აჭარის 2021 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პლენარულ სხდომაზე გატანას უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა და აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტების წევრებმა მხარი დაუჭირეს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, რომელსაც აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე უძღებოდა, საბიუჯეტო კანონის პროექტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა. მომხსენებლის განცხადებით, შემოსულობების ნაწილში...
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმაურება ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას ელექტროენერგიის ტარიფის მატებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ტარიფის მატება არ იგეგმება.
სემეკი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.
„ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ იცვლება. ტარიფების მატებასთან დაკავშირებით ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გავრცელებული არასწორი ინფორმაცია წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ...
აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში, ბათუმის ბულვარში სხვადასხვა კულტურული პროგრამაზე დასწრების საშუალება ჰქონდათ.
ბათუმის ბულვარში საზაფხულო თეატრთან და ანბანის კოშკთან ფრანების შოუ, ჯაზბიგბენდის კონცერტი, მოძრაობის თეატრის პანტომიმა, ავიაშოუ, ლათინო-ამერიკული ცეკვების შოუ და ულამაზესი საბალეტო წარმოდგენა მიმდინარეობდა.
სპეციალურად სეზონის გახსნისთვის აჭარაში მოქმედი ყველა სახელმწიფო მუზეუმი, განახლებული პეტრა და...
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, სხდომას ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, კანონის პროექტი კი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა.
„ფუტკარაძის განცხადებით, ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში 85 მილიონით იზრდება და მთლიანობაში 414 მილიონ ლარს აჭარბებს. იზრდება ყველა მხარჯავი უწყებისა და ორგანიზაციის ბიუჯეტი. 10 მილიონი ლარი...
ნარგავები, რომელშიც თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ 22 000 ლარი გადაიხადა, გახმა. მრავალწლოვანი წიწვოვანი ნარგავებისა და სეზონურ ყვავილებისათვის თანხა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. ამის შესახებ რადიო ჰერეთი წერს.
სამუშაოები თელავის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურმა შეასრულა. ნარგავების უდიდესი ნაწილი უკვე გახმა, ხოლო დარგული მცენარეების რაოდენობა კი დაგეგმილზე ბევრად ნაკლებია.
თელავის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, პეტრე ჯავახიშვილის განმარტებით, ნარგავები არ გამხმარა და ინფორმაცია სწორი არ არის.
” მოსაზრება...
დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პროცესი გრძელდება. დღეს ქუთაისში ბინების გასაღებები დევნილ ვეტერანთან 60-მა ოჯახმა მიიღო.
ცერემონიას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურად დაუცველების მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაესწრო.
„მიხარია, რომ დღეს ასეთი პოზიტიური ღონისძიებით ვუბრუნდები ჩემს სამუშაო გარემოს. ვთვლი, რომ ძალიან დიდი ბედნიერებისა და სიხარულის მომტანია, როდესაც ხედავ, თუ რამდენი ოჯახის დახმარება შეგიძლია და დღეს ნამდვილად განსაკუთრებული დღეა, ვინაიდან წელს დევნილთა სააგენტომ...
ივლისის თვიდან ქვეყანაში მასობრივი იმუნიზაცია დაიწყება, ამისთვის მობილიზებულია ყველა რესურსი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მასობრივი იმუნიზაციისთვის მობილიზებულია ამცრელი ბრიგადებიც.
„ქვეყანაში აბსოლუტური მზაობაა, ეს პროცესი მიმდინარეა. როგორც დაანონსებულია, ივლისის თვიდან უკვე დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია ქვეყანაში, ამისთვის მობილიზებულია ყველა რესურსი, როგორც ამცრელი ბრიგადები, ასევე ამცრელი ბრიგადებისთვის საჭირო გადამზადებები და ტრენინგები. ასევე, ის საჭირო მოცულობები, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია....
წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობას აქტიურად აგრძელებს, დასრულების ფაზაშია ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში სვანებისა და ფრანგების უბნის სტაბილური წყალმომარაგებისთვის საჭირო სამუშაოები.
წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, 700-მდე ადგილობრივი 24 საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყლის სათავე ნაგებობა, ორი ჭაბურღილი და საქლორატორო.
„დღეის მდგომარეობით, ადგილობრივები წყალს ეზოში არსებული ჭების მეშვეობით იღებენ და სოფელში, წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა...
გლდანის რაიონში, ლესელიძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებასთან ერთად, ხვალიდან ავტობუსი N51 ძველი, დადგენილი სქემით იმოძრავებს.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ლესელიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების მსვლელობის პერიოდში, ავტობუსი N51 გადაადგილდებოდა შეცვლილი მარშრუტით - მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“, თიანეთის გზატკეცილზე სვლას მარცხნივ მოხვევით განაგრძობდა.
მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ავტობუსი მგზავრებს ძველი, დადგენილი სქემით მოემსახურება, რომლის მიხედვითაც, მგზავრების მომსახურებას მე-8 მიკრორაიონის მიმართულებითაც შეძლებს.
მიმზიდველი იქნება ტურისტისთვის, რომ ჩამოვიდეს და 10 საათზე სახლში გაიქცეს? ერთი მხრივ, ვამბობთ, რომ ეკონომიკა უნდა ავამოქმედოთ და მეორე მხრივ, ისეთ რეგულაციებს ვტოვებთ, რაც ამას ხელს უშლის,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ტურისტული სეზონის გახსნას გამოეხმაურა.
ჩიხლაძე აცხადებს, რომ „კომენდანტის საათის“ მოქმედების პირობებში საქართველო ტურისტებისთვის მიმზიდველი ვერ იქნება. მისი თქმით, ხელისუფლებას სექტორში დასაქმებული ადამიანების ვაქცინირებაზე და...
რუსთავის მუნიციპალიტეტი მოდერნიზაციას 11 ლიფტს ჩაუტარებს. სამუშაოების ღირებულება 370 000 ლარს შეადგენს, დამატებით 120 ათასი ლარი კი 10 ლიფტის შეკეთებას მოხმარდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო ლაცაბიძის ბიურო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქალაქში უნდა იყოს ისეთი ლიფტები, რომელიც მგზავრობას უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის.რუსთავის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გაუმართავი და სარეაბილიტაციო ლიფტებია. ამ ეტაპზე რუსთავის მუნიციპალიტეტი მოდერნიზაციას ჩაუტარებს 11 ლიფტს. სამუშაოების ღირებულება 370 000...
ნინოწმინდაში, სოფელ სპასოვკაში მცხოვრებლები, რომლებიც საპატრიარქოს საძოვრების მითვისებაში ადანაშაულებენ და უკან დაბრუნებას ითხოვენ, პოლიციაში დაიბარეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„პოლიციიდან დაგვირეკეს და ორნი წავედით. დაინტერესდნენ მაშინ ვინ გადასცა საპატრიარქოს მიწა და რამდენი ადამიანი სარგებლობდით საძოვრებით“, - ამბობს სპასოვკის მცხოვრები, ფირუზ ვანაძე.
მისივე თქმით, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სადავო 114 000.00 კვ.მ. ფართის ამჟამინდელი მესაკუთრე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაა.
“რადგან ნინოწმინდის პანსიონში ასეთი...
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველში საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის მერია 700 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზეა გამოქვეყნებული.ინფორმაციას toktv.ge აქვეყნებს.
ტენდერი ორ ეტაპად არის გამოცხადებული. პირველ ეტაპზე 2021 წლის ბიუჯეტიდან 480 ათას ლარზე მეტის გამოყოფა, ხოლო 2022 წლის ბიუჯეტიდან 238 ათას ლარზე მეტის გამოყოფა იგეგმება. შესაბამისად ტენდერში მონაწილეობის მსურველმაც ხარჯები ორ წელზე უნდა გადაანაწილოს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში...
ბორჯომში, ახალ უბანში სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
პროექტის მიხედვით მოეწყო დასასვენებელი სივრცე, განთავსდა საბავშვო ატრაქციონი, სკამები და ფანჩატური. ტერიტორიაზე საყრდენი კედელი მოეწყო, რომელიც ბუნებრივი ქვით მოპირკეთდა. მიმდებარედ მოეწყო პარკინგის ზონა და მოაჯირები. დამონტაჟდა გარე-განათება. ტერიტორია გამწვანდა.
სკვერის მოსაწყობად 72 791 ლარი დაიხარჯა.
ქედის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვედა აგარაში ეკოლოგიური პროცესები წლების წინ დაიწყო. ქვათაცვენამ და მეწყრულმა პროცესებმა იქ, არაერთი საცხოვრებელი სახლი დააზიანა. მიუხედავად იმისა, რომ გეოლოგებმა, რისკის ზონაში მცხოვრები ოჯახების განსახლების რეკომენდაცია არაერთხელ გასცეს, ხელისუფლებამ, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი გარემოდან, ოჯახების გაყვანა დღემდე ვერ მოახერხა. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
დაზარალებულებს შორისაა თებიძეების ოჯახი. ხევა თებიძე გვიყვება, რომ ფერდობიდან ჩამოცვენილმა ლოდებმა, საცხოვრებელი სახლის აივანი...
მუხნარის ტყის აღდგენის ღონისძიებები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„ქუთაისის მიმდებარედ არსებული მუხნარი ტყე მოსახლეობაში საღორიის ტყის სახელით არის ცნობილი. ეს მართლაც უნიკალური ტერიტორია, სადაც ენდემური და წითელი ნუსხის სახეობა, იმერული მუხა გვხვდება ბოლო ათწლეულების მანძილზე მუდმივ ანთროპოგენულ ზემოქმედებას განიცდის. უკანონო ჭრებმა, ნარჩენებით დაბინძურებამ და სხვა ფაქტორებმა, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავალი ათწლეულის განმავლობაში ზემოქმედებდა,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































