ხაშურის საკრებულოს შვიდმა წევრმა "ქართული ოცნება" დატოვა და გახარიას პარტიას "საქართველოსთვის" შეუერთდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ ავრცელებს. როგორც პარტიის ახალმა წევრებმა ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, „ოცნების“ ხელისუფლება იმ პრინციპებსა და მიზნებს დაშორდა, რისთვისაც ისინი 2012 წელს იბრძოდნენ. „ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები: ვაჟა ხარშილაძე - ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ირინე გელაშვილი სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, მამუკა წიქარიშვილი საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე,...
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება დაიწყო. ვენახების სარეგისტრაციო უბნები განთავსებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: ფიროსმანი, სამთაწყარო, არხილოსკალო და ზემო ქედი, უახლოეს დღეებში დაემატება ახალი ლოკაციები. “2021 წლიდან, რთველის დროს, ვენახების საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს. ვენახების რეგისტრაცია და კადასტრის ამონაწერით მოსავლის ჩაბარება ყველა მევენახისთვის სავალდებულო გახდა. განახლება სავალდებულოა ვენახთან დაკავშირებული ცვლილებების შემთხვევებში - ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება,...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,  პირბადის ტარებაზე, მათ შორის დიდ თავყრილობებზე პირბადის ტარების კონტროლის გამკაცრება იგეგმება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. „ყველამ უნდა დავიცვათ ის რეგულაციები, რაც არის. რა თქმა უნდა იგეგმება მეტი ზედამხედველობა პირბადის ტარებაზე, მათ შორის დიდ თავყრილობებზე, იქნება ეს ქორწილები, ჭირის სუფრა, კონგრესები, კონფერენციები და ა.შ. ჩვენი ინიციატივაა, რომ ამ კონფერენციებსა და კონგრესებზე დაშვებულ იქნან...
მსჯავრდებულები, რომელთა სასჯელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაა, ქუთაისში გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერის მოვლა-დასუფთავებაზე იზრუნებენ. ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და ქალაქ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ხვალ მოაწერენ. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ ბენეფიციარების რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობაა. მათივე ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში მსჯავრდებულები, რომელთა სასჯელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს, ქუთაისის...
მედიასაშუალებების ორგანიზებით, პრემიერმინისტრის გადადგომის მოთხოვნით მორიგი აქცია შაბათს, 17 ივლისს გაიმართება. „ტვ პირველის“ დამფუძნებელის, ვატო წერეთელის განცხადებით, აქცია 18:00 საათზე დაიწყება და მასშტაბური იქნება. „გაიმართება დიდ აქცია, შაბათს გავაჩერებთ ყველაფერს“, - განაცხადა ვატო წერეთელმა. თავის მხრივ, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლის, გიგა მაქარაშვილის განცხადებით, „აქციები არავითარ შემთხვევაში არ შეწყდება“. „აქციები არავითარ შემთხვევაში არ შეწყდება. საქმის ავანგარდში მედიამენეჯერები არიან. დღეს უკვე გაითიშა ოთხი...
ჟურნალისტების პროტესტი ქუთაისში. მედიის წარმომადგენლები იუსტიციის მინისტრთან ლექსო ლაშქარავას ფოტოებით დახვედრას გეგმავდნენ, თუმცა, დაგეგმილი ღონისძიება დათქმულ დროს არ შედგა. ამის შესახებ ნიუპრესი წერს. მინისტრ რატი ბრეგაძესა და მერს შორის მემორანდუმის ხელმოწერა გადაიდო, მიუხედავად ამისა, მედიის წარმომადგენლებმა მდუმარე პროტესტი მაინც გამოხატეს. “დღეს, ამ დარბაზში იუსტიციის მინისტრს ხელი უნდა მოეწერა მემორანდუმისთვის, თუმცა ალბათ, ის მიხვდა, რომ აქ ჟურნალიატები დისკომფორტს შეუქმნიდნენ. ამიტომ მინისტრის დღის წესრიგი...
შემდეგი სტატია ქუთაისში "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ხსოვნის პატივსაცემად მედიის აქციაზე ინცინდენტი მოხდა. აქციის დასრულების შემდეგ ადგილზე მყოფმა ორმა პირმა ჟურნალისტების სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შესახებ ნიუპრესი წერს. მედიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ოთო კვალიაშვილმა, როგორც მოგვიანებით გაირკვა,  ქუთაისის მერიის ა(ა)იპ „ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ თანამშრომელია,  ის აქციის მსვლელობის დროს იქვე იდგა, რამდენიმე მათგანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და უთხრა, რომ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, თელავის ისტორიულ ბორცვებს შორის ტურისტული მარშრუტებისა და საზოგადოებრივ-რეკრეაციული სივრცეების რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა. თელავის ურბანული განახლების პროექტის მიხედვით, იგეგმება თელავში “ისტორიული 7 ბორცვის” ტურისტული მარშრუტის განვითარება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. საპროექტო არეალი მდებარეობს თელავში, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ქალაქია, შუა საუკუნეების ქუჩის ქსელით, ისტორიული ურბანული განვითარებით და უნიკალური ლანდშაფტით. სპეციალისტების...
video
თამაშობანას ჰაკათონი გურჯაანის ტექნოპარკში. 200-მდე ახალგაზრდამ ინოვაციური სამაგიდო თამაში 1 კვირაში უნდა შექმნას. თამაშის საუკეთესო იდეა დაპატენტდება და ვინ იცის, მომავალში ახალგაზრდებისთვის საუკეთო თამაშიც გახდეს. პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.  
ხმაური, მტვერი და სატვირთო მანქანების მოძრაობა - ეს არის პრობლემები, რომელიც ბათუმში,  შაინიძის ქუჩაზე მცხოვრებლებს აწუხებთ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.  სამრეწველო ზონაში მყოფი მოქალაქეები ითხოვენ დამონტაჟდეს ფილტრები, რაც მათ სიახლოვეს მტვერს შეამცირებს. ავარიულ მდგომარეობაშია საცხოვრებლებიც, რის ერთ-ერთ მიზეზად სატვირთო ავტომობილების გადაადგილებას ასახელებენ. თუ მათ მიერ ჩამოთვლილი და აღწერილი პრობლემები არ მოუგვარდებათ, მაშინ მოსახლეობა სხვაგან განსახლებას ითხოვს. როგორც აღმოჩნდა...
პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავს. მთავრობა ბიუჯეტის ხარჯებს, რომელიც ისედაც რეკორდულად დიდი იყო და 18.4 მილიარდ ლარს შეადგენდა, დამატებით 1.1 მილიარდით იზრდება და ის 19.5 მილიარდ ლარს მიაღწევს. რა იცვლება 2021 წლის ბიუჯეტში, ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს. მთავრობის განცხადებით, ბიუჯეტის კორექტირების საჭიროება ქვეყანაში მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის გამო დადგა. თუკი პირველადი პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 4.3%-ით უნდა...
გორში „სამოქალაქო ბიუჯეტი 2022“ -ის ფარგლებში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ქალაქის ცენტრალურ უბანში მცხოვრებ მოქალაქეებთან შეხვედრას გორის მერი დაესწრო. „2022 წლის „სამოქალაქო ბიუჯეტისთვის“ 3 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული. გასული წლებისგან განსხვავებით გვაქვს სიახლეებიც. 2022 წელს პროგრამის ფარგლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, დაფინანსდება კულტურული, სოციალური, სპორტული, ახალგაზრდული და ა. შ. პროექტებიც. დაიწია ასაკობრივმა შეზღუდვამაც. 2022...
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი მბობს, რომ ყველა ქართველმა და ოფიციალურმა პირებმა უნდა დაგმონ 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობა. პრაისმა ამის შესახებ ყოველდღიურ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც მას საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე დაუსვეს კითხვა. როგორც პრესსპიკერმა თქვა, ისინი ყურადღებით აკვირდებიან ინფორმაციას ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით: "ჩვენ მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ და ძალადობის შეჩერებისკენ, რომელმაც ამ შემთხვევაში უკვე გამოიწვია ერთი ადამიანის ტრაგიკული სიკვდილი". პრაისის თქმით, უნდა...
საბიუჯეტო ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო ფრაქციების სხდომები, რომელიც დღეისთვის უნდა გამართულიყო, არ ჩატარდება. ბიუროს მიერ დამტკიცებული საბიუჯეტო ცვლილებების განხილვის გრაფიკის მიხედვით, პროექტი 15 ივლისს ოთხ ფრაქციას - „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“, „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფსა“ და „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" უნდა განეხილა, თუმცა არსებული ინფორმაციით, არც ერთი ფრაქცია დღეს შეკრებას და ბიუჯეტზე მსჯელობას არ აპირებს. ამავე გრაფიკით, ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე ხვალ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის...
"ფაიზერით" ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროც სნობით, "ფაიზერით" ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით გაკეთდება, იმუნიზაცია კი პირველ ეტაპზე 7 კლინიკაში იქნება შესაძლებელი. „საქართველოში საყოველთაო ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იმ სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებიც "ფაიზერით" ვაქცინაციის პროცესში...
pfizer-ის ვაქცინა საქართველოშია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, “ფაიზერით” იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ. “ფაიზერით” ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება. “ფაიზერის” ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება. უსაფრთხოებიდან გამომდინარე „ფაიზერით” და “ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი. ხოლო ჩინური ვაქცინებით სინოფარმით და სინოვაკით იმუნიზაცია მოქალაქეებს დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებშიც შეეძლებათ. ჯანდაცვის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ