კალაძე: ვამაყობ ამ 4 წლით, რისი გაკეთებაც შევძელით

687

ვამაყობ ამ 4 წლით, რისი გაკეთებაც შევძელით, თუმცა რა თქმა უნდა, რომ არა პანდემია, უფრო მეტი კონკრეტული საქმეების გაკეთება იყო შესაძლებელი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

კალაძემ მისი საქმიანობის 4 წელი შეაფასა და იმ 7 ძირითად მიმართულებაზე ისაუბრა, რომელიც მისი საარჩევნო პროგრამის შემადგენელი ნაწილი იყო.

„ყველა მიმართულებით ძალიან მკაფიო, კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული. ძალიან მასშტაბური პროექტებია განხორციელებული, რაც ნამდვილად საამაყოა. ვამაყობ ამ 4 წლით, რისი გაკეთებაც შევძელით, თუმცა რა თქმა უნდა, რომ არა პანდემია, უფრო მეტი კონკრეტული საქმეების გაკეთება იყო შესაძლებელი. ძალიან მძიმე ორი წელი გვქონდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მათ წერტილი დაუსვეს ქალაქში ქაოსურ განაშენიანებას.

„წერტილი დავუსვით იმ მავნე პრაქტიკას, როდესაც რეკრეაციული სივრცეები, სპორტული მოედნები ნადგურდებოდა და მათ ადგილზე კორპუსები შენდებოდა“, – დასძინა კალაძემ.

კიდევ რა საკითხებს შეეხო თბილისის მერი ინტერვიუში, ნახეთ „იმედის კვირის“ სიუჟეტში.