროს და თუ მის შემდეგ არ არის გასული საშეღავათო ერთსაათიანი პერიოდი, მგზავრობის ღირებულებაში დააფიქსირებს 0 თეთრს” , – აცხადებენ მერიაში.

მათივე ცნობით, გამონაკლისს წარმოადგენს დაპატიჟების შემთხვევა.