დღეიდან საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია იწყება.
COVID-19-ის საწინააღმდეგო Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა ქვეყანაში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. მასობრივი ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით ამცრელ კლინიკებსა და სამედიცინო დაწესებულებებში ემატება კაბინეტები და პერსონალი.
მთავრობის გეგმის მიხედვით, 3 თვეში ნახევარი მილიონი ადამიანი აცრილი უნდა იყოს. წლის ბოლომდე კი ვარაუდობენ რომ ზრდასრული მოსახლეობის 60% სრულად ვაქცინირებული იქნება.