ღარიბაშვილი: წელს ეკონომიკის ზრდა 7,7%, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი 57,2 მილიარდი ლარი იქნება

298

წლევანდელი პროგნოზი შეგვეცვალა და წელს, ჩვენი პროგნოზით, რომელიც ფინანსთა მინისტრმა წარმოადგინა, ეკონომიკის ზრდა იქნება 7,7%“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობა ის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი 57,02 მილიარდი ლარი იქნება.

„როდესაც 4 თვის წინ დავიწყეთ ეკონომიკის გახსნა და რეგულაციების მოხსნა, ამან საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები გააჩინა ბიზნესში და ზოგადად, ქვეყანაში. ჩვენ გვქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა 45%-ის ფარგლებში. მაისში გვქონდა 25%-იანი ზრდა, რამაც განაპირობა ის, რომ წლევანდელი პროგნოზი შეგვეცვალა და წელს, ჩვენი პროგნოზით, რომელიც ფინანსთა მინისტრმა წარმოადგინა, ეკონომიკის ზრდა იქნება 7,7%, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი 57,2 მილიარდი ლარი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.