დღეს, 23:00 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა აღარ იმოქმედებს

252

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე დღეს, 30 ივნისს, 23:00 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა აღარ იმოქმედებს.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შესაბამისი გადაწყვეტილება 22 ივნისს მიიღო. კერძოდ, პირველი ივლისიდან უქმდება გადაადგილებაზე შეზღუდვა, რომელიც 23:00 საათიდან 04:00 საათამდე მოქმედებდა. ამასთან, საბჭოში დააზუსტეს, რომ შეზღუდვა აღარ იმოქმედებს 30 ივნისის საღამოს თერთმეტი საათიდან.

მობილობის შესამცირებლად, გადაადგილებაზე შეზღუდვა 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებდა. 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ფეხით, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა იყო აკრძალული.

2021 წლის პირველი ივნისიდან შეზღუდვის პერიოდი შემცირდა და 23:00 საათიდან დილის ოთხ საათამდე მოქმედებდა.