ქუთაისში დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს ბინები გადაეცა

411

დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პროცესი გრძელდება. დღეს ქუთაისში ბინების გასაღებები დევნილ ვეტერანთან 60-მა ოჯახმა მიიღო.

ცერემონიას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურად დაუცველების მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაესწრო.

„მიხარია, რომ დღეს ასეთი პოზიტიური ღონისძიებით ვუბრუნდები ჩემს სამუშაო გარემოს. ვთვლი, რომ ძალიან დიდი ბედნიერებისა და სიხარულის მომტანია, როდესაც ხედავ, თუ რამდენი ოჯახის დახმარება შეგიძლია და დღეს ნამდვილად განსაკუთრებული დღეა, ვინაიდან წელს დევნილთა სააგენტომ ახალი ინიციატივა დანერგა, რომლის ფარგლებშიც საშუალება გვეძლევა ვეტერანი დევნილი მოქალაქეებისთვის გავაუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები, გადავცეთ საცხოვრებელი ბინები და სწორედ ეს ღონისძიება არის დღეს“, – განაცხადა მინისტრმა.