ჩინური ვაქცინები სინოფარმი და სინოვაკი შედის იმ შვიდ ვაქცინათა ჩამონათვალში, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის ავტორიზებული. ამიტომ, უმრავლესი ქვეყნები სცნობენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ შვიდივე ვაქცინას და შესაძლებელია მოგზაურობა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მოგზაურობისთვის დღეს მთავარი დოკუმენტი არის უარყოფითი PSR ტესტი, თუ ქვეყანას საქართველოსთვის განსაკუთრებული შეზღუდვა არ აქვს დაწესებული.
„ჩინური ვაქცინები სინოფარმი და სინოვაკი შედის იმ შვიდ ვაქცინათა ჩამონათვალში, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის ავტორიზებული. ამიტომ, უმრავლესი ქვეყნები სცნობენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ შვიდივე ვაქცინას და შესაძლებელია მოგზაურობა. არის რიგი გამონაკლისი ქვეყნები. მოგზაურობისთვის დღეს მთავარი დოკუმენტი არის უარყოფითი PSR ტესტი, თუ იმ ქვეყანას ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული შეზღუდვა არ აქვს დაწესებული. ვაქცინაცია ძირითადად მოთხოვნილია დიდი თავშეყრის ადგილებზე ცხოვრებისთვის, მაგალითად საუნივერსიტეტო კამპუსებისთვის და ასევე სხვა ტიპის დიდი შეკრებებისთვის, კონგრესებისთვის, ყრილობებისთვის და ა.შ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.