საქართველოს ეროვნულმა ასტროფიზიკურმა ობსერვატორიამ ვიზიტორთა მიღება აბასთუმანში, მთა ყანობილზე დაიწყო. პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო, ღამის ვიზიტები და ტელესკოპით ცის დათვალიერება შეჩერებულია. ვიზიტორების მიღება მოხდება ჯგუფებად, ასტროგიდების თანხლებით. ჯგუფის შემადგენლობა შეზღუდულია 5-დან 25-მდე ვიზიტორით. ასტროტურები იწყება 11:00 საათიდან. ბოლო ჯგუფის მიღება მოხდება 20:00 საათზე. დამთვალიერებლებმა ობსერვატორიის ტერიტორია უნდა დატოვონ არაუგვიანეს 21:30-ისა. „ასტროტური მოიცავს ობსერვატორიის 40 სმ-იანი რეფრაქტორის შენობაში განთავსებული სივრცეების ვიზიტს და შედგება...
''ცოცხალი ძაღლები ნაგავსაყრელზე ეყარა, ეს ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო'' - აცხადებენ მოქალაქეები, რომლებიც ამ წუთებში ბათუმის მერიასთან არიან შეკრებილები და აქციას მართავენ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ ათობით მიუსაფარი ძაღლი ნაგავსაყრელზე იყო, მათ ჰქონდათ დაზიანებები და საკვების გარეშე იყვნენ დარჩენილები. მოქალაქეები ამბობენ, რომ მოგვიანებით შემთხვევის ადგილას მივიდნენ და რამდენიმე მათგანი გამოიყვანეს, მიუტანეს საკვებიც. მათივე თქმით, ეს...
საქართველოში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის წესი შეიცვალა, მსურველები ამიერიდან რეგისტრაციას ცენტრალიზებულად, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში გაივლიან და ტესტირების პროცესსაც ეს უწყება გაუწევს ორგანიზებას. შეცვლილია სასწავლებლებში აპლიკანტების ჩარიცხვის წესიც.ახალი წესის თანახმად, პროგრამაზე ჩარიცხვის პროცესის დაგეგმვა და ორგანიზება შემდეგი ეტაპებისგან შედგება: ა) დაწესებულების მიერ ანკეტა-კითხვარის შევსება; ბ) აპლიკანტთა რეგისტრაცია; გ) შერჩევა; დ) აპლიკანტთა რეიტინგული სიის შედგენა, რომლის ფორმა მტკიცდება სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში...
თელავში კავკასიონის დასახლებაში მცხოვრები ოჯახები მიმდებარე ტერიტორიის ეკალ–ბარდისა და ნაგვისგან გაწმენდას ითხოვენ. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ტერიტორია, რომელიც დაბინძურებული და ქვეწარმავლებით სავსეა, საცხოვრებელ კორპუსებთან და დასასვენებელ სკვერთან ახლოსაა, რაც საფრთხის შემცველია. ” სავსეა აქაურობა ეკალ- ბარდით და ქვეწარმავლების თავშესაფრადაა გადაქცეული. იქვეა ბავშვთა დასასვენებელი სკვერი. აქა-იქ გუბეები დგას, სადაც ნაგავი ყრია და რა ბინადრობს, კაცმა არ იცის. რამე დაავადება...
იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული საბიუჯეტო დაფინანსება დაკარგეს, დაფინანსების მიღების უფლება 2021 წლის 1 აგვისტოდან აღუდგებათ. ამასთან, ასეთ პარტიებს ყველა ის თანხა მიეცემათ, რომელსაც ისინი ბიუჯეტიდან მიიღებდნენ, დაფინანსების მიღების უფლება რომ არ დაეკარგათ. ეს პარტიებია “გირჩი“ და “ალეკო ელისაშვილი − მოქალაქეები“. ამ მიმართულებით “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა კიდევ ერთხელ იგეგმება, რომელიც 6 ივლისის ბიუროს სხდომაზე...
ბორჯომის მერია, მერის მოვალეობის შემსრულებლის დავით ზაალიშვილის ინიციატივით ახალ კამპანიას იწყებს, სახელწოდებით „მწვანე ქალაქის მეგობრები“. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კამპანიის მიზანი მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა. კამპანიის ფარგლებში მოხდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიის გამოვლენა და მოქალაქეების ჩართულობით მისი დასუფთავება. „ბორჯომის მერია მოგიწოდებთ გახდეთ მწვანე ქალაქის მეგობრები, თქვენს უბნებში შექმნათ ჯგუფები, მოიძიოთ შესაბამისი ადგილი, ჩაატაროთ დასუფთავების აქცია და ჩაწეროთ ვიდეო მიმართვა, სადაც...
ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებს საკონკურსო საბუთების წარდგენა 6 ივლისის ჩათვლით შეუძლიათ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. “ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებს საკონკურსო საბუთების წარდგენა, ან გაგზავნა შეუძლიათ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ათონელის ქ. №25 -ში, საკონკურსო კომისიაში, ან ელფოსტზე: info@president.gov.ge 6 ივლისის ჩათვლით. ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად...
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საქართველოს მასშტაბით წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს. მათივე ცნობით, ამჯერად, საპროექტო სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების - ცხვარიჭამიის, თეზამისა და კევლიანის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობისთვის დაიწყო. საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 11 მილიონ ლარამდე მოხმარდება. გარდა ამისა, კომპანიის ინფორმაციით, არსებული მდგომარეობით, სოფლებში არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა. "ტერიტორიაზე არსებული წყლის სათავე ნაგებობა ამორტიზებულია და საჭიროებს რეაბილიტაციას. ასევე, არ...
აჭარა ტურისტებისთვის მხოლოდ სანაპირო ზოლით არ არის მიმზიდველი, დამსვენებლები ცხელ სეზონზე არც მთის კურორტებზე ამბობენ უარს. მათ შორის ერთ-ერთი ბეშუმია, სადაც სეზონისთვის მზადება უკვე დაწყებულია. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. გასულ წლებისგან განსხვავებით გვპირდებიან, რომ ელექტროენერგიის პრობლემა არ შეგვექმნება. რაც შეეხება გზას, მიმდინარეობს ხულო-გოდერძისა და კურორტის შესასვლელი გზების რეაბილიტაცია. სიუჟეტის სანახავად გადადით ბმულზე.
2021 წლის ბიუჯეტის ცვლილებებით სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები ჯამში 1 175 მლნ ლარით, ხოლო გადასახდელები 1 114.3 მლნ ლარით იზრდება - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების წარდგენისას. მისი თქმით, ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში: • COVID-19-ის მართვის ნაწილში ჯანდაცვის ხარჯები იზრდება 446,0 მლნ ლარით; • ბავშვების სოციალური დახმარების გაორმაგებისთვის გამოიყოფა 75,0 მლნ ლარი; • დევნილთა სახლებით უზრუნველყოფაზე დამატებით...
ვამაყობ ამ 4 წლით, რისი გაკეთებაც შევძელით, თუმცა რა თქმა უნდა, რომ არა პანდემია, უფრო მეტი კონკრეტული საქმეების გაკეთება იყო შესაძლებელი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა. კალაძემ მისი საქმიანობის 4 წელი შეაფასა და იმ 7 ძირითად მიმართულებაზე ისაუბრა, რომელიც მისი საარჩევნო პროგრამის შემადგენელი ნაწილი იყო. „ყველა მიმართულებით ძალიან მკაფიო, კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული. ძალიან მასშტაბური პროექტებია განხორციელებული,...
წლევანდელი პროგნოზი შეგვეცვალა და წელს, ჩვენი პროგნოზით, რომელიც ფინანსთა მინისტრმა წარმოადგინა, ეკონომიკის ზრდა იქნება 7,7%“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობა ის სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი 57,02 მილიარდი ლარი იქნება. „როდესაც 4 თვის წინ დავიწყეთ ეკონომიკის გახსნა და რეგულაციების მოხსნა, ამან საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები გააჩინა ბიზნესში და ზოგადად, ქვეყანაში. ჩვენ გვქონდა უპრეცედენტო...
ვინაიდან მთელ მსოფლიოში, გარდა ამერიკისა და ისრაელისა ვერ ხერხდება, რომ ქვეყნის მთელმა მოსახლეობამ „ფაიზერით“ აიცრას, უბრალოდ არ არის ამდენი „ფაიზერი“ ფიზიკურად, ამიტომ ჩვენ უნდა ავიცრათ იმ ვაქცინით, რომელიც გვაქვს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალზე შეფერხება მალე მოიხსნება და ხვალიდან მასიური ვაქცინაცია დაიწყება. „შეფერხება ხშირად არის და არა მარტო ვაქცინაციის პროცესში და ვაქცინაციის საიტზე,...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცვანეს ადმინისტრაციულ ერთეულში, ერგეტის ცენტრიდან ცვანეს ცენტრამდე და ცვანეს ცენტრიდან ანაკლიის ზღვის სანაპირომდე გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, სამუშაო პროცესს ადგილზე მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიგა მელია გაეცნენ. როგორ მერიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, გზა წლების განმავლობაში ავარიული იყო და მოსახლეობას პრობლემას უქმნიდა. გზის რეაბილიტაცია კი მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი...
ოზურგეთის მერიასთან მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. შეკრებილების განცხადებით, გომის მთაზე ვერ ახერხებენ სამშენებლო მასალების შეტანას, რათა საცხოვრებელი ფართებს რეაბილიტაცია ჩაუტარონ. მოსახლეობის თქმით, გომის მთაზე მორატორიუმია გამოცხადებული და კურორტზე სამშენებლო მასალების შეტანა აკრძალულია. მათი თქმით, ოფიციალურ უწყებებში უთხრეს, რომ კურორტზე ქაოსური მშენებლობა მიმდინარეობს. მოსახლეობის განცხადებით, მათ საცხოვრებელი სახლები საკუთრებაში აქვთ და მორატორიუმი მათ არ უნდა ეხებოდეთ. მოსახლეობა ოზურგეთის მერიას მიმართავს და აცხადებენ, რომ თუ...
დღეიდან საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია იწყება. COVID-19-ის საწინააღმდეგო Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა ქვეყანაში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. მასობრივი ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით ამცრელ კლინიკებსა და სამედიცინო დაწესებულებებში ემატება კაბინეტები და პერსონალი. მთავრობის გეგმის მიხედვით, 3 თვეში ნახევარი მილიონი ადამიანი აცრილი უნდა იყოს. წლის ბოლომდე კი ვარაუდობენ რომ ზრდასრული მოსახლეობის 60% სრულად ვაქცინირებული იქნება.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ