წინა სტატია
"შოკში ჩავვარდი. ვერ წარმომიდგენია, მე რომ ვიჯდე ახლა კაბინეტში და ვიყო მერი,"- თქვა ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ "ფორმულას" ეთერში.
გუშინ "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ თბილისის მერობისთვის ბიზნესმენი თემურ ჭყონია "ძალიან კარგი კანდიდატი" იქნება.
"შოკში ჩავვარდი. ვერ წარმომიდგენია, მე რომ ვიჯდე ახლა კაბინეტში და ვიყო მერი. გადახედეთ თქვენს ნაცნობებს, გაიკითხეთ, გამოიკითხეთ და გეტყვიან, რომ მე ეგეთი ამბიციები არ...
შემდეგი სტატია
"ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ თბილისის მერობისთვის ბიზნესმენი თემურ ჭყონია "ძალიან კარგი კანდიდატი" იქნება.
ტელეკომპანია პირველის ეთერში ჟურნალისტის კითხვას, შესთავაზეს თუ არა თბილისის მერობა თემურ ჭყონიას, მამუკა ხაზარაძე პასუხობს:
"თემურ ჭყონია იქნება ძალიან კარგი კანდიდატი, ჩემი აზრით. უპარტიო, ძალიან კარგი. მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტი საქმიანი ხალხო მოვა, რომელსაც არ აქვს პარტიული მიკერძოება და არის თავისუფალი და სულ კრიტიკულად გამოთქვამს...
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე დღეს, 30 ივნისს, 23:00 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა აღარ იმოქმედებს.
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შესაბამისი გადაწყვეტილება 22 ივნისს მიიღო. კერძოდ, პირველი ივლისიდან უქმდება გადაადგილებაზე შეზღუდვა, რომელიც 23:00 საათიდან 04:00 საათამდე მოქმედებდა. ამასთან, საბჭოში დააზუსტეს, რომ შეზღუდვა აღარ იმოქმედებს 30 ივნისის საღამოს თერთმეტი საათიდან.
მობილობის შესამცირებლად, გადაადგილებაზე შეზღუდვა 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებდა. 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც...
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურის მოსახლეობა გაზიფიცირებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მოსახლეობა საჭმელს ხშირად ნახშირსა და შეშის ღუმელზე აკეთებს. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
” ოცდამეერთე საუკუნეში კიდევ გაზი არ გვაქვს. ვისაც ავტომობილი ჰყავს, ის ახერხებს გაზი იყიდოს. ოჯახების უმრავლესობა ნახშირსა და შეშის ღუმელს იყენებს. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს- ” ამბობს ლეჩურში მცხოვრები ლაურა თეთრაული.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელი, დავით ქსოვრელიშვილი...
კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტში ინიცირებულია.პროექტი 91 დეპუტატის ხელმოწერით პარლამენტის აპარატის შესაბამისს სამსახურს უკვე გადაეცა. პროექტს "ქართული ოცნების" წევრებთან ერთად, ხელს აწერენ: "მოქალაქეების", "გირჩის", "სტრატეგია აღმაშენებლის" და „ლელოს“ წარმომადგენლები.
მმართველი გუნდისა და ოპოზიციის კონსულტაციების შედეგად შეჯერებული პროექტის მიხედვით, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 2%-ია და დადგენილია მანდატების პროპორციული განაწილების წესი.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე პუნქტით, საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად წევრთა რაოდენობა...
ახალგაზრდობის სააგენტოს განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების გრძელვადიანი პროგრამა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდობის სააგენტო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ახალგაზრდობის სააგენტოს განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს „ახალგაზრდობა მნიშვნელოვანია“ საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭო (NCYOG) ერთი წლის განმავლობაში ახორციელებდა.
საპილოტე პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებას და მათი განვითარების ხელშეწყობას.
პროექტის ფარგლებში საქართველოს ყველა რეგიონიდან გადამზადდა 30 ახალგაზრდული ორგანიზაციის 90 წარმომადგენელი შემდეგი...
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის მიერ 2020 წელს გაწეული და 2021 წლის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, კომიტეტის სხდომას თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე უძღვებოდა.
მათივე ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორის, გოჩა ბერიძის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა ცნობად...
კახეთში სასმელი წყლის დეფიციტია. მოსახლეობა წყალს დღეების განმავლობაში ვეღარ იღებს.
თელავის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში სასმელი წყლის უკვე ათდღიან უქონლობასაც უჩივიან. ამის შესახებ რადიო ჰერეთი წერს.
” ათი დღეა, სოფელ კურდღელაურში, სულხანიშვილის ქუჩაზე წყალი არ მოსულა. არც არავინ პატრონი გვყავს. გაუსაძლისი ვითარებაა. რომ ჰკითხო, სულ რაღაცას არემონტებენ, ახლა საერთოდ, ტელეფონის ნომრები აქვთ დაბლოკილი, იმისათვის, რომ არ გვიპასუხონ. სად წავიდა დაპირებული 24 საათიანი...
თბილისის მერ, კახა კალაძის განცხადებით, გარეგანათებების შეცვლის მიმართულებით ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც არ დაიხარჯება, - განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
მერის თქმით, მიზანმიმართულად მიმდინარეობს არასწორი ინფორმაციის გავრცელება, თითქოს დედაქალაქის ბიუჯეტიდან ქალაქში სანათების შეცვლაზე 23 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს.
„ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი ამ მიმართულებით არ იხარჯება. გამარჯვებულ კომპანიას ექნება ვალდებულება მოიძიოს თანხები და ამ თანხებით განახორციელოს...
ქუთაისის მერია დევნილებს ამორტიზებული შენობის დატოვებას აიძულებს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ, გუგუნავას ქუჩა #12-ში სოციალური საცხოვრისის მოწყობა გადაწყვიტა. შენობაში კი სარეკონსტრუქციო სამუშაოები ისე დაიწყო, რომ იქ მცხოვრები ექვსი ოჯახის ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილების საკითხი ჯერ ისევ გაურკვეველია. დევნილებს ახლა ცხოვრება მტვერსა და ხმაურში, სამშენებლო მასალებთან ერთად უწევთ.
პერიოდულად, შენობაში მცხოვრებლები კომპანიას სამუშაოების შესრულებაში ხელს უშლიან, თუმცა, ადგილზე 24 საათიან რეჟიმში...
აგრარულ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად, პირველი მოსმენით განიხილეს.
მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განმარტებით, კოდექსის ამოქმედების საწყის ეტაპზევე პრაქტიკაში გამოვლინდა გარკვეული ნორმების დახვეწისა და ახლებურად საკანონმდებლო მოწესრიგების საჭიროება.
„მიმდინარე წლის იანვარში ძალაში შევიდა ახალი „ტყის კოდექსი“, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული...
მარნეულის სოფელ შულავრის მოსახლეობა აცხადებს, რომ სოფელში გარეგანათება გაუკეთეს, მაგრამ ამ დრომდე შუქი არ ჩაურთავთ. მათი თქმით, ორ თვეზე მეტია, რაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფელში გარეგანათების მოწყობის სამუშაოები დაასრულა, მაგრამ განათება არ ჩაურთავთ. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
„ჩვენ შუქის პრობლემა გვაწუხებს. 2 თვე და 10 დღეა შუქი არაა. მივმართეთ და გვეუბნებიან მოვალთ და გავაკეთებთო. მანქანას ველოდებითო, მაგრამ დღესაც არ მოსულან,“...
სოფელ არაფლოს, ახლომახმუდლოს, ენიქენდის და სეიდგოჯალოს მოსახლეობის ნაწილი დღეს, 28 ივნისს, მარნეულის მერიის წინ სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარების მიზნით შეიკრიბა.
მოსახლეობა რადიო "მარნეულთან" საუბრისას აცხადებს, რომ 15 დღეზე მეტია, რაც სოფლებში სარწყავი წყალი არაა, რის გამოც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი უფუჭდებათ.
„ჩვენ ხელშეკრულებებიც გვაქვს, რომ წყალი გვეკუთვნის, უკვე მეორე კვირაა, რაც სარწყავ წყალს ვითხოვთ, გვეუბნებიან დღეს იქნება, ხვალ იქნებაო, მაგრამ წყალი ამ დრომდე...
გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების 20 შშმ ვეტერანი ქობულეთში გაემგზავრა, სადაც ისინი 10 დღიან სარეაბილიტაციო კურსს გაივლიან. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
"მერიის დახმარებით, ჩვენი ვეტერანები წელს მეოთხედ მიდიან ზღვაზე. ამ ბიჭებმა თავისი ვალი მოიხადეს და ისინი უფრო მეტს იმსახურებენ. ვუსურვებ კარგად ყოფნას, ჯანმრთელობას. ჩვენ რაც შეგვეძლება, ყველანაირად მათ...
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი, დაპირებული ერთი მილიარდი ლარის ნაცვლად, 1 192 526 769 ლარია.
როგორც მან თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის ანგარიშზე განაცხადა, 2018-2021 წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტმა, დაახლოებით, ორ მილიარდ ლარზე მეტი ინფრასტრუქტურულ, ხოლო მილიარდ ლარზე მეტი სოციალურ და ჯანდაცვის პროექტებზე დახარჯა.
„მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2018 წელს შეადგენდა 1 086 863 570 ლარს, 2019 წელს – 1 106...
წინა სტატია
გორის მერის მოადგილეები ყოფილი პარლამენტარი, თამაზ შიოშვილი და "სილქნეტის" რეგიონალური წარმომადგენელი, ნიკოლოზ ღვინიაშვილი გახდნენ.
რადიო "მოზაიკა" დაინტერესდა, რის მიხედვით და როგორ მოხდა მათი შერჩევა აღნიშნული პოზიციებისთვის. თამაზ შიოშვილზე, გორის მერი ამბობს, რომ პირადი ურთიერთობა ჰქონდა მის მიერ შეირჩა, 33 წლის ღვინიაშვილზე კი აცხადებს, რომ რეკომენდაცია მას გუბერნატორმა და "ქართული ოცნების" ცენტრალურმა ოფისმა გაუწია. კონსტანტინე თავზარაშვილოი არ უარყოფს, რომ ამ თანამდებობაზეც კანდიდტურა თავად შეარჩია,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































