ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია, ჩვენ, დიდი ალბათობით შეიძლება შევიდეთ მძიმე, მეოთხე ტალღაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება და დაავადებათა კონტროლის ცენტრი საკოორდინაციო საბჭოზე სამი რეკომენდაციით წარსდგა, რაც გულისხმობს ვაქცინაციის მეტ ინტენსიფიცირებას, ტესტირების კიდევ უფრო მეტად გაფართოებას და არსებული რეკომენდაციების და შეზღუდვების სრულად დაცვას. „დაწყებული მთავრობით...
ჩინური ვაქცინები სინოფარმი და სინოვაკი შედის იმ შვიდ ვაქცინათა ჩამონათვალში, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის ავტორიზებული. ამიტომ, უმრავლესი ქვეყნები სცნობენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ შვიდივე ვაქცინას და შესაძლებელია მოგზაურობა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მოგზაურობისთვის დღეს მთავარი დოკუმენტი არის უარყოფითი PSR ტესტი, თუ ქვეყანას საქართველოსთვის განსაკუთრებული შეზღუდვა...
ორჯერ ვაქცინირებულებში არცერთი გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, რაც შეეხება ინფიცირების რაოდენობას ორჯერ ვაქცინირებულებში, ეს არის 0,3%, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. „რაც შეეხება ინფიცირების რაოდენობას ორჯერ ვაქცინირებულებში. ჩვენი მონაცემებით, ეს არის 0,3%, რაც საკმაოდ დაბალი პროცენტია. არცერთი გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ინფექციისგან 100%-ით არცერთი ვაქცინა არ...
დღევანდელი კოვიდპანდემიის სიტუაცია ძალიან მძიმეა და განსაკუთრებულ რისკებს მოსახლეობის ჯანმრთელობის თუ სხვა პროცესების განვითარების კუთხით რისკებს ხსნის, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ბოლო 2-3 დღის მანძილზე, დამატებით პედიატრიული საწოლების მობილიზება მოგვიხდა, რაც ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს. „გუშინდელი შემთხვევების რაოდენობა აღემატება 1800 შემთხვევას და მიუთითებს ბოლო...
უახლოეს დღეებში შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინა და მოსახლეობას ექნება საშუალება, რომ ამ ვაქცინით ჩაიტაროს ვაქცინაცია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. თამარ გაბუნია მოუწოდებს საზოგადოებას, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. „ინფექციის გავრცელების კუთხით რისკები იზრდება. ამდენად, მთავარი გადაწყვეტა ისევ და ისევ არის ვაქცინაციის პროგრამა. მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ზოგადად დაძაბული საზოგადოებრივი ფონისა ქვეყანაში, ამ შემთხვევაში ყველას ინტერესია,...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ბავშვებში მას შემდეგ გამოიყენებენ, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ფართო აღიარებას მიიღებს. გაბუნიამ „დელტა“ შტამზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ის საყურადღებო პაციენტის კლინიკაში მოხვედრის შემდეგაა. „დელტა“ შტამის ლაბორატორიულად დადასტურებული 72 შემთხვევაა, რაც შეეხება კლინიკურ მიმდინარეობას, საყურადღებოა იმ შემთხვევებში, როცა პაციენტი ხვდება ჰოსპიტალში. ბავშვების ვაქცინქციას რაც შეეხება, ჩვენ დღეს ვსაუბრობთ „ფაიზერით“ ვაქცინაციის ასაკის დაწევაზე...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება მძიმდება და ბოლო ორ კვირაში, აშკარაა კოვიდინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატება. „ეპიდსიტუაცია ძალიან მძიმეა და აყენებს განსაკუთრებულ რისკებს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზოგადად, საზოგადოების სოციალური და ნებისმიერი სხვა პროცესის განვითარების კუთხით. გუშინდელი შემთხვევების რაოდენობა 1 800-ს აღემატება. ეს, გარკვეულწილად, ჯამური მაჩვენებელია, თუმცა, მაინც მიუთითებს, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, შემთხვევების განსაკუთრებულ გააქტიურებაზე“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
საქართველოს-სომხეთის საზღვართან, სადახლო-ბაგრატაშენის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან, მდინარე დებედაზე, ახალი, „მეგობრობის ხიდის“ მშენებლობა დაიწყო.  ახალი ხიდის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ჰანსენმა, ამავე ბანკის ერევნის ოფისის ხელმძღვანელმა დიმიტრი ღვინდაძემ და ორი ქვეყნის სხვა ოფიციალურმა პირებმა დაათვალიერეს  „მეგობრობის ხიდის“ მშენებლობას, ...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, რეგიონების მასშტაბით მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. რეგიონული განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჯერად, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ წეროვანში წყალმომარაგების სისტემა ამორტიზებულია და შეცვლას საჭიროებს. მოსახლეობას წყალი დღის განმავლობაში 7 საათით მიეწოდება. პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი და რეზერვუარი მოეწყობა. გარდა ამისა რეაბილიტაცია ჩაუტარდება...
პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი რიგგარეშე სესიის 12 ივლისის პლენარულ სხდომაზე საბოლოო - მესამე მოსმენით განიხილა და 78 ხმით, ერთხმად მიიღო. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კანონპროექტი არეგულირებს შენობა-ნაგებობის ექსპლოატაციაში მიღების გარეშე ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხს. მოქმედი კანონმდებლობით შეუძლებელი იყო მშენებლობის შემდეგ, დასრულებული შენობის ექსპლოატაციაში მიღება, თუ სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას გამოვლინდებოდა გარკვეული დარღვევები. ცვლილებებით, ასევე, განისაზღვრება...
პარლამენტმა 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელ საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა ერთი თვით გაუხანგრძლივა. როგორც საკითხის მომხსენებელმა, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, კომისიის მანდატი 17 ივლისს იწურება და ამ დროში არსებული მასალის დამუშავება შეუძლებელია. როგორც მიქანაძემ აღნიშნა, კომისია დასკვნას სავარაუდოდ, თვის ბოლოს წარუდგენს ბიუროს სხდომას. „სხვადასხვა უწყებიდან საკმაოდ დიდი მოცეულობის ინფორმაცია იქნა გამოთხოვილი და ვითვალისწინებთ იმას, რომ გადათვლის პროცესის, 40-მდე ადამიანთან გასაუბრების...
აგრარულ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებმა „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების რატიფიკაციის საკითხი განიხილეს და მხარი დაუჭირეს. შეთანხმება შესაძლებლობას მისცემს საქართველოს მთავრობას, ასოცირების ხელშეკრულებით და ტყის კოდექსით აღებული ვალდებულებები საპილოტე რეგიონებში განახორციელოს. პროექტი მოიცავს საქართველოს სამი რეგიონის - გურიის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის 8 მუნიციპალიტეტს (ახმეტა, თელავი, დედოფლისწყარო, ყვარელი, თიანეთი, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური). „კლიმატის...
წინა სტატია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიზე, სადაც ჟურნალისტები იმყოფებიან, "ქართული ოცნების" დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძესა და "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორი ნიკა გვარამიას, ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს და ჟურნალისტ ვახო სანაიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ვასილ ჩიგოგიძეს, რომელიც პარლამენტის შენობიდან გამოვიდა, მედიის წარმომადგენლებმა ჰკითხეს, რატომ არ მისცეს უმრავლესობის წევრებმა ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში შესვლის საშუალება,რისი ლეგიტიმური უფლებაც აქვთ. ნიკა გვარამიამ დეპუტატს ჰკითხა, რატომ მიაყენა მან ჟურნალისტ ნენე დალაქიშვილს...
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 12,13,14,15 და 16 ივლისს 00:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე, ყოველ დღე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აღნიშნავენ, დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის დროს, ავტოტრანსპორტის...
ქრთამის აღებაში ბრალდებული, ბორჯომის ყოფილი მერი, ლევან ლიპარტია გაათავისუფლეს. საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი გოგიჩაიშვილი კი, ჯერჯერობით, ისევ პატიმრობაშია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.  ლევან ლიპარტია ციხიდან გუშინ გამოვიდა, მასთან დაკავშირება ამ ეტაპზე “სამხრეთის კარიბჭემ” ვერ შეძლო,  გათავისუფლების ფაქტი ახლობლებმა დაგვიდასტურეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მოქალაქე გიორგი ულუმბელაშვილი 2020 წლის 28 თებერვალს დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ განაშენიანების რეგულირების გეგმის საკრებულოს სხდომაზე გატანისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ, მეწარმეს ქრთამის სახით მოსთხოვა 200 000...
9 ივლისს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა  ა(ა)იპ–ებს, მათ შორის „ახალციხის ციხის“ და „ახალციხის  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დაფინანსების გაზრდას მხარი დაუჭირეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. მიმდინარე წელს „ახალციხის ციხე“ სუბსიდიის სახით 150 000 ლარს მიიღებს. გასულ წელს აღნიშნულ ა(ა)იპ–ს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 210 000 დაერიცხა. „მოგეხსენებათ პანდემია გრძელდება, მიუხედავად შეზღუდვების შემცირებისა, ტურისტების ნაკადი არაა იმ დონეზე რაც იყო...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ