გორში „სამოქალაქო ბიუჯეტი 2022“ -ის ფარგლებში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო

348

გორში „სამოქალაქო ბიუჯეტი 2022“ -ის ფარგლებში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ქალაქის ცენტრალურ უბანში მცხოვრებ მოქალაქეებთან შეხვედრას გორის მერი დაესწრო.

„2022 წლის „სამოქალაქო ბიუჯეტისთვის“ 3 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული. გასული წლებისგან განსხვავებით გვაქვს სიახლეებიც. 2022 წელს პროგრამის ფარგლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, დაფინანსდება კულტურული, სოციალური, სპორტული, ახალგაზრდული და ა. შ. პროექტებიც. დაიწია ასაკობრივმა შეზღუდვამაც. 2022 წლის პროგრამის ფარგლებში იდეების წარმოდგენას მოქალაქეები 16 წლიდან შეძლებენ“, – აღნიშნა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს ადგილობრივი მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით ირჩევს.

პროგრამის მიზანია მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილება.

„სამოქალაქო ბიუჯეტი 2022“ – ის პროგრამა იხილეთ ბმულზე:

საინფორმაციო შეხვედრები გრაფიკი იხილეთ ბმულზე:

მერიაში აღნიშნავენ, რომ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 2016 – 2020 წლებში 156 პროექტი განხორციელდა. 2021 წელს იგეგმება 44 პროექტის განხორციელება.